წინ სტატია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ აჭარაში 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კვლევას ეხმაურება.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაციის აჭარის წარმომადგენლობას არ ენდობა.
თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აჭარაში არცერთი კომპანია პრივილეგირებული ან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ არის. მისივე თქმით, შესაბამისი დოკუმენტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებობს.
"ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფის- მენეჯერები...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აჭარის მთავრობას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.
კერძოდ, ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ მოუწოდებს პროცესის გამჭვირვალობის ხარისხის გასაზრდელად, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას, მეტი საგარანტიო პირობები განსაზღვროს. ამის...
განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ყველა საჯარო სკოლას ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფს.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლას ექნება საშუალება თავად დააორგანიზოს სასწავლო პროცესი.
„სკოლას შეუძლია, რომ თავად განსაზღვროს სასწავლო პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილის ხანგრძლივობა, ასევე შესვენებები დააორგანიზოს შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ცვლები. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული მოკვლევა, თუ რა რაოდენობის მოსწავლეები...
საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები უფრო მეტად განიტვირთოს და მოხდეს 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა შესაძლებელია შაბათის სასწავლო დღედ გამოყენება.
„იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება სკოლა, სავალდებულოდ არის განსაზღვრული I-IV კლასის მოსწავლეებისთვის, რომ გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩატარდეს და საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ცვლების დაორგანიზების პროცესი. ასევე, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ გამოყენებული იქნეს შაბათის...
წინა სტატია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის ნანა ტოხვაძის განცხადებით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მიხედვით, საბავშვო ბაღებში ანაზღაურება 100 ლარით უნდა გაზრდილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელფასი 10-15%-ით იზრდება.
ტოხვაძის თქმით, აღნიშნული ხელფასის მატება მხოლოდ თბილისის ბაღებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულებს შეეხებათ და გაურკვეველია, რატომ არ იმსახურებენ სხვა ქალაქის საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელფასის გაზრდას.
„პრემიერი გახარიას ცრუპენტელობა და დაანონსებული სახელფასო ზრდა ერთი...
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით,...
სასწავლო პროცესი 15 სექტმბერს დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოსწავლეები 15 სექტემბერს შეძლებენ საკლასო ოთხებს დაუბრუნდნენ.
„იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი, განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებისთვის“, - განაცხადა დგებუაძემ.
თბილისი - სენაკი - ლესელიძის გზის სურამის მონაკვეთზე მოძრაობა 17 აგვისტოს 23:00 სთ - დან 18 აგვისტოს 07:00 სთ - მდე და 18 აგვისტოს 23:00 სთ - დან 19 აგვისტოს 07:00 სთ - მდე შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარატმენტი ავრცელებს.
,,აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ქ. ხაშურის შემოვლითი საავტომობილო...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატების გამარჯვების შანსებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატების პირველივე ტურში გამარჯვებაში.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას დიდ გამბედაობა სჭირდება.
„ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება ბევრ და დიდ გამბედაობას მოითხოვს. არ ვიცი რამდენად აქვთ ეს გამბედაობა ჩვენს ოპონენტებს. ამავე დროს, გამარჯვების შემდეგ, ეს არის ყოველდღიური შრომა.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პირველივე ტურში ვგეგმავთ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის შესრულებას განაგრძობს.
როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ტენდერების გამოცხადება უკვე დაიწყო სამცხე - ჯავახეთის რეგიონში. ტენდერი გამოცხადდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2 სკოლის: ქ. ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლისა და სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე. ასევე, ტენდერია გამოცხადებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.
„სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა...
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რკინის რიგის N6-დან გორგასალის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან 28 აგვისტოს ჩათვლით, გორგასალის ქუჩასა და გამსახურდიას სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
„გორგასალის ქუჩიდან გამსახურდიას სანაპიროზე მოხვედრა, ისევე, როგორც გამსახურდიას სანაპიროდან კრწანისის მოედნის მიმართულებით გადაადგილება, შესაძლებელი იქნება გორგასალის ქუჩის გავლით. სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა დასაშვები...
საარჩევნო ასაკის მქონე, 1200 გამოკითხულიდან, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ 52%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 19%-მა „ნაციონალური მოძრაობა“. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
კვლევა, „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, კომპანია Survation-მა ჩაატარა,
უფრო ზუსტად, ხმები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება" 52%;
„ენმ" 19%;
„ევროპული საქართველო" 8%;
„პატრიოტთა ალიანსი" 5%;
„ლელო" 5%;
„ახალი საქართველო" 4%;
სხვა 7 %.
კომპანია "Survation-ი" ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს...
დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების განხორცილებას აქტიურად განაგრძობენ.
დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სატენდერო წინადადებების მიღება 27 აგვისტოს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის დასრულების შედეგად, 4 000-მდე ადგილობრივს ხარისხიანი, სტაბილური წყალმომარაგება ექნება.
„ამ დროისთვის, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ხარაგაულში გაზაფხულზე...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. დილიდან ეპიდემიოლოგები ადგილობრივი მოსახლეობის ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ, რომლებსაც შემდეგ კორონავირუსზე PCR-ტესტირება ჩაუტარდება.
ამ სოფელში, განსხვავებით სოფელი გარბანისა, გაფართოებული, სიღრმისეული კვლევა არ მიმდინარეობს და მხოლოდ მიზნობრივი ტესტირება უტარდებათ, ინფიცირებული ადამიანის კონტაქტებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
წინა სტატია
მესტიის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ტესტირების მასშტაბი გაიზრდება, რადგან ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების 2 შემთხვევიდან, ერთი ქვედა მესტიის მკვიდრია.
„5 ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან. ამიტომ ტესტირება დღეს ფართოვდება თვითონ დაბა მესტიაში, ასევე კიდევ რამდენიმე სოფელში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სპეციალისტები...
პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში მძიმე შედეგებია მოსალოდნელი, რასაც არც პრემიერმინისტრი გიორგი გახარია უარყოფს.
მისი განმარტებით, მთავრობის მიერ დაანონსებული 200-300 ლარიანი დახმარება ეკონომიკის გადარჩენისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის იმ ფონზე, როცა სამუშაო ადგილები იკარგება.
"თუ დღეს საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის საკმაოდ მძიმეა და მთავარი გამოწვევა ეკონომიკაა, მე ვაცხადებ, რომ ოქტომბერში ამას მოსახლეობის 80% იტყვის,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































