კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას გაერო-ს განვითარების პროგრამა დააფინანსებს. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მოაწერეს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, შვეიცარიის საელჩოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
გაიმართა ტურისტული პროექტის „საინფორმაციო ცენტრი ბორბლებზე“ პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნეს პროექტების „ჩაის...
წინა სტატია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის პოსტზე ნინო ნიჟარაძე დანიშნა. თორნიკე რიჟვაძემ ნინო ნიჟარაძე გამორჩეულ პროფესიონალად და ეპიდემიოლოგად დაახასიათა.
მისი თქმით, ნინო ნიჟარაძემ, რომელსაც მანამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.
თავის მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზაალ მიქელაძე წარმატების შეძლებს, გახდეს ქობულეთის მაჟორიტარი.
ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის...
ქართული მაწვნის მომზადებისა და მოხმარების ტრადიციას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საუბარია ბრძანებაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა ხელი.
მან ბრძანებას ხელი 22 ივლისს მოაწერა და დოკუმენტი 30 ივლისს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. იგივე მონაცემები იურიდიულმა სამსახურმა განათლების სამინისტროს ვებგვერდზე...
ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 5 ახალი ავტომობილი გადასცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ქუთაისის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესტუმრა. მინისტრმა თანამშრომლებს ახალი ავტომობილების გადაცემა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად მიულოცა. მისი თქმით, ახალი ავტომობილები სრულად შეესაბამება...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმერეთში, სოფლებს: შიმშილაქედსა და ახალ სვირს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. ნათია თურნავა პირადად გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ შალამბერიძე, „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორის მოადგილეები, ანტონ სამსონიძე და გიორგი გაგუა,...
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საქართველოში საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით, 170 მლნ ევროს ოდენობით სესხისა და 28,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.
როგორც უწყებაში განმარტავენ,...
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, გრძელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში, კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს, 20:00 საათზე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებულ პარკში, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, ორი ღია კონცერტი ჩატარდება. მასში სხვადასხვა თაობისა და მიმართულების შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, 1 აგვისტოს, 19:00 საათზე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში,...
წინა სტატია
საქართველოს ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საარბიტრაჟო პროცესმა, შესაძლოა, ახალი ინვესტორის მოძიების პროცესი შეაყოვნოს. მან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მთავარი უცხოელი ინვესტორის საარბიტრაჟო სარჩელი შეაფასა, რომლებიც საქართველოსგან 1 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვენ.
„სამწუხაროა, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება არბიტრაჟში დავასთან დაკავშირებით, რადგან არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ საარბიტრაჟო პროცესმა შესაძლოა შეაყოვნოს ახალი ინვესტორის მოძიების პროცესი. რაც შეეხება დანარჩენ...
წინა სტატია
ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის კაბინეტში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძემ წუხელ ხულოს კლინიკას მიმართა. როგორც კლინიკის მენეჯერმა რუსლან აბულაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თამაზ აბაშიძეს დაზიანება თვალის არეში ჰქონდა მიყენებული. მისივე თქმით, სამედიცინო მომსახურების შემდეგ თამაზ აბაშიძემ კლინიკა მალევე დატოვა.
"წუხლ ღამით თამაზ აბაშიძე კლინიკაში მოვიდა, მას მორიგე ექიმმა ჭრილობები დაუმუშავა. დაზიანება თვალბუდის არეში ჰქონდა მიყენებული. მალევე...
სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 510 000 ლარი გრანტია, ხოლო 500 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.
სამაცივრე მეურნეობაში 800-მდე ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
ახალ საწარმოში სოფლისა და სოფლის...
ზაალ მიქელაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. შესაბამისი განცხადებით ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, დღესვე, სამინისტროს მუშაობის ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ მიმართავს.
ზაალ მიქელაძე პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია ქობულეთში და როგორც თავად ამბობს, თანამდებობას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე იმიტომ ტოვებს, რომ მისი პოსტი პოლიტიკური სპეკულირების საბაბი არ გახდეს.
მინისტრის ოთხწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დღეს თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა...
შემდეგი სტატია
ხულოს მერიის შენობაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესა და ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ აბაშიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხულოს ორგანიზაციის წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ინცინდენტის დროს თამაზ აბაშიძე მძიმედ დაშავდა და იგი კლინიკაშია გადაყვანილი.
მისივე თქმით, დაპირისპირების მიზეზი, ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარად წარდგენა დასახელდა.
"დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში ალპური ბოტანიკური ბაღი...
წინა სტატია
„გირჩის“ ლიდერის თქმით, ის გიორგი ვაშაძის კანდიდატურას საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე მხარს არ დაუჭერს. ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თანამდებობების გადანაწილების შესახებ „გირჩი“ პოზიციას გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ჩამოაყალიბებს.
„არავის ექნება „გირჩის“ მხარდაჭერა - არც პატარა ვაშაძეს, არც დიდ ვაშაძეს და არავის ზოგადად. იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მინისტრი ან პრემიერმინისტრი და ა.შ., ამაზე „გირჩი“ პოზიციას ჩამოაყალიბებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც...
„მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში თქვენთან ერთად, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატი. ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია, ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში და არავის არ უნდა უწევდეს სარჩოს ძებნა ნაგავსაყრელზე“, - ამ სიტყვებით მიმართა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილებს.
„ჩემი არჩევის შემთხვევაში, ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვარაუდით, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება ხუთ დასახლებასთან საავტომობილო კავშირის აღდგენას, - ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა რაჭაში, სტიქიისგან დაზარალებული ზონის მონახულებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მანამდე კი მუშაობა გაგრძელდება ყველგან, სადაც შიდა საუბნო გზებისა და წყალგაყვანილობის სიტემების რეაბილიტაციაა საჭირო.
"გვრჩება რამდენიმე სოფელი: დიდი და პატარა ღები, შოვი, გლოლა და ჭიორა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ არც მატერიალური რესურსის პრობლემა გვაქვს,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. მინისტრის შეფასებით, კონსორციუმი საკითხის პოლიტიზირებას და მთავრობისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელის შეშლას ცდილობს.
მისივე განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებების შესრულებას „თავი ვერ მოაბა“.
„კონსორციუთან ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა, ახლა 2020 წელია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































