"არ გინდოდათ ელისაშვილი მერად და იარეთ ბატონო ვაკეში კომპასებით", - ასე ეხმურება პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
https://www.facebook.com/AlexanderElisashvili/posts/3470952879603501
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობისთვის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს 2017 წელს იყრიდა.
ჭავჭავაძის გამზირზე 29 ივლისს ღამის 12 საათზე ავტობუსის მძღოლებმა გადაადგილების შესასწავლად პირველი რეპეტიცია გაიარეს. გადაადგილების წესებში გასარკვევად ისინი კიდევ სამი ღამის განმავლობაში ივარჯიშებენ.
ჭავჭავაძეზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა პირველ აგვისტოს...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი მოსახლეობის, თვითმმართველობის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.
„ავტორთა ჯგუფმა, პრეზენტაციის სახით, წარმოადგინა ინფორმაცია უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
დაბა სურამის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ურბანიკა“ მუშაობს.
კონკურსის პირობების შესაბამისად, უნდა მომზადდეს დაბა...
წინა სტატია
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს 1 აგვისტოდან დატოვებენ. აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„1 აგვისტოდან თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი.
ირაკლი ქადაგიშვილი - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); გიორგი ხოჯევანიშვილი - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული (გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);...
წინა სტატია
ბათუმის მცხოვრებლებმა და ქალაქის სტუმრებმა უნდა მიიღონ სრულყოფილი და თანამედროვე მუნიციპალური სერვისები სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„მინდა დავიწყო მოლოცვით, დღევანდელი დღე დიდი დღესასწაულია მუსლიმი მრევლისთვის. ვუსურვებ მათ რწმენის სიმტკიცესა და სიძლიერეს. პატივია წარვდგე თქვენ წინაშე ჩემი ამჟამინდელი პოზიციიდან. დიდი პასუხისმგებლობაა, იყო...
წინა სტატია
ქუთაისის მერია რგფ-დან დამატებით 1 400 000 ლარის მიღებას ელოდება. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
მუნიციპალიტეტი მიღებული თანხით კიდევ 5 ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. ესენია ხორავას, პეტრიწის მეორე შესახვევი, გამსახურდიას ქუჩის მე-16 და 1-ლი ჩიხები და რუას ქუჩის ნაწილი.
ქუთაისმა 5 ქუჩის რეაბილიტაციისათვის რგფ-დან 614 000 ლარი უკვე მიიღო.
ამ დროისთვის ქუთაისის ბიუჯეტი 78 841 100 ლარს შეადგენს.
სტატიის გაგრძელება
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ფონზე, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
სახელმწიფო რწმუნებულის გადადგომას მისი მოადგილე ლევან ცხვედიანი ადასტურებს. რა გახდა ჯაფარიძის წასვლის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
"მე ვარ სტიქიებზე და ასე უცბად გავიგე. ეხლა გავიგე მეც და აზრზე არა ვარ... მე მითხრეს, რომ არჩილ ჯაფარიძემ პოსტი დღეს დატოვა. ახლა ონის სოფლებში დავდივარ და ვერ ვტოვებ ამ...
ზამთრის სეზონისთვის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ შეშა უკვე შეიძინა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მოქმედი 19 საბავშვო ბაღი და ორი სასკოლო მზაობის ჯგუფი შეშით ხარაგაულის სატყეო მეურნეობამ მოამარაგა.
200 კბ/მ შეშაში ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 18 826 ლარი გადაიხადა.
წინა სტატია
ზაალ მიქელაძე, რომელიც ''ქართული ოცნების'' კვოტით ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, თანამდებობიდან გადადგა. ჯანდაცვის მინისტრის რანგში მან დღეს ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მისი მუშაობის პერიოდში ამოქმედდა ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, როგორიცაა, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რომელის დაფინანსება დაიწყო საქართველოსა და უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე დაიწყო ონკოლოგიური პაციენტებისა და გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ასევე...
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგით ძირითადად ეკონომიკური საკითხებია გათვალისწინებული, მათ შორის მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
საკითხის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. ჯაბა ფუტკარაძის თქმით, პანდემიის მიუხედავად მნიშვნელოვანი ზიანი ბიუჯეტს არ მიყენებია, რადგან რესპუბლიკური ბიუჯეტი ძირითადად დამოკიდებულია შემოსავლებზე. მინისტრი ამბობს, რომ ამ კუთხით შესრულება 93%-ია. პირველ ორ კვარტალში ბიუჯეტში 136 მილიონ ლარზე მეტი შევიდა.
''მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა, რაც ახლდა პანდემიას, შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტის...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება. თორნიკე რიჟვაძემ ამის შესახებ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში წარადგინა. ინფორაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში განიხილეს ე.წ ხოფას ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი. მოიჯარეები, პირველ ეტაპზე, საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. ახალი...
ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე ახლადდამონტაჟებულ ავტობუსის მოსაცდელში წვიმა ჩამოდის. ფაქტიურად შიგნით წვიმის დროს დადგომა და თავის შეფარება, შეუძლებელია. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
როგორც ადგილობრივები "გურიის მოამბესთან" ყვებიან, ახლად დამონტაჟებული მოსაცდელი მხოლოდ ბუტაფორიაა. მხოლოდ ორ კაცზეა გათვლილი და წვიმის დროს შიგნით ისე წვიმს, როგორც გარეთ.
"აჩონჩხლეს და დადგეს ამხელა მოსაცდელი, ორი კაცის მეტი ამ სკამზე არ ეტევა, წვიმს გარეთ და აქაც გვაწვიმს...
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ბენაშვილის ქ. N7/14-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრებისა და კარის ღიობების მოჩარჩოება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტების ჩასმა, ბზარების დამუშავება და სპეციალური მასალით შევსება მოხდება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.
მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და...
ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
დღეს საკრებულოს წინაშე პირველად წარსდგა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.
არჩილ ჩიქოვამა ისაუბრა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. მისი მისამართით კითხვები ჰქონდათ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს ლაშა კომახიძის გადადგომასთან დაკავშირებით.
''ერთნიანი ნაციონალურიი მოძრაობა'' დაინტერესდა უქმნის თუ არა მას უხერხულობას ის ფაქტი, რომ საეჭვო ვითარებაში დატოვა პოსტი ლაშა კომახიძემ.
ასევე, მირდატ ქამადაძემ...
ზუგდიდში 25-ე სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ზუგდიდს 5 სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცემა, მათ შორის, ერთი რეანომობილია.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია იმ ადამიანებს შევუქმნათ კომფორტი, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ ზუგდიდის მოსახლეობას ბევრად უფრო ხარისხიანი და სწრაფი მომსახურება ექნება, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად აისახება. ამასთან, წლის ბოლომდე კიდევ...
წინა სტატია
ახალციხის საკრებულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა, ახლა უნდა გადაწყდეს სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, სამსახურში დააბრუნებენ, თუ კომპენსაციას გადაუხდიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, რადგან კონსულტაციებს საჯარო სამსახურის ბიუროსთან გადიან.
საჯარო სამსახურის ბიუროში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ უწყებამ ახალციხის საკრებულოს საჯარო დაწესებულების სისტემაში უკვე მოუძებნა „ტოლფასი თანამდებობა“, საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო მიიღებს.
„საჯარო...
წინა სტატია
ქონების სააგენტო ივანიშვილთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
გამოცემის ცნობით, საჯარო ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ“ სახელმწიფო ქონების სააგენტოდან ორჯერ, 16 ივნისს და 13 ივლისს გამოითხოვა, ორივე წერილი, რომლითაც ივანიშვილის კომპანიის სახელმწიფოსთან გარიგებას უკავშირდებოდა, უწყებამ უპასუხოდ დატოვა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, გარდა იმისა, რომ საჯარო ინფორმაცია კანონის გათვალისწინებულ ვადებში არ გასცა, არც განმარტება გაუკეთებია, თუ რატომ ვერ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































