გლდანის რაიონს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატება. თბილისის მერიის ცნობით, გლდანის ხევის N6-N6 ა კორპუსებთან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.
პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიო“...
თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციას გორის მერიას მაკრახიძის კომპანია 43 490 ლარით დაბალ ფასად სთავაზობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. კომპანიის შესარჩევად, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს, ტენდერი იყო გამოცხადებული და წინადადებების მიღება 5 ივნისს დასრულდა.
ამ დროისთვის, ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი კომპანია მინაწილეობს, რომელიც გორის მაჟორიტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს ეკუთვნის. ეს კომპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა მერიის თხოვნას ფ/პ ელგუჯა მახარაშვილისთვის სოფელ მერეთში აღნაგობის ფორმით, ფართის 30 წლის ვადით გადაცემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"მახარაშვილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ნაკვეთზე ააშენებს მეცხოველეობის ფერმას, რომლის მშენებლობა 2 წლის ვადაში დასრულდება და განხორციელდება 50 000 ლარის ინვესტიცია. ფერმაში დასაქმდება 10 ადამიანი", - წერია საკრებულოს შესაბამის განარგულებში.
მერიამ 3 200 კვ. მეტრი ფართობის მიწის...
11 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ მცხეთის ცენტრში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს.
წიგნის ბუდეს, რომელიც სკვერში დაიდგა, ეროვნული ბიბლიოთეკა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მოამარაგებს წიგნებით. აქ განთავსებული გამოცემები ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიღოს და პანდემიის პირობებში, როცა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, წიგნის წასაკითხად მეტი დრო გამოუთავისუფლდათ, განათლებაზე იზრუნონ.
"დიდი ამბები გრძელდება. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სკვერის...
დასახლება გარე განათების, მოუწესრიგებელი საუბნო გზებისა და ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე, – ეს სოფელი ხიდარია. აქაურებს ყველაზე მეტად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, ხარაგაულში ჩასვლა უჭირთ. კვირაში ერთხელ, ორშაბათობით, მიკროავტობუსი ხიდრიდან ხარაგაულში დილის ცხრა საათზე გადის. თორმეტის ნახევარზე კი ხიდარში ბრუნდება. სოფელ ხიდარის საჭიროებებზე სტატიას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
ხიდრელები ამბობენ, რომ მცირე დროში ყველა საქმის მოგვარებას ვერ ასწრებენ. ისინი ითხოვენ, რომ ტრანსპორტი ხარაგაულის მიმართულებით...
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივი ბიუჯეტების სეკვესტრი, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემცირება, 1 476 900 ლარით მოითხოვა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან ფინანსთა სამინისტროს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2020 წლის ბიუჯეტს მხოლოდ 406 500 ლარით შეამცირებენ.
დათანხმდება თუ არა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წინადადებას სამინისტრო, ამ დრომდე უცნობია.
„მოლოდინის რეჟიმში ვართ, –...
ხულოში, ზამლეთი-ხიხაძირის გზის დაახლოებით 7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 10 264 247 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება სოფელ ფუშრუკაულთან და სრულდება სოფელ ხიხაძირში.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.
პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 16 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს წერილობითი...
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ორშაბათიდან, 15 ივნისიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებისთვის იხსნება.
სააგენტოს ცნობით, ვიზიტორთა ყველა ცენტრი 15 ივნისიდან განაგრძობს მუშაობას.
სააგენტო ავრცელებს COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული შეზღუდვების ჩამონათვალსაც, რისი გათვალისწინებაც მოუწევთ ვიზიტორებს.
შენობებსა და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირსა და პირს;
ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა;
დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
რეკომენდირებულია თანხის...
წინა სტატია
73 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნება და ძალაში მხოლოდ ამის შემდეგ შევა.
კანონპროექტით განისაზღვრა, რომ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი...
საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური რისკების ზრდის ფონზე, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, განიხილეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ერთის წარმომავლობა უცნობია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ჯამურად, წყარო დაუდგენელია ინფიცირების 5 შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს და...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი ზ.ს. დააკავა. ამის შესახებ რეგინფო წერს.
სამსახურის უფროსმა ზაქარია ანანეიშვილმა რეგინფოს უთხრა, რომ ზ.ს. ორი დღის წინ დააკავეს. მისი თქმით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ წვევამდელს 250 ლარი გამოართვა. ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჯერჯერობით...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიზანი პრაქტიკაში გამოვლენილი უზუსტობებისა და ხარვეზების კორექტირებაა, სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თინათინ ზოიძემ წარადგინა. კომიტეტმა, კანონის პროექტი, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, პლენარული სხდომისთვის მომზადებულად...
ზესტაფონის მერიის დაკვეთით, სოფელ კვალითში მიმდინარე წელს ორი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. კეთილმოეწყო სოფლის ცენტრალური და ბირბიჩაძეების საუბნო გზები.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, რომლითაც ყოველდღიურად 2000 – მდე ადამიანი სარგებლობს დასრულებულია. პროექტის ფარგლებში, გზის ზედაპირის აღდგენის შემდეგ, ამჟამად, სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტის საფარი გზის 1600-მეტრიან მონაკვეთზე დაიგო. რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა და მისი ღირებულება 555 555 ლარია.
რეგიონული განვითარების...
წინა სტატია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშურის ახალი 13 კმ-იანი შემოვლითი გზით გადაადგილება ივლისიდან გახდება შესაძლებელი.
ახალი გზა, აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე დაიწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას. ხაშურის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე ლოტის დასრულების შემდეგ, გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა, ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, მონაკვეთის...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების განცხადებით, მდინარე სუფსაზე კომპანია „აკეთი“ კარიერულ საქმიანობას მათ კუთვნილ ნაკვეთებზე აწარმოებს, რასაც ეწინააღმდეგებიან.
ძამითის თემში ოზურგეთის მერის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანიას მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზია 2022 წლამდე აქვს, თუმცა ამავე ტერიტორიებზე მოსახლეობას საყანე ფართობები მიღება-ჩაბარების აქტებით აქვთ მიღებული.
აქციაზე იმყოფებოდნენ გარემოს დამცველებიც. ისინი ადგილობრივებს მხარდაჭერას უცხადებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სიტუაცია საფუძვლიან შესასწავლას საჭიროებს. კომპანიის წარმომადგენლებს აღნიშნულ...
ახრა ავიძბა იანვარში სოხუმის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი დეფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მრჩევლად დაინიშნა.
9 იანვარს, სწორედ ახრა ავიძბას თაოსნობით შეიჭრნენ მომიტინგეები აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































