ვანის ახალი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში პირველი არქეოლოგიური მუზეუმია, რომელიც 1985 წელს შეიქმნა და მისი დამაარსებლის სახელს ატარებს, სრულიად განახლებული სახით 2020 წლიდან ახალ სიცოცხლეს იწყებს.
ვანის ნაქალაქარი, რომლის ისტორია თითქმის მთლიანად მოიცავს ძვ.წ. I ათასწლეულს, მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია....
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთში. ქვეწარმავლები, სარეველა ბალახებითა და ეკალ-ბარდებით დაფარული ნარგავები, - ამ სურათს ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ კურორტზე შეიძლება ხშირად წააწყდეთ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პრობლემა ახალი არაა, მაგალითად შარშან, რთულად მისადგომი ტერიტოროების გასაწმენდად „მინი-ტრაქტორები“ უნდა შეეძინათ, თუმცა როგორც ირკვევა მუნიციპალიტეტს ტექნიკა არ შეუძენია. ქობულეთის მერიაში მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს, რომ აღნიშნული ტერიტორიებს უახლოეს დღეებში მოაწესრიგებენ, ტექნიკა კი კრიზისული ბიუჯეტიდან გამომდინარე შემცირებული...
ქედაში, სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტთა საცხოვრებლის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ეპიდსიტუაციის გამო ერთი თვით შეჩერებული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ქედის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოები 2020 წლის ნოემბრის ნაცვლად, დეკემბერში დასრულდება.
სატენდერო პირობების მიხედვით აშენდება მილიონ 530 ათასი ლარის ღირებულების ხუთ სართულიანი ბინა. ბინებს, სოფელ აგარაში ზვავსაშიშ ზონაში მცხოვრებლები მიიღებენ, ასევე ისინი ვინც ქვათაცვენის აქტიურ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ოჯახებს სპეციალური კომისია განიხილავს.
სხვა ქალაქების მსგავსად, საპარკინგე ადგილების პრობლემაა ქობულეთში. ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ზღვისპირა კურორტზე, თემა აქტუალური განსაკუთრებით, ალბათ, რამდენიმე კვირაში გახდება, როცა ზაფხულის სეზონი თავის ფაზაში შევა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მოქალაქეები დამატებითი საპარკინგე სივრცეების საჭიროებაზე საუბრობენ, რადგან ხშირად ავტომობილებს ქვეითებისთვის განკუთვნილ ადგილებში ნახავთ გაჩერებულს.
ქალაქიდან ავტომობილების ნაკადის განტვირთვის მიზნით, შეგხვდებათ ფიჭვნარში, ქალაქის შესასვლელსა და ცენტრალურ პარკთან მოწყობილ საპარკინგე ტერიტორიებს, რომლებიც...
ბათუმის ცენტრალურ ბაზარზე დასაქმებული მცირე მეწარმეები 5 თვით იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის ცენტრალურ ბაზრობაზე დასაქმებული მცირე მეწარმეები, ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები ხუთი თვით გათავისუფლდებიან იჯარის გადასახადისგან.
თურქეთში სეზონურად თვითდასაქმებულებზე კი, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია გაიცემა.
ამ და სხვა ინიციატივების შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, რიჟვაძის განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში დაზარალებული 900-ზე მეტი ფერმერისთვის გამოიყოფა კომპენსაცია ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით.
თორნიკე რიჟვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ...
წინა სტატია
„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით, კენჭისყრამდე რვა საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება, გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.
კანონპროექტის მიხედვით, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც დაექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას. ასევე დაუშვებელი იქნება საარჩევნო უბანში ან უბნიდან 25 მეტრის რადიუსში, პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.
ინიციატივაში...
წინა სტატია
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ძირითადად ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა
"ქართული ოცნების" გუნდის უმთავრესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწა, რათა კონსენსუსზე დაფუძნებით შევძლოთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება. ამ მიზნით შეიქმნა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აქტიურდ იმუშავა...
"ღია საზოგადოების ფონდი“ ეხმაურება სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვას, მხარდაჭერას უცხადებს და უერთდება მათ სამართლიან მოთხოვნებს.
"ღია საზოგადოების ფონდის“ ინფორმაციით, სოციალური აგენტების მძიმე შრომითი პირობები და ყოფა პირველ რიგში აისახება ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ფენის ყოველდღიურობაზე. სოციალური აგენტების გაფიცვა დააზარალებს, ქვეყანაში არსებულ ისედაც ყველაზე დაზარალებულ ადამიანთა ჯგუფს.
„შემაშფოთებელია სოციალური აგენტების განცხადებები წლების განმავლობაში გამოუსწორებელი, უმძიმესი შრომითი პირობების შესახებ; ფიქსირებული ხელფასის(80 ლარი) საარსებო მინიმუმთან...
წინა სტატია
"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ბოიკოტს წყვეტს.
„საკომიტეტო პროცესებში მივიღებთ მონაწილეობას, პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არაფერი გვაქვს გადაწყვეტილი.
ზოგჯერ ჩვენ, როცა მნიშვნელოვანი საკითხებია გამოვდივართ ხოლმე ბოიკოტის რეჟიმიდან. დავაკვირდებით როგორი იქნება განხილვები და რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს ხელისუფლება. იციან რომ მათთვის ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და ყველანაირად შეეცდებიან, რომ საკანონმდებლო დონეზეც კი საკუთარი ინტერესები ჩადონ ამ ცვლილებებში", - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური...
წინა სტატია
„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებით გენდერული კვოტებიც არის გათვალისწინებული.
კანონპროექტის გათვალისწინებით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკო-ს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.
კანონპროექტის მიხედვით, 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ, 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს...
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რწყვის სეზონის პარალელურად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი, მონოლითური რკინაბეტონის წყალგამანაწილებელი არხის 2500 მეტრიანი მონაკვეთი, ჩატარდა ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები, გაკეთდა წყალგამშვებები და ძველ (ამორტიზირებულ) ღარულ არხს დემონტაჟი ჩაუტარდება.
„ამავე პროექტის...
ირაკლი კობახიძის განცხადებით, არაა გამორიცხული საკარანტინო ზონაში დაემატოს სპეციალური უბნები, რომ კარანტინში მყოფ მოქალაქეებს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვის საშუალება მიეცეთ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.
„შეიძლება ცესკო-მ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის სივრცეში სპეციალური საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, მაგალითად თუ არის სადმე სასტუმროში საკარანტინო სივრცე, იქ შეიძლება ცალკე შეიქმნას კომისია, ცალკე ჩატარდეს არჩევნები, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება“, - აღნიშნა ირაკლი...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.
მცხეთა-მთიანეთში, სოფელ ბევრეთში, სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილი ადგილზე გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაცით, აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსის მიხედვით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად...
წინა სტატია
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის მიზნით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები შედის.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა არ შეეძლებათ.
კანონპროექტის მიხედვით, აგიტაციაში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, რელიგიური ორგანიზაციების და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა), სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებს,...
გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, ბაღის სტუმრებს წელს, უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის მონახულება შეეძლებათ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს.
„ალპინარიუმი 4000 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი.
გოდერძის ალპური...
წინა სტატია
ბათუმში დელფინარიუმი მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით 30 ივნისიდან განაახლებს.
დელფინარიუმის ადმინისტრაცია, ვიზიტორებს წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
„ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას სამშაბათს, 30 ივნისიდან განაახლებს. შოუს დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. ბილეთები ადგილების გამოტოვებით გაიყიდება.
ადმინისტრაცია მოუწოდებს ვიზიტორებს, დელფინარიუმსა და აკვარიუმში განთავსებული საინფორმაციო დაფებით იხელმძღვანელონ. შოუ ნებისმიერ ამინდში გაიმართება.
დამატებითი ონფორმაციის ნახვა შესაძლებელია დელფინარიუმის ვებგვერდზე",- აცხადებენ ადმინისტრაციაში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































