თბილისის მერია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობებსა და ღია სივრცეებს კლუბებსა და რესტორნებს უსასყიდლოდ დაუთმობს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავარობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადა. როგორც ის ამბობს, შეთავაზება ეხება იმ რესტორნებსა და კლუბებს, რომლებიც პანდემიამ დააზარალა და რომლებიც თავიანთ საქმიანობას ვერ ახორციელებენ. "არის რესტორნები, კლუბები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ სხვადასხვა მიმართულებით. მინდა მათ ერთი შეთავაზება გავუკეთო, ჩვენ, მუნიციპალიტეტს გაგვაჩნია...
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სკვერების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. გლდანის ხევში სამი ახალი სკვერი იქნება, მათ შორის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. პროექტის შედეგად, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 74 290 ლარი დაიხარჯა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, მწითურების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 277 190 ლარია სამასი მეტრი სიგრძის ამორტიზებულ გზას ახალი ბეტონის საფარი ჩაანაცვლებს. „ახალი გზა ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს. გარდა ქუჩის ცენტრალური ნაწილისა პროექტის ფარგლებში ბეტონი დაიგო მწითურების ქუჩის სამ ჩიხშიც. სამუშაოების დასრულება მიმდინარე თვის ბოლომდე იგეგმება,განხორციელებული სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა...
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. „სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკინგის სისტემის პროექტის შემდგომი ეტაპი საბურთალოში განხორციელდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, პროექტი პეკინის გამზირზე იმოქმედებს. ამ მიზნით, 10 აგვისტოს, ათ სხვადასხვა ლოკაციაზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს რეგისტრაციაში დაეხმარება, იმისთვის, რომ მათ მფლობელობაში არსებული ავტომანქანები უფასოდ დააპარკინგონ. „ადგილობრივი მოსახლეობისთვის კონკრეტული საპარკინგე ადგილები იქნება უფასო. ისინი არაფერს გადაიხდიან. რაც შეეხება სხვა რაიონებიდან შემოსულ ადამიანებს, მათთვის იქნება ფასიანი, როგორც წინა შემთხვევებში...
ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის (ე.წ. კიკვიძის პარკის) რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აწარმოა. პარკის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა მოსახლეობას განახლებული პარკის გახსნა მიულოცა. მისი განცხადებით, პარკში შესაბამისი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის მოეწყო. „ნამდვილად უბედნიერესი ადამიანი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი, როგორც რიგითი მოქალაქე,...
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მომართვის ვადა 14 ივლისს ამოეწურათ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციაში 68 პარტიამ წარმოადგინა, აქედან განხილვაშია 53, 14-მა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ხოლო ერთს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ...
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” თერჯოლაში, ჯაბიძის ქუჩაზე მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გამრიცხველიანების სამუშაოებს იწყებს. კომპანიის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებთან შესახვედრად წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია ჩავიდა. მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და მიმდინარე თვის ბოლოს დაასრულებს. ჯაბაძის ქუჩის მცხოვრებლებს ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა არასდროს ჰქონიათ და დღემდე, ეზოებში მოწყობილი ჭებით სარგებლობენ. „აღნიშნული ქუჩის მოსახლეობას უკვე ათეული წლებია აქვს...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. "მოგესალმებით მეგობრებო, ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას.ვიტყვი,რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები.ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე, იყო რთული დღეებიც და იყო ძალიან...
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე შეეძლება. ცნობისთვის, საკარანტინო ღონისძიებებში, მოიაზრება ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი...
პირები, რომლებიც პარკირების წესების დარღვევაზე „სიტი პარკის“ მიერ დაჯარიმდნენ, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან. პარლამენტმა მესამე მოსმენით „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის მიზანია ერთჯერადი ხასიათის განსაკუთრებული ღონისძიების გატარება, რაც გულისხმობს იმ პირების ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლებას, რომელთაც დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმები 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ. „უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, არაერთი მიმდინარე საქმე არის...
„შაუმიანის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის საკითხის გადაწყვეტა, დღის წესრიგში ისევ დგას,“ - ეს განცხადბა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოდგლემ ლაშა ლობჯანიძემ გააკეთა და თქვა, რომ გუშინ, 13 ივლისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სოფელ შაუმიანში არსებული ბიბლიოთეკისა და მელიქ-ფაშაევის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტზე არდასწრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მერია პროექტს მხარს არ უჭერს. განმარტავს, რომ, მერიის წარმომადგენლები შეხვედრას გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაესწრნენ. „სამწუხაროდ,...
წინა სტატია შემდეგი სტატია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგის (ჯამდელიანი) ბრალდებას ეხმიანება. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მეუფე გიორგის ექმნება შთაბეჭდილება, რომ ის კანონს არღვევს სასამართლოში ჩივილი შეუძლია. „მიუხედავად იმისა, რომ მეუფეს მიმართ კარგი განწყობა მაქვს და პატივს ვცემ, თუ მას აქვს ეგეთი შთაბეჭდილება, რომ მე კანონს ვარღვევ ამისათვის არსებობს სასამართლო...
გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციამ გარემოვაჭრეებს გასაყიდად გამოტანილი საქონელი აალაგებინა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. აღნიშნულ ქუჩაზე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აკრძალული აქვთ. სამართალდამცავებმა მოვაჭრეებს ტერიტორია რამდენჯერმე დაატოვებინეს, თუმცა მოვაჭრეების ნაწილი საქმიანობას პერიოდულად ისევ აგრძელებდა. ინფორმაციისთვის, გორში გარევაჭრობა 2018 წლიდან აიკრძალა. გორის მერიაში ამბობენ, რომ გარევაჭრობის შედეგად მახინჯდება ქალაქის იერსახე და გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ ფეხით მოსიარულეებსაც.
რუსთავში საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ „ქართული ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიების პარალელურად, მოძრაობა „გავიგუდეს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. საპროტესტო აქცია მდუმარე იყო. აქტივისტები ქალაქში საწარმოების მხრიდან ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებენ.
გურჯაანში შუქნიშნები სრული დატვირთვით ერთ კვირაში ჩაირთვება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ამ ეტაპზე კოსტავას კვეთაზე შუქნიშანი სატესტო რეჟიმში მუშაობს და ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომანქანების მოძრაობას არეგულირებს. კვირის ბოლომდე შუქნიშნებთან დაიხაზება გზის მონაკვეთები, რომელიც მძღოლებს მოძრაობის მიმართულებას აჩვენებს. სამუშაოებს შ.პ.ს გზაჯვარედინი ასრულებს.  

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ