პრემიერი: 2020 წლის ყველაზე დიდი მიღწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება

473

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, – ამის შესახებ გახარიამ, პარლამენტში წლირი ანგარიშის წარდგენისას განათლების მიმართულებით დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

„2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში. ეს უნდა იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრების ის ქალაქი, სადაც საერთაშორისო დონეზე, კონკურენტუნარიანია განათლების ახალგაზრდები და სტუდენტები უნდა ცხოვრობდნენ. ამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათ უნდა შეეძლოთ საერთაშრისო კონკურენციაში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, აღნიშნულმა უნივერსიტეტმა დროთა განმავლობაში რაც შეიძლება მეტი მიმართულება უნდა მოიცვას.

უნივერსიტეტს ფონდი „ქართუ“ აშენებს და ის პირველ სტუდენტებს წელს მიიღებს.