ქართული მაწვნის მომზადებისა და მოხმარების ტრადიციას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საუბარია ბრძანებაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა ხელი.
მან ბრძანებას ხელი 22 ივლისს მოაწერა და დოკუმენტი 30 ივლისს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. იგივე მონაცემები იურიდიულმა სამსახურმა განათლების სამინისტროს ვებგვერდზე ასახვისთვის შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს.