ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, 10 მეტროსადგურს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფორმაციით, ეს მეტროსადგურებია: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირი“ და „ნაძალადევი“.
„ჩვენ ამ ხნის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან,სადაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ 10 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა...
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე (144) უნდა დარეკონ, რათა დროულად მოხდეს თითოეული მათგანის აღრიცხვა და საკარანტინო ზონაში ორგანიზებულად გადაყვანა.
მისივე თქმით, ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ კარანტინი გაიარონ სვანეთში ან სხვა რეგიონში, ასევე შეუძლიათ დარჩნენ იმ განთავსების ობიექტში, სადაც იმყოფებოდნენ მანამდე, სანამ დატოვებენ სვანეთს და გაივლიან კარანტინს.
„მოქალაქეების საკარანტინო ზონაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს...
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, უმუშევრობისგან, სიღარიბისგან, უპერსპექტივობისა და კრიმინალისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი არჩევნებია.
ბაქრაძის თქმით, თითოეულმა ადამიანმა არჩევნები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საკუთარი და საკუთარი ოჯახის მომავალი უკეთესობისკენ შეცვალოს.
„ადამიანებს აღარ უნდა უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობა, აღარ უნდათ, რომ ოჯახებს კვლავაც უტევდეს კრიმინალი. ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის მხოლოდ, არჩევნები იმიტომ, რომ ცვლილებების ერთადერთი გზა ქვეყანაში გახლავთ არჩევნები. ამიტომ, თითოეულმა...
ჩვენ გვაქვს რისკის შემცველი კიდევ რამდენიმე მიმართულება. მოგეხსენებათ, რომ ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანას ჩვენ საზღვრები გავუხსენით. დღეის მონაცემებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უკვე შემოსულია 1520 განაცხადი და ამ მომენტისთვის ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გაძლიერდეს.
„ამ ადამიანების...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება. როგორც მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას.
„ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში და ეს არის ძალიან მტკივნეული, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე...
წინა სტატია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანია საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, მათ შორის 300-ზე მეტი ადამიანი უშუალოდ სვანეთში გადის კარანტინს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პროცესი მარტივი სამართავი არაა, თუმცა ამ ეტაპისთვის წარმატებით მიმდინარეობს.
„ჩატარდა მსხვილი სამუშაოები. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 900-ზე მეტი ადამიანია სვანეთიდან გამოყვანილი და ისინი დაბინავებულები არიან საკარანტინე სივრცეებში. საკარანტინე...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 150 მლნ ევრო ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 150 მლნ ევრო ჯანდაცვის კუთხით დეტალურად არის გაწერილი, ის მიემართება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისკენ. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ როგორც ლაბორატორიული სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირებების შესაძლებლობის გაძლიერებას ქვეყანაში და ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების...
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გამორიცხავს, რომ „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღება პოლიტიკასთანაა დაკავშირებული.
როგორც კალაძე აღნიშნავს, „პოლიტიკური მიდგომებით არავის არაფერს უყადაღებენ“.
„ვისაც, სადაც უნდა იქ გაერთიანდეს, ამაზე შეზღუდვები არ არსებობს, გამორიცხულია, ეს არის შეუძლებელი, პოლიტიკური მიდგომებით არავის არაფერს უყადაღებენ. ეს დრო ჩვენ ყველამ ერთად წარსულს ჩავაბარეთ. დღეს საქართველოში არის მედია პლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, რომ...
რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეის მონაცემებით, საერთაშორისო გადაზიდვების 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი 788 ადამიანს დაუდასტურდა.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ...
დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მესტიაში პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მთავრობას მოუწია.
პრემიერმინისტრის განცხადებით, ეს შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ამ კვირის ბოლომდე მესტიის მუნიციპალიტეტში 4000 ადამიანი იქნება გამოკვლეული ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში ახალი კორონავირუსის 18 შემთხვევა დადასტურდა.
„გუშინ დაახლოებით 380-მდე ნიმუში იქნა აღებული, რომლის შედეგებიც 1 საათში იქნება. ბრიგადების რაოდენობა, ვინც ტესტებს იღებს 14-მდე გაიზარდა. სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოხდა ნიმუშების აღების მობილიზება,...
აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.
„ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა.
აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხაშურის...
მიმდინარე წლის 6 თვეში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ბიუჯეტში 58 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ამის შესახებ გამოცემა „ინტერპრესნიუსი“ წერს, რომელმაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.
უწყების ინფორმაციით, 2020 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, პრივატიზაციის გეგმა 64.6%-ითაა შესრულებული.
2020 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებულმა თანხამ 87,567,105.48 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართა 58,246,065.46 ლარი....
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის „საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში ანტიგენის და ანტისხეულების 200 000 ტესტი შეიძინა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ანტისხეულების 100 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც ამავე ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და აშშ-საც ამარაგებს.
„პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო. ხოლო...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენით შექმნილი ვითარების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საკვები პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას სადისტრიბუციო კომპანიები უზრუნველყოფენ, რომლებთანაც ტექნიკური საკითხები უკვე შეთანხმებულია.
„სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტის დეფიციტი მოსახლეობას არ ექნება. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტიდან გამოვიტანთ გასაყიდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებით...
წინა სტატია
დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლა შინდისის გმირების გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ 12 წლის წინ,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































