ვაკის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა უბანში გამწვანებული სივრცე 14 მისამართზე მოაწყო. გამგეობის ინფორმაციით, ექვსი სკვერის კეთილმოწყობა უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი, პროცესი მიმდინარეობს. მათივე ცნობით, პროექტები ადგილობრივების თხოვნების საფუძველზე, მათი უშუალო ჩართულობით განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, სხვადასხვა მისამართზე მოეწყო დასასვენებელი ზონები ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, საბავშვო-გასართობი მოედნები კომპლექსური ატრაქციონებით, გადახურული პავილიონები. სკვერებში დამონტაჟდა განსხვავებული ტიპის სკამები და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყო განათებისა და სარწყავი...
ჩუღურეთის რაიონში, თოიძის ქუჩა N14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს, მწვავედ ავარიულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი და წერტილოვანი საძირკველი. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, არსებული საფრთხე მოიხსნება და ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. გამაგრების სამუშაოებისთვის, ჩუღურეთის რაიონის...
video
ქობულეთში, სოფელ დაგვაში მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ე.წ. ღელეს დასახლების მაცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვენ. როგორც ამბობენ, კლდიდან ქვებიც ცვივა, რაც ოჯახებს საფრთხეს უქმნის. პრობლემას კარგად იცნობენ ქობულეთის მერიაში. უწყებაში განმარტეს, რომ ადგილობრივთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მუშაობენ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. სოფელ დაგვაში, ორ კილომეტრიან გზის მონაკვეთზე, ბეტონის საფარი მხოლოდ ნაწილზეა დაგებული, გზის მეორე ნახევარი კი ძველებურად მოუწესრიგებელია. ავარიული გზის გამო განსაკუთრებით ჭირს...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარის, კაპანახჩის და ალგეთის ტერიტორიულ ერთეულებში სასმელი წყლის სისტემას აწყობენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. ახალი ხაზის გაყვანის შემდეგ სოფელ ალგეთში, თაზაქენდში, ჰაჯისქენდში, ქუთლიარში, ამბაროვკაში, ალგეთის ღვინის მეურნეობასა და ქეშალოში სასმელი წყალი გავა. სამუშაოების შესრულებისათვის ტენდერი იანვარში გამოცხადდა, სამუშაოები მარტში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო პროექტის განხორციელება მაისში დაიწყო. მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ...
წინა სტატია ერთ წელიწადში დასრულდება ხიდისთავი-ატენს შორის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები კომპანია "ენსაისმა" დაიწყო. პროექტის ფარგლებში 11,9 მლნ ლარი იხარჯება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების (მილების, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების) შეკეთება და ახლების მოწყობა, ცალკეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, მიერთებების და ეზოში შესასვლელების ახლიდან მოწყობა, ავტოპავილიონების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის...
მაჭახლის ხეობაში ელექტრო ღობეების მონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, პროგრამით სოფელ ჩხუტუნეთში 42 ოჯახი ისარგებლებს და 22 ჰექტარის ფართობი შემოიღობება. პროექტისთვის 75 ათასი ლარი დაიხარჯა. პროგრამის მიზანი გარეული ცხოველებისგან ნარგავების დაცვაა. პროგრამისათვის მერიის ინფორმაციით, გზის განაპირას მცხოვრები ოჯახები შეარჩიეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ შარაშიძის ქუჩაზე აღებული წყლის შვიდი სინჯიდან, მცირედი დარღვევა მხოლოდ ერთში დაფიქსირდა. საუბარია ბაქტერიების გარკვეული სახეობების მატებაზე. ​​მანუჩარ აბაშიძის თქმით, ყველა პასუხი შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მისივე განმარტებით, სინჯები აიღეს წყლის სათაო ნაგებობებიდანაც და პასუხი დამაკმაყოფილებელია. ''17 ივლისს, ცხელ ხაზზე, ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოდან შემოვიდა შეტყობინება, რომ შარაშიძის ქუჩაზე მოხდა  წყლისმიერი ჯგუფური ინტოქსიკაცია. სპეციალისტები მითითებულ ლოკაციაზე მივიდნენ. ინტოქსიკაციის შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს...
ანტიკრიზისული გეგმის პროგრამების დაწყებიდან დღემდე 30 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა, ჯამურმა ფართობმა 10,000 ჰა-ზე მეტი შეადგინა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, მიწის რეგისტრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. რეგისტრაცია გახდა აუცილებელი პირობა სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობისთვის. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის კუთხით და ეს პროცესი, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს. მათივე ცნობით,...
ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდება. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 56 000 ჰა ფართობზე საველე სამუშაოებში 26 ახალგაზრდა მეტყევეა დასაქმებული. მეტყევე-ტაქსატორებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოამზადა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი. სპეციალისტების მიერ გადამზადდა 26  ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ. „სატყეო სექტორში ერთ-ერთ...
''ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის'' წევრები ბათუმის სასპორტო სკოლის გაყიდვას აპროტესტებენ. გიორგი კირთაძის განცხადებით, „ბასკოს“ შენობის დემონტაჟი იგეგმება, სადაც წლების განმავლობაში ათასობით ბავშვი ვარჯიშობდა. მისივე განმარტებით, ტერიტორიაზე ორბი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლა ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ორბი ჯგუფი ბათუმია“, რომელიც ამ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის. „ორბს“ უფლება აქვს, სასპორტო სკოლის შენობა აჭარის...
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ორგანიზებით, ქუთაისთან დამეგობრებულ-პარტნიორ ქალაქებთან ონლაინ კონფერენცია „COVID-19 საუკეთესო პრაქტიკა პარტნიორ ქალაქებში და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება“ გაიმართა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა პარტნიორმა ქალაქებმა- სომბათჰეიმ, სუმიმ, კაუნასმა, პოზნანმა, უნგენმა, ტარტუმ, იაშიმ, დნეპრომ, ხარკოვმა, ვალკამ და ვალგამ მიიღეს. ქუთაისის მერია კონფერენციაზე მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პეტრე ადამაძემ და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ წარადგინეს. კონფერენციის...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურბანული მობილობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამწლიანი თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კარლ ფ. ტესტენსენმა მოაწერეს. მაია ბითაძის განცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული სამწლიანი პროგრამა თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია...
აჭარაში განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები გრძელდება. ამჟამად, ისინი პრაქტიკულ მეცადინეობას კოვიდ სტანდარტების გათვალისწინებით სასტუმრო ნომრების, სივრცეების დასუფთავება-მოწესრიგების, ასევე სხვადასხვა ტიპის ქსოვილების, ზედაპირების რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკის შესახებ გადიან. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ორკვირიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა სტუმრების უსაფრთხოების, ჰიგიენის დაცვისა და პანდემიის პირობებში სასტუმროში დასუფთავების...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აბარსა და ჟოშხაში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან და მერის პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან ერთად გაეცნო. არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება. „მიმდინარეობს სოფელ აბარის წყლის რეაბილიტაცია, რომლის შემსრულებელი შპს...
„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის, მიმდებარე ფერდობებისა და გამწვანებული ტერიტორიების დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები ზღვის მიმდებარე ტერიტორიას საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდენ. დასუფთავების აქციაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 80 თანამშრომელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც. აქცია ერთი კვირის განმავლობაში, ტერიტორიის სრულ დასუფთავებამდე გაგრძელდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი...
წინა სტატია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრებად 5 წლის ვადით ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა და ნოდარ მელაძე აირჩიეს. აჭარის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა. წარდგენილ კანდიდატებს დეპუტატების სრულის შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდათ. უმაღლესი საარჩევნო კომიისიის სამ ვაკანტურ პოზიციაზე 6 კანდიდატი იყო წარდგენილი. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეარჩია.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ