ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი დევნილები და ეკომიგრანტები; ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მუდმივად, ყოველდღიურად და ყოველწლიურად ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, რათა მათ გამოვლილი დიდი ტრაგედია, შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით განხორციელდა 772 დევნილი ოჯახის განსახლება და მიმდინარეობს 2 265 ბინის მშენებლობა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, „სოფლად სახლის“ პროექტით, რომელიც გულისხმობს დევნილებისთვის...
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვლევის პროცესში 30-ზე მეტი სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლა, რომლის დროსაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ნაკლებად ცნობილი სალაშქრო ბილიკები, ჩანჩქერები თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობები გამოიკვლიეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მახუნცეთის, მეძიბნას, წონიარისისა და მერისის ჩანჩქერები იმ 15-მდე ჩანჩქერს შორისაა, რომელთა შესწავლა-გაზომვაც ქედისა და ხელვაჩაურის ტურისტული პოტენციალის კვლევისას განხორციელდა.
ორთვიანი კვლევისას მუნიციპალიტეტებში აგროტურიზმის, კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, კანიონგის განვითარებისთვის საჭირო ტურისტული შესაძლებლობები გამოიკვეთა, რომლის საფუძველზეც...
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში და ცოტნე დადიანის N34-ში დაზიანებულ სპორტულ მოედნებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მოეწყო ახალი ხელოვნური მწვანე საფარი, თანამედროვე ტიპის მავთულბადეები და რეაბილიტირდა ფეხბურთის კარები. თითოეული მოედნის ფართობი 630 კვ.მ-ია.
განახლებული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ ეტაპზე, ორი სპორტული...
2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ან ახალი აშენდა 400-მდე სოფლის ამბულატორია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სოფლის ამბულატორია არის ჩვენი პირველადი ჯანდაცვის უაღრესად მნიშვნელოვანი რგოლი.
„ეს არიან სოფლის ექიმები, რომლებთანაც ჩვენი მოქალაქე პირველად მიდის. ამ ამბულატორიებს, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მომავალ წელს მოხდება მათი აღჭურვა. აქ, რა თქმა უნდა, დიდწილად იქნება გამოყენებული...
პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს, როგორც ბიუჯეტის ზედამხედველობის ნაწილში, ასევე მოსახლეობის ჩართულობის კუთხით.
"რა თქმა უნდა, აქტიურად ვმონაწილეობთ და გავაგრძელებთ მონაწილეობას ღია მმართველობის პარტნიორობაში, OGP-ში. 2019 წლის "ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველომ შეინარჩუნა მე-5 ადგილი. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ასევე, მოქალაქეების ჩართულობის...
ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი. სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშით მისულ საქართველოს პრემირმინისტრ გიორგი გახარიას.
რომან გოცირიძის თქმით, მთავრობამ „ფეიკ დაპირებებისა და ტყუილი ბიუჯეტის“ წყალობით სულ მცირე 300 მილიონი ლარი დაზოგა, რომელიც მისი განმარტებით, წარიმართება იმ ხარჯების დასაფინანსსებლად, რომელიც ხელისუფლებამ ბიუჯეტშია არ შეკვეცა.
„თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“...
მიწის რეფორმა წლების განმავლობაში ქვეყნისთვის სისტემური პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა იმისა, რომ სპორადული რეგისტრაციის მექანიზმებით 2019 წელს დაკმაყოფილდა 800-ათასზე მეტი სარეგისტრაციო განცხადება, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფორმის ფარგლებში მოქალაქეაებისთვის გამარტივებული წესით რეგისტრირებული ნაკვეთების ფართობი ჯამში ერთ მლნ. ჰექტარზე მეტს შეადგენს.
„მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა მაინც რჩება, ამიტომ ეს...
რეალურად, სერიოზული და პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული ტყის ფონდის რეგულაციის თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტყე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესურსი, რომელსაც სწორი მართვა სჭირდება.
„ეს გამოწვევა ყოველთვის იყო, მაგრამ ის ინიციატივები, რომელთაც დღეს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის ფრთხილი, ნელი, მაგრამ პროგრესული. რთულია, გამოწვევები რჩება. ტყე არის ამ ქვეყნის...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, - ამის შესახებ გახარიამ, პარლამენტში წლირი ანგარიშის წარდგენისას განათლების მიმართულებით დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.
„2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში. ეს უნდა იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრების ის ქალაქი, სადაც საერთაშორისო დონეზე, კონკურენტუნარიანია...
ზაფხულსა და შემოდგომაზე ჯამში 70 კმ საერთაშორისო მაგისტრალი გაიხსნება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2019 წელს რეკორდული, 804 კმ. გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება მიმდინარეობდა ერთდროულად. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს 140 კმ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, საიდანაც 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება ჯამში 70 კმ საერთაშორისო მაგისტრალი და ესენია: ქუთაისის შემოვლითი...
საჯარო მმართველობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საჯარო სექტორის ეფექტურობის მისაღწევად. ამ მიმართულებით დაინერგა პოლიტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის შეფასების მარეგულირებელი ჩარჩო და დამტკიცდა დეცენტრალიზაციის სტრატეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესის დელეგირება ადგილებზე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და "გასაგებია, რომ შეიძლება ადგილზე კომპეტენციის პრობლემები გვაქვს, მაგრამ ესეც უნდა გადავიტანოთ. ამასაც უნდა მოვერიოთ, ამასაც...
პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საქართველოს პრემიერმინისტრს ორი შეკითხვით მიმართა, მათგან ერთი დასაქმების პრობლემას ეხებოდა ქვეყანაში, ხოლო მეორე რეგიონების პრიორიტეტების დოკუმენტს.
„ყველა შევთანხმდით, რომ თქვენ კარგად გაართვით თავი ეკონომიკურ გამოწვევებს, მაგრამ ახლა ჩვენ ვართ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც გვაქვს მზარდი ფასები და შემცირებადი შემოსავლები. ბევრი რამ ვიცი, თუ რას ვაპირებთ ეკონომიკასთან და...
გრძელდება კერძო სექტორის მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამით, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, დაწყებული „აწარმოე საქართველოში“, გაგრძელებული სოფლის მეურნეობის ბევრი სხვა პროგრამით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ეფექტურად მუშაობს, რაღაც ეტაპზე გამოჩნდა გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების სისტემა - ე.წ ფრონტ ოფისები...
ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვთ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა. გახარიას განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა განვითარებადი ქვეყნების ერთ-ერთი მუდმივი გამოწვევაა. მისივე თქმით, რეგიონში საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ლიდერია.
„საჯარო მმართველობაზე როცა ვსაუბრობთ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კორუფციას. კორუფციის პრევენცია და...
ქუთაისში პეტრე ჩხობაძის ქუჩის მიმდებარე უსახელო ქუჩას გიორგი ცაბაძის სახელი მიენიჭება. საკითხს მხარი დეპუტატებმა საკრებულოს ბოლო სხდომაზე დაუჭირეს. ასევე, კიდევ ერთ უსახელო ქუჩას გურამ გაბისკირიას სახელი დაერქმევა, ხოლო გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მე-6 შესახვევს მალხაზ კუხიანიძის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
გოგი ცაბაძე ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მიუზიკლის ფუძემდებელია. მის სახელთან არის დაკავშირებული უამრავი...
წყალტუბოში რამდენიმე სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერები გამოცხადებულია. სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებითვის 119 ათას 287ლარია განკუთვილი. სატენდერო წინადადებების მიღება აქ 30 ივნისს მთავრდება.
სოფელ ცხუნკურის N1 და N2 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯამში 103 ათას 244 ლარია განკუთვნილი. ორივე სკოლის რეაბილიტაციისთვის შპს თეთრებმა 84 ათას 800 ლარის დახარჯვა დააფიქსირა. მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი.
სოფელ ქვილიშორის და სოფელ ყუმისთავის საჯარო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































