„იმედინიუსის“ ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აბასთუმანში წელს ზაფხულში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი ფაქტორი არ ყოფილა და ის ხელოვნურად იყო გაჩენილი. „საქმეში არსებული მონაცემების შესწავლის, შემთხვევის ადგილის გამოკვლევისა და ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანში ხანძრის გაჩენის მიზეზია გარეშე, ღია ცეცხლის წყაროს (ანთებული ასანთის, სანთებელას ან აალებული საგნის ალი) კონტაქტი წვად მასალასთან. გამოძიება გრძელდება ამ მიმართულებით”...
მარნეულში იმირის „გადაჭრილი გორის“ გადახურვის სამუშაოები 2020 წელს არ დაიწყება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 2020 წლის მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მარნეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში იმირის „გადაჭრილი გორის“ გადახურვის სამუშაოებისათვის 750 000 ლარი იყო გათვალისწინებული. დღეს, 30 ივლისს, ვუგარ მამედოვმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ ბიუჯეტის შედგენისას მერიაში ჯერ კიდევ არ იყო წარდგენილი „გადაჭრილი გორის“...
„გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩის“ საპარლამენტო სიის პირველი 10 პოლიტიკოსი წარმოადგინა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „გირჩის“ პარტიული სიის ათულის შერჩევისას მონაწილეობა მიიღო 5 ათასზე მეტმა ადამიანმა. „ჩემი აზრით, თუ ჩვენ ამ სიით შევალთ პარლამენტში, „გირჩს“ ეყოლება საუკეთესო წარმომადგენლები სხვა პარტიებთნ შედარებით, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. მე შემიძლია ამის გარანტია მოგცეთ“,-განცხადა ჯაფარიძემ. „გირჩის“ პარტიული სიის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; ჰერმან საბო; იაგო...
თბილისის მერიამ ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის, სახელწოდებით – „თბილისი ჩვენი სახლია“ ფარგლებში, ფოტოისტორიები იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთი პირველი ფოტოისტორია თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლისა და მის მცხოვრების, 82 წლის ირინა გინზბურგის შესახებ მოგვითხობს. „ეს მთაწმინდაა, ყველაზე თბილისური ქუჩებისა და სახლების ადგილი, რომელიც ძალიან ბევრ ნამდვილ თუ ლეგენდად შემორჩენილ ამბავს ინახავს – ზოგს მუდმივად სამზეურზე გამოფენს, ზოგს ივიწყებს, ზოგს კი დამალავს და სხვა ეპოქაში გააცოცხლებს. ჩვენი...
რუსთავში 9 ადგილზე საბავშვო კუთხეები მოეწყობა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. ქალაქის მერიამ სხვადასხვა ატრაქციონებისა და თუ საბავშვო გასართობი კონსტრუქციების გასაკეთებლად ორი ტენდერი გამოაცხადა. საბავშვო კუთხეების მოწყობა იგეგმება შემდეგ ქუჩებზე: მე-16 მკ N3, მე-17 მკრ N12, მე-19 მკრ N5, კოსტავას N19, მეგობრობის N20, მე-15 მკრ N10, მე-18 მკრ N12ბ, მე-20 მკრ N1 და გარეჯის N1. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, 9-ვე ადგილზე მოაწყოს სასრიალო...
რუსთავში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. წალკის მოსახლეობა გასხვისებული მიწების უკან დაბრუნებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჰექტრობით სასოფლო-სამეურნეო მიწებია გასხვისებული, რომელიც მოსახლეობას დროულად უნდა დაუბრუნდეს. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ცოტახანში აქციის მონაწილეები რუსთავიდან თბილისში, პროკურატურის შენობის წინ გადაინაცვლებენ და აქციას იქ გამართავენ. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას მიწები არ დაუბრუნდება, ისინი პერმანენტული...
წინა სტასტია სამოქალაქო აქტივისტმა და მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელმა  თენგიზ ჯგუშიამ დღეს მერიასთან განცხადება გააკეთა, რომ ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში მისი და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ შეწყდა, როგორც თავად ირწმუნება უნებართვოდ დაწყებული ბეტონის ქარხნის მშენებლობა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. თენგიზ ჯგუშიას განმარტებით, მჭიდროდ დასახლებულ უბანში უნებართვოდ და ყველა სანიტარული ნორმის დარღვეით შენდებოდა ცემენტის ქარხანა. აქტივისტის სიტყვებითვე, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ტელეფონით შეატყობინა, რომ დღეს,...
"უწყლობის გამო ცუდი სიზმრები ამიხდა'', ''დაგვესივნენ ტილები'', ''წყალი არ იყო სულიკო, ვერ ვნახე დაკარგულიყო'', ''ჩვენი წყალი გადმოგსხმოდეთ," - მსგავსი შინაარსის ბანერებით მივიდნენ ქობულეთის მერიასთან ბუკნარის, მუხაესტატესა და ხუცუბნის მცხოვრებლები. ისინი სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში სასმელი წყალი გრაფიკით ან დაბალი ნაკადით მიეწოდებათ, არის შემთხვევები, როდესაც წყალი რამდენიმე დღის განმავლობაში გათიშულია. აქციის მონაწილეები ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან...
წინა სტატია ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება ხელვაჩაურის საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო, საკითხის ინიციატორი "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ. ამ გადაწყვეტილების მიღებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ მმართველი გუნდი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულეს. როგორც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე განმარტავს, ვაჟა თავდგირიძეს მძიმე სენი აქვს და სხდომებს ამიტომ არ ესწრებოდა, რისი დოკუმენტაციაც...
წინა სტატია პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოფნა ლოგიკურია. ამასთან, გახარია აღნიშნავს, რომ არ იცის, იქნება თუ არა ბახტაძე პროპორციულ სიაში. „წარმოდგენა არ მაქვს. მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი, რომელიც ლოგიკურია, რომ სიაში იყოს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.
2020-ის ოქტომბერი იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა იმისათვის, რომ „ქართული ოცნება" რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ქვეყნის მმართველობას,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ამერიკის ექვსი კონგრესმენის წერილის კომენტირებისას განაცხადა. „დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი, ებრძოდა და ებრძვის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რაც დაადასტურეს არაერთი გზავნილით ჩვენმა პარტიორებმა, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ჩვენმა სხვა დასავლელმა პარტნიორებმა. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც რუსმა ოლიგარქმა...
ავტორი: ანი გუგეშაშვილი "თელავი - სამაგიდო თამაშების ქალაქი" - ამ იდეის გარშემო თელავაში უკვე არაერთი ახალგარზდა გაერთიანდა. რამდენიმე ადამიანით დაწყებულმა თამაშებმა, რომელიც ყოფილ ავტოფარეხში ეწყობოდა, მცირე დროში ყოველთვიური ტურნირის სახე მიიღო, ერთმანეთისთვის უცხო, მაგრამ გვერდიგვერდ მცხოვრები თელაველები კი ერთმანეთს გააცნო და დააკავშირა. თამაშით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი კი იმდენად გაიზარდა, რომ ახლა ახალგაზრდები სამაგიდო თამაშების კლუბისთვის სხვა, ალტერნატიულ, გაცილებით დიდ ფართს...
„ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა სოფელ შავსაყდრისა და წინწყაროს მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა. „შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის...
წინა სტატია ხელვაჩაურის მერიის ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტს ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები უწყებაში იმყოფებოდნენ და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დოკუმენტაციები წაიღეს. ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა ბრალდებით დააკავეს თანამშრომლები. „ოფიციალური ცნობა არ მოსულა, არცერთი ორგანოდან. პრესაში ვნახეთ, რომ ორი თანამშრომელის დაკავება მოხდა. მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოდან და დოკუმენტაცია წაიღეს, რომელიც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით იყო“, - განაცხადა მან. საქართველოს პროკურატურამ...
"საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16.5%-ით შემცირდა. კერძოდ, იანვარ-ივნისში 4169 ნებართვა გაიცა 2576,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26,8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი „აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და...
პოლიტიკურმა პლატფორმამ “სტრატეგია აღმაშენებელი” საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. პრეზენტაციისას ვაშაძემ საზოგადოებას პლატფორმის 5 მთავარი დაპირება გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათი გეგმაზომიერად შესრულების პირობა დადო. დღესვე წარადგინეს პოლიტიკური გაერთიანების რამდენიმე სახეც. გიორგი ვაშაძის განცხადებით, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ეს არის წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საქართველოს განვითარების გეგმა”, რომელიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ