საპარკინგე ადგილების პრობლემა ქობულეთში

568

სხვა ქალაქების მსგავსად, საპარკინგე ადგილების პრობლემაა ქობულეთში. ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ზღვისპირა კურორტზე, თემა აქტუალური განსაკუთრებით, ალბათ, რამდენიმე კვირაში გახდება, როცა ზაფხულის სეზონი თავის ფაზაში შევა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მოქალაქეები დამატებითი საპარკინგე სივრცეების საჭიროებაზე საუბრობენ, რადგან ხშირად ავტომობილებს ქვეითებისთვის განკუთვნილ ადგილებში ნახავთ გაჩერებულს.

ქალაქიდან ავტომობილების ნაკადის განტვირთვის მიზნით, შეგხვდებათ ფიჭვნარში, ქალაქის შესასვლელსა და ცენტრალურ პარკთან მოწყობილ საპარკინგე ტერიტორიებს, რომლებიც იჯარით ზაფხულობით გაიცემა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მერიას უკვე აქვს გეგმა, რომელიც სავარაუდოდ ჯერ კიდევ შარშანაც უნდა გაკეთებულიყო