გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციამ გარემოვაჭრეებს გასაყიდად გამოტანილი საქონელი აალაგებინა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღნიშნულ ქუჩაზე გარემოვაჭრეებს საქმიანობა აკრძალული აქვთ. სამართალდამცავებმა მოვაჭრეებს ტერიტორია რამდენჯერმე დაატოვებინეს, თუმცა მოვაჭრეების ნაწილი საქმიანობას პერიოდულად ისევ აგრძელებდა.
ინფორმაციისთვის, გორში გარევაჭრობა 2018 წლიდან აიკრძალა. გორის მერიაში ამბობენ, რომ გარევაჭრობის შედეგად მახინჯდება ქალაქის იერსახე და გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ ფეხით მოსიარულეებსაც.