გურჯაანის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

732

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელი ზ.ს. დააკავა. ამის შესახებ რეგინფო წერს.

სამსახურის უფროსმა ზაქარია ანანეიშვილმა რეგინფოს უთხრა, რომ ზ.ს. ორი დღის წინ დააკავეს. მისი თქმით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების სანაცვლოდ წვევამდელს 250 ლარი გამოართვა. ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.