ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველი მობილური აპლიკაცია შექიმნა.
აპლიკაცია Cultural Routes Georgia ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS პლატფორმებისთვის. ამ ეტაპზე აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. მას უახლოეს პერიოდში ორი ახალი სერთიფიცირებული მარშრუტი დაემატება.
ევროპული მარშრუტები:
➡ღვინის მარშრუტი
➡ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი
➡პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი
➡ისტორიული თერმული ქალაქების...
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს (რაც უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ საგანგებოს მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი სსკ-ის 154-მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით) და...
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის მონასტერთან მისასვლელ გზას, ავტოსადგომსა და ვიზიტორთა ცენტრს აშენებს. ტურისტების და მომლოცველების ავტოტრანსპორტის სიმრავლის გამო მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას, რის გამოც ბოდბის...
საქართველოს მასშტაბით, უკვე 60 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 18 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ფერმერებმა შეუფერხებლად მიიღონ მომსახურება და მოხდეს საწვავის დროული მიწოდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფასდაკლების ბარათებისა და დიზელის გაცემის პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას სახელმწიფოს და კომპანიის „სოკარი“ მიერ შემუშავებული გრაფიკი უზრუნველყოფს“, - განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის...
სად უნდა ვიმოგზაუროთ პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ბრიტანული პოპულარული გამოცემა - Telegraph-ი ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ქვეყანას ასახელებს.
სტატია საქართველოს ქალაქების: თბილისისა და ბათუმის აღწერით იწყება. საქართველოსთან ერთად Telegraph-ის საუკეთესო მიმართულებებს შორისაა: ხორვატია, მონტენეგრო, მალტა, სლოვენია, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, ავსტრია.
„Best Europe Destinations“-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე უსაფრთხო მიმართულებებს შორისაა საქართველო, ხორვატია და მადეირა. ეს მონაცემები ქვეყნებში COVID-19-ის შემთხვევებისა და...
აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, კანონმდებელთა განცხადებების შემდეგ, „მინისტრის საათის ფორმატში“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს.
ჯაბა ფუტკარაძემ 2019-2020 წლებში განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებზე, საბიუჯეტო და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საშუალოვადიან პრიორიტეტებზე, პანდემიით გამოწვეული ვითარების დაძლევის მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და რიგ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა.
მომხსენებლის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტი...
ნაძალადევის რაიონში ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 8 მისამართზე მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის XI მ.რ. III კვ. N47, 48 და 49 კორპუსებში ხორციელდება. N47 კორპუსის მიმდებარედ ახლით იცვლება როგორც წყალსადენის, ისე წყალარინების ქსელი, N48 და 49 კორპუსებთან კი წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
"საერთო ჯამში, სამივე კორპუსში 466 გრძივი მეტრი შიდა და გარე ქსელი შეიცვლება, ასევე, 12 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება",...
ბათუმის შემოვლითი გზის 13- კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და 4 გვირაბზე ხორციელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი აშენდება.
"ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ...
ბათუმში ქეთევან წამებულის ქუჩაზე სასმელი წყლის ახალი მაგისტრალური ქსელის მოწყობა დასრულდა.
როგორც "ბათუმის წყალში" აცხადებენ, პროექტი სამომავლოდ აღნიშნული ქუჩის ჩიხებსაც მოიცავს.
მათივე ცნობით, დასახლებაში სწრაფი ურბანიზაციის გამო არსებული ქსელი საკმარისი არ იყო. მოსახლეობას სასმელი წყალი სტანდარტის შესაბამისი წნევით მიეწოდება. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და ის ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს.
"ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ურბანიზაცია, ძალიან სწრაფი ტემპით მიმდიანარეობს, არსებული წყლის ქსელი არ...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მარიტას სახელობის ბროწეულის ბაღი შენდება. მოსახლეობა ბაღს თავისი ფინანსებით აკეთებს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
იმ ადგილას, რომელიც გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს ეკუთვნის, ბროწეულის ნერგები უკვე დარგეს, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.
2018 წელს, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შემდეგ, მამა პეტრე კოლხმა გამოთქვა სურვილი, რომ მსახიობის გმირის – მარიტას სახელის უკვდავსაყოფად მარიტას ბაღი გაშენებულიყო, სადაც მხოლოდ ბროწეულები დაირგვებოდა.
ეს ადგილი კი სიმბოლურას, სოფელ პატარძეულში...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.
ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ასფალტის საფარი, გზის დამცავი ბარიერი და კედელი.
„სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ამბროლაურის ავტოგზა 10“ ახორციელებს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 480 000 ლარს შეადგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მარნეულში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი შესაძლოა ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნას. საინფორმაციო ჯიხურის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი მარნეულის მერიამ ჯერ კიდევ 2017 წელს გამოაცხადა. სამუშაოები დღემდე დაუსრულებელია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
როგორც მარნეულის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში, ელგუჯა კუპატაძე განმარტავს, ცენტრის მოწყობა დასასრულს უახლოვდება და პროცესში როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე USAID-ის ზრდა პროექტი და ადგილობრივი თვითმმართველობა არიან...
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ სეპქტრი წერს.
10:00-დან 18:00 საათამდე ახმეტის ნაწილს
11:00-დან 14:00 საათამდე საგარეჯოში 46 აბონენტს
16:30-დან 17;30 საათამდე სოფელ ნინოწმინდას
10:00-დან 18;00 საათამდე თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: სანიორეს, ლალისყურს და ფშაველს
11:00-დან 15:00 საათამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს
16:00-დან 18:00 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყს
სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.
რამდენიმე დღეა რაც მარნეულის ორ სოფელში, წითელსოფელსა და დაშტაფაში, საზოგადიებრივმა ტრანსპორტმა მოძრაობა დაიწყო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
წითელსოფლელი არამ აკოფიანი გვეუბნება, რომ სოფლის მოსახლეობას საჯარო ტრანსპორტის არარსებობა წლების განმავლობაში აწუხებდა.
„სოფელში ბევრი სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და პენსიონერი ცხოვრობს. სხვადასხვა საჭიროებებისათვის მარნეულში უწევთ ჩასვლა და ყოველთვის კილომეტრნახევრის გავლა გვიწევდა რომ მარშრუტკებამდე მივსულიყავით. ახლა თითქმის ყველას სახლთან მოვა,“ - ამბობს არამ აკოფიანი.
წითელსოფელი-დაშტაფა-მარნეულის...
გორის რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მონიშვნის ხაზზებს ხელახლა აკეთებენ. მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, ალექსანდრე თარხნიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სამუშაოები ხარვეზების გამოსწორების მიზნით ტარდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
"საგზაო მონიშვნებთან დაკავშირებით ახალი ტენდერი არ გამოგვიცხადებია. შესაბამისად, ამჟამად, ჩვენი დავალებით არ ხორციელდება საგზაო მონიშვნის სამუშაოები. ალბათ, ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს," - ამბობს ლექსო თარხნიშვილი.
გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ანესაშვილმა კი,...
უცხოური კომპანია AGT Menegment, Meslehet,Tikinti Xidmetleri MMC, რომელმაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერში 4 წლის წინ გაიმარჯვა, სამუშაოებს ჯარიმის დაკისრების ფონზე აგრძელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საუბარია ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაციისთვისაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 6 მლნ 155 ათას 842 ლარი უნდა მიეღო. აღნიშნულ კომპანიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა ამ თარიღის გადადება საავტომობილო გზების დეპარტამენტს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































