ხელვაჩაური, სადაც წლებია ათეულობით მილიონი საბიუჯეტო თანხები იხარჯება, მოსახლეობას კი წყალი ისევ არ აქვს. ადგილობრივები, მარტივი ლოგიკით ასკვნიან, რომ ამის მიზეზი, საინჟინრო დარღვევებია, რასაც არც ხელისუფლებაში უარყოფენ. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები მშენებელი კომპანიისგან, მაინც ჩაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ამ ურთიერთობებში კორუფციის რისკებს ხედავენ ოპოზიციაში. ბრალდებებზე მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ისინი კომპანიებთან გარიგებებში არ შედიან...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონისთვის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის დამატებით სამუშოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობას, წყლის ჩამკეტ–მარეგულირებელი მოწყობილობების შეცვლას ითვალისწინებს, რაც შიდა გამანაწილებელი ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რამდენიმე დღეში ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემის...
გარდაბნის მერის მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად რევაზ ეგაძემ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. მისივე ცნობით, ის მერის მოადგილის თანამდებობიდან 2020 წლის 2 ივლისს გათავისუფლდა. როგორც რევაზ ეგაძე TV4-თან აცხადებს, მან დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თუმცა, გარდაბნის მერის მოადგილე არ ასახელებს მიზეზს, რის გამოც აღნიშნული გადაწყეტილება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს რევაზ ეგაძე საქმიანობას. ცნობისთვის, რევაზ ეგაძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის...
შუახევში, კურორტი გომარდული ერთ-ერთმა უკრაინულმა კომპანიამ ხუთწლიანი იჯარით აიღო - ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს სააქციო საზოგადოება ''გომარდულის'' დირექტორმა დაუდასტურა. ჯემალ დარჩიძემ გვითხრა, რომ ხელშეკრულება, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაფორმდა. კომპანიის წარმომადგენლები უკვე ადგილზე არიან და ტურისტების მოზიდვის მიმართულებით მუშაობენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  კურორტი გომარდული წლების განმავლობაში დაყადაღებული იყო. ჯემალ დარჩიძე ამბობს, რომ აღნიშნულმა ინვესტორმა ვალის  გადახდის ვალდებულება აიღო, გაიწერა გეგმაც. მისი თქმით, საუბარი...
წინა სტატია ზუგდიდის საკრებულომ უსახელო ქუჩას და ამ ქუჩის I ჩიხს, რომლის სათავედ განისაზღვრა ილია ვეკუას ქუჩის გადაკვეთა და ქუჩა გაგრძელდა სლავა მეტრეველის ქუჩის მიმართულებით, მიანიჭა ალექსანდრე ჩიქავას სახელი. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  ალექსანდრე ჩიქავა დაიბადა 1882 წელს, ზუგდიდის სოფელ შამგონაში. მუშაობდა მასწავლებლად. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სამეგრელოს კომიტეტის...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში 140 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებელობა ბოლო ფაზაშია და ახალი სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში. მშენებლობის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელ ლაშა გოგიაშვილთან ერთად გაეცნო. სკოლის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება - გათბობის სისტემით, სააქტო დარბაზით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით. სკოლა იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მოეწყობა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. მიმდინარეობს არსებული უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას და წითელი ნუსხის სახეობის მცენარეების გაშენება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხეების უკანონო ჭრისა და ბრაკონიერობისაგან დაცვის მიზნით, დაიწყო კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიის 150 ჰა-ის შემოღობვის სამუშაოები. „ველური ბუნების სააგენტოს მიერ დაპროექტებული კრწანისის ტყეპარკში, მდინარე მტკვარზე, სარწყავი წყლის სატუმბი...
ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს ეწვევა. ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, პირველი შეხვედრა დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით. „ხსენებული რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე...
წინა სტატია მემორანდუმის გაფორმება სისულელე და მორიგი არასერიოზული განცხადებაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი განცხადებებით „ქართული ოცნების" ლიდერები „დასაცინი ხდებიან." „კოდექსში კვლავ დარჩა მოსყიდვის, ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობები, „შავი ფული“. რაც შეეხება ე.წ. 25 - მეტრიან რადიუსს, ეს არის ცინიკური ჩანაწერი, სადაც არის ნორმა, რომ...
ქუთაისში, ყოფილი სამხედრო ყაზარმის შენობა იყიდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მერია 1 873 550 ლარად ყიდის. საუკუნოვანი ნაგებობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში დგას, 30 წელზე მეტია მიტოვებულია. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. ამორტიზებული შენობა წლებია წამალდამოკიდებული ადამიანების თავშეყრისა და პროსტიტუციის ადგილია. ანტისანიტარიაა შენობაშიც და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ქუთაისის მერია ობიექტის გასხვისებას დიდი ხანია ცდილობს, თუმცა, "კოლიზეუმის" სახელით ცნობილი ყოფილი სამხედრო ყაზარმის შენობა ინვესტორებისთვის...
ქედაში სოფელ პირველი მაისის, ახოსა და დაბა ახოს მინისტადიონებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. თანამდეროვე სტანდარტებით კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, დაიგო ხელოვნური საფარი. ეკონომიკების ხარჯზე ასევე ტენდერი გამოცხადდა დაბა ქედის სტადიონის რეაბილიტაციისთვისაც. ჯამში სპორტული მოედნების მოწყობისთვის წელს 300 ათასი ლარი დაიხარჯება.
ზესტაფონში, სტაროსელსკის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, პროექტის მიხედვით, ცენტრალურ ქუჩაზე არსებული სარკინიგზო გვირაბის ფასადის მოწესრიგებაც იგეგმება. სტაროსელსკის ქუჩის რეაბილიტაციას რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირზე ასფალტის საფარი მოეწყობა. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კეთილმოწყობაზე 358 999 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სატენდერო ვალდებულებით შპს “Ceorgia build” ახორციელებს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით ქუთაისში, რამაზ შენგელია სტადიონის რეაბილიტაციაზე პირობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან მიიღეს. მისივე თქმით, ფედერაცია სტადიონზე მინდვრის საფარი მოაწესრიგა, სტადიონის სრულ რეაბილიტაციას კი ფედერაცია ვერ შეძლებს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. "ქუთაისის კლუბი და ზოგადად ქალაქი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.ჩვენ შარშან დავპირდით და გავაკეთეთ მოედნის საფარი. აბსოლუტურად მაღალი დონის საფარი გავაკეთეთ თავისი სადრენაჟე სისტემით. რაც...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. დევნილები სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს მიიღებენ. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეუძლიათ. სააგენტო შესაბამის ტექნიკას, დანადგარებსა და ხელსაწყოებს, ჯამში, 200 იძულებით გადაადგილებულ პირს...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უსახელო ქუჩებს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების სახელები დაარქვა. ამის შესახებ ლაივრესი წერს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქ. ზუგდიდის უსახელო ქუჩა, რომლის სათავედ განისაზღვრა ქ. ზუგდიდის თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთა და ქუჩა გაგრძელდა სოფ. ინგირის მიმართულებით, ეწოდა მარო მაყაშვილის სახელი. მარო მაყაშვილი 1921 წლის 19 თებერვალს, 19 წლის იყო, როცა და თბილისის მისადგომებთან, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა. ასევე ქუჩა,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ სოფლის სკოლაში საპირფარეშოების მოწყობისათვის ორი ტენდერი გამოაცხადა. პირველი ტენდერის მიხედვით, მერია სოფელ შაუმიანის N3 და აღმამედლოს საჯარო სკოლებში საპირფარეშოს მოწყობას 74 604 ლარად აპირებს. იგივე თანხა დაიხარჯება მეორე ტენდერისათვისაც რომლის მიხედვითაც საპირფარეშოები სოფელ ბურმასა და თაზაქენდის საჯარო სკოლებში მოეწყობა. მერიამ ოთხი სკოლის საპირფარეშოების მოწყობისათვის ჯამში 145 208 ლარის ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაცია ორივე ტენდერში თითქმის იდენტურია. მარნეულის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ