„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, უმუშევრობისგან, სიღარიბისგან, უპერსპექტივობისა და კრიმინალისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი არჩევნებია.
ბაქრაძის თქმით, თითოეულმა ადამიანმა არჩევნები უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საკუთარი და საკუთარი ოჯახის მომავალი უკეთესობისკენ შეცვალოს.
„ადამიანებს აღარ უნდა უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობა, აღარ უნდათ, რომ ოჯახებს კვლავაც უტევდეს კრიმინალი. ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის მხოლოდ, არჩევნები იმიტომ, რომ ცვლილებების ერთადერთი გზა ქვეყანაში გახლავთ არჩევნები. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა ამ ქვეყანაში არჩევნები უნდა გამოიყენოს არა იმისთვის, რომ ვიღაცა აირჩიოს და კაბინეტში შევიდეს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი და საკუთარი ოჯახის მომავალი შეცვალოს უკეთესობისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ადამიანი საქართველოში ძალიან ბევრია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.