თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციას განაგრძობს. სარეაბილიტაციო ბაღებს შორის მთაწმინდის რაიონში მდებარე N4 და N55 ბაგა-ბაღებია, რომელთა შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და მათი გამაგრება-რეკონსტრუქცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.  „აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია, რადგან ორივე სააღმზრდელო დაწესებულების კონტინგენტი ამჟამად ალტერნატიულ ფართებსა და ახლომდებარე ბაღებშია გადანაწილებული და მათი დაბრუნება სტანდარტულ სამუშაო-სააღმზრდელო გარემოში აუცილებელია. პროექტის...
ალპანა-ქუთაისის საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ცაგერის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გზა ათწლეულების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო და გადაადგილების დიდ პრობლემას უქმნიდა მგზავრებს. ალპანა-ნამოხვანის ყველაზე მეტად დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალიწინებს ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის რეაბილიტაციის პროექტი. გზაზე სხვადასხვა სამუშაოების დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. ინფრასტრუქტურულ პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს "ერ ტე დე". პროექტის განხორციელება 6 თვეში უნდა დასრულდეს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, ახალი სისტემების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, სოფლების წყლის სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის 27 მილიონი ლარია გათვალისიწინებული. უწყების ინფორმაციით, წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 13 ივლისს დასრულდება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტი სოფლების ტიბაანის, ანაგას, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბეს, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფას...
თერჯოლაში რეგისტირებულ ინდმეწარმეებსა და კერძო ობიექტების მფლობელებს მათ საკუთრებაში არსებული ობიექტების იერსახის მოწესრიგება მოთხოვეს, ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარებასაც დაპირდნენ. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ინდ-მეწარმეებსა და ქალაქ თერჯოლაში რეგისტრირებული ქონების იმ მფლობელებს შეხვდნენ, რომელთა საკუთრებაში ვიზუალურად არადამაკმაყოფილებელ...
ყოველ წელს, ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივ ეპარქიას ათობით ათასი ლარი ერიცხება. "აი ფაქტის" მიერ გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ხონის მერიამ ადგილობრივ ეპარქიას 700 000 ლარამდე გადაურიცხა. 2016 წელს ამ თანხამ 175 000 ლარი შეადგინა, 2017 წელს - 150 000 ლარი, 2018 წელს - 178 000 ლარი, 2019 წელს - 150 000 ლარი, 2020 წლის...
მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, მიწის რეგისტრაციის თემას, გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ ეხმაურება. პირველი ივლისიდან მიწის რეგისტრაციის პროცედურები მარტივდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მესაკუთრეებს, მიწის გადასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში, უსასყიდლოდ დაეხმარება. პროცედურებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ბოხაშვილმა გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ ისაუბრა. „საჯარო რეესტრში განცხადების წარდგენის შემდეგ, მიწის ნაკვეთის აზომვით ნახაზს და ყველა საჭირო ინფორმაციას, რეგისტრატორი თავად გამოითხოვს. მთლიანად ეს პროცესი...
ქუთაისში, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების, სანიაღვრე სისტემის და დამცავი კედლების შეკეთება ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ჭეიშვილმა კიბულას ქუჩის მესამე შესახვევში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ქუჩაზე განახლდება სავალი ნაწილი, ფეხით მოსიარულეთა ნაწილზე დაიგება ბეტონის მონოლითური საფარი, მწვანეყვავილას ქუჩის კვეთასთან და მოსახლეობის ეზოებთან შეკეთდება საყრდენი და დამცავი კედლები, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. ადგილობრივი ხელისუფლების...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ღია მონაცემების (open data) მართვის პრაქტიკის დანერგვას იწყებს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.  ამ მიმართულებით თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) შედგა. გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელშიც IDFI -ის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა ოზურგეთის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს. ოაღინიშნა, რომ IDFI ღია მონაცემების მართვის კუთხით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების ანალიზს ატარებს. გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე IDFI ამზადებს ტრენინგ მოდულს და ჩაატარებს...
ბათუმის მერიამ ე.წ. ქოლცენტრი აამოქმედა, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, პირდაპირ დაუკავშირდეს კონკრეტულ სამსახურს. ამის შესახებ ბათუმელები წერს.  ქოლცენტრის ნომერია 0 800 000 810 – ამ ნომრიდან შეძლებთ დაუკავშირდეთ ბათუმის მერიის კანცელარიის, ჯანდაცვის, ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის, განათლების, ქონების მართვის, მუნიციპალური ინსპექციის, კეთილმოწყობისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურებს. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დღეს, 15 ივნისს, ისაუბრა შიდა ტურიზმის ამოქმედების შესახებ და განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეკომენდაციების...
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ, სამინისტროს კონტროლის განმახორციელებელ ჯგუფთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. მიმდინარე წელს დაგეგმილია სულ 35 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, 9 – ქობულეთში. სამუშაოები მიმდინარეობს ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციების დაცვით და მაღალი ხარისხით. ასევე, გაიმართა შეხვედრა პედაგოგებთან და მოინახულეს ის სკოლები, სადაც არის...
video
პანდემიის გამო შეჩერებული მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის განხილვა ქედაში, 15 ივნისიდან განახლდება. როგორც ქედის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი განმარტავს, საიფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან რეკომენდაციების დაცვით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყეელი ავრცელებს.  პროექტი დაბა ქედასა და დოლოგანში წელს საპილოტედ ხორციელდება, რომელიც ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოსახლეობის  ჩართულობას, პროექტების წარდგენითა და ხმის მიცემის პროცედურებს გულისხმობს. განხილვების დროს გამოვლინდება მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები, რომელთა განხორციელება...
წინა სტატია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირბადის ტარების წესი არ გავრცელდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ასევე. სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. „ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ბუნებრივია, გავითვალისწინეთ შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები. არ გავრცელდება, აგრეთვე, იმ ადამიანებზე, ვისაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ და ეპიდკვლევებს ატარებენ. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების ფონზე, მოხდება თუ არა დამატებითი რეგულაციების ამოქმედება რეგიონში, მიმდინარე ეპიდკვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გადაწყდება. „რეგიონში არის ინფიცირების ახალი შემთხვევები, მათ შორის დადასტურდა მეტეხის ერთ-ერთი მცხოვრების, რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის ოთხი წევრის შემთხვევა. ამ...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ამის პარალელურად, მან საზოგადოებას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "ვირუსი არსად წასულა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ, რომ გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და შესაძლებლობები, რომლებიც სახელმწიფომ მოგვცა, მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელ სიტუაციებში გამოვიყენოთ," - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში წიწკანაანთსერში და ალმატში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თითოეული საბავშვო ბაღი 70 ბენეფიციარზეა გათვლილი. აღნიშნული პროექტები კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით ფინანსდება. მათივე ცნობით. მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში 7 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო და 5 სრულიად ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი ხორციელდება. "სარეაბილიტაციო პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ხოლო ახალი...
თელავში მდებარე „ნადიკვრის“ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. შესაბამისი ტენდერი თელავის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს გამოცხადებული. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 315 410 ლარია. ამის შესახებ რეგინფო წერს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება სკვერის დაზიანებული ნაწილებისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, აღდგენა-გამწვანება და ახალი ფანჩატურების დამატება. „პროექტით გათვალისწინებულია არსებული სივრცეების მაქსიმალური გამოყენება, რათა შეიქმნას საინტერესო, მშვიდი სარეკრეაციო სივრცე, რაც ხელს შეუწყობს არსებული ადგილის განვითარება-გამოცოცხლებას აქტიური დასვენების ადგილის შექმნას, როგორც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ