პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოფნა ლოგიკურია.
ამასთან, გახარია აღნიშნავს, რომ არ იცის, იქნება თუ არა ბახტაძე პროპორციულ სიაში.
„წარმოდგენა არ მაქვს. მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი, რომელიც ლოგიკურია, რომ სიაში იყოს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.