დღეს, 14 სექტემბერს, „ევროპული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა და მარნეულის საკრებულოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა, სავარაუდოდ, საარჩევნო კოდექსი დაარღვია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. იმამკულიევი საკრებულოს სხდომაზე საარჩევნო აგიტაციისათვის განკუთვნილი მაისურით გამოცხადდა. სხდომათა დარბაზში შესვლისთანავე იმამკულიევს სიტყვიერი შენიშვნა მისცა მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანოებში პარტიული სიმბოლიკის ტარება აკრძალულია. ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ მას...
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავში დასასრულს მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტერიტორიაზე ჯერ საბოლოოდ დასრულებული არ არის, ლეონიძის სკვერი რუსთაველებისთვის სასურველ დასასვენებელ და ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილად უკვე იქცა. ალბათ იმიტომ, რომ სკვერში შეხვდებით ისეთ განსხვავებულ გასართობ სივრცეებს, რომელსაც ქალაქის ვერცერთ სხვა ლოკაციაზე ვერ ნახავთ. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. სკვერის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ალბათ ექსტრემალური ველომოედანია,...
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მერიაში ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ხელმძღვანელობით ოპერატიული რეაგირებისათვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც  ფოთის მერიაში აცხადაბენ, შეხვედრაზე ქალაქში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე, არსებულ რისკებსა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. „მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები რეგულაციების კონტროლისა და გამკაცრების მიმართულებით. ამ ეტაპზე, ფოთში ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები. მონიტორინგი...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დაწყებულია გზების რეაბილიტაციის, წყლის სისტემებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობების რეაბილიტაციის პროექტები. მერმა კონსტანტინე შარაშენიძე ნატანები-ლეკიანის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. დაიწყო ქვემო ნატანების მე-17 ბრიგადის სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 157 055 ლარით ფინანსდება. ახალშენის უბანში მიმდინარეობს დაწყებითი სკოლის რეაბილიტაცია, სადაც...
კასპში ცემენტის ქარხნიდან გაურკვეველი ნივთიერებების ამოფრქვევა ისევ დააფიქსირეს. ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებმა ირაკლი მილაძემ ფოტო გაავრცელა.  ის ერთ-ერთი ინიციატორია იმ საპროტესტო აქციებისა, რომელიც ცემენტის ქარხნიდან გამონაბოლქვის შემცირებისკენ იბრძვის. ირაკლი მილაძის თქმით, ქარხნის ადმინისტრაცია პირას არ ასრულებს. ფოტო გადაღებულია 12 სექტემბერს შორის.  ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 10 ივლისს კი კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და...
წინა სტატია ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან “ნაცმოძრაობის“ წევრებმა ხინკლები მიიტანეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი სხდომიდან გამოაძევეს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ეს ხინკალი მათ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიართვეს. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. „ეს ადამიანი არის მეხინკლე და „ოცნების“ ოფისში დააქვს ხინკალი უფასოდ, ანუ ამით იგებს ოლიგარქ ბიძინას გულს. წარმოგიდგენიათ სად ვცხოვრობთ?  ხინკალით გაყიდული არჩევნები 41“,- ასე განმარტეს „ნაცმოძრაობის“ წევრებმა ხინკლის...
პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიის ოცეულისა და პარტიის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა, საზოგაოებას გააცნო ის პროგრამული პრიორიტეტები, რითიც "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მომავალ პარლამენტში იხელმძღვანელებს. საპროგრამო გეგმის ძირითადი აქცენტები ეკონომიკაზე, ინდუსტრიულ და აგრარულ პოლიტიკაზე გაკეთდა. გია ჟორჟოლიანის განცხადებით, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მომავალ პარლამენტში იბრძოლებენ საკუთარი ხედვისა და პრინციპების დასამკვიდრებლად, ამ მიზნით კი ითანამშრომლებენ ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან. „მსოფლიო იცვლება, საქართველოს სჭირდება რევოლუციური...
მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოსტავას ქუჩაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები მოეწყობა. ასევე, სკვერში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები განთავსდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესება. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო. „ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება...
ხარაგაულში ბაზარი მეექვსე თვეა დახურულია. მყიდველებს საჭირო პროდუქტების შეძენა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში გვიწევს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსის, ფიქრია ჭლიკაძის, განმარტებით, ყველა ბიზნესოპერატორმა, საქმიანობის გასაგრძელებლად, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. „ბაზარში აუცილებელია დეზობარიერების მოწყობა, იქ მომუშავე რეალიზატორის თუ მყიდველის თერმოსკრინინგი; ასევე სადეზინფექციო ხსნარები, სველი წერტილი მუდმივი წყლით და მოწესრიგებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა....
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები ფართოვდება. შესაბამისი ცვლილებები „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის და მას დღეს, პირველი მოსმენით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ფართობში 1022.5 ჰექტარის ნაცვლად, 5958.3 ჰექტარი ტერიტორია შევა. დოკუმენტის მიხედვით, მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებში შევა როგორც მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი, ასევე ცივ-გომბორის აღკვეთილი. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს ტერიტორია წარმოადგენს მეტად...
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებმა იმერეთიდან პარტიას სხვადასხვა დროს ჯამში 374 ათას 875 ლარი შესწირეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის ამ ნაწილს ქუთაისი პოსტი აქვეყნებს.  "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, "ქართულ ოცნებას" სხვადასხვა წლებში თანხები ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ და სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის...
video
რას ჰპირდებიან ამომრჩეველს ირაკლი ქადაგიშვილი, გიორგი ბოტკოველი, ზურაბ ჭიაბერაშვილი? - ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  თელავი, ახმეტა ყვარელი ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილი, "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბოტკოველი, "ევროპული საქართველოდან" კი ზურაბ ჭიაბერაშვილი იბრძვიან. კანდიდატები პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავენ, მათ პრობლემებს ადგილზე ისმენენ და საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ მრავალწლიანი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მილიონ 481 490 ლარზე გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად, ასფალტობეტონის საფარი უნდა მოეწყოს 2773 მეტრზე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გზაზე წყლის აცილების მიზნით გზის ორივე მხარეს ეწყობა გრუნტის კიუვეტი. პროექტით გათვალისწინებულია ეზოებში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა, აგრეთვე საგზაო ნიშნების განთავსება. ტენდერი 25 სექტემბერს დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელი...
სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორი გაცილებით უფრო მომზადებულია. „სრულად აკონტროლებს დღეს მთავრობა სიტუაციას, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტორლს ექვემდებარება, უნდა...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოფლებთან: მატანი, ზოდი, ჩხაკაურა და ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ სოფლებში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ასევე ამ...
პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრეამბულა ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, ‒ ვაცნობიერებთ რა მაღალ პასუხისმგებლობას, საქართველოს სახელმწიფოს, მისი მოქალაქეებისა და მათი მომავლის წინაშე; ვისწრაფვით ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისკენ; ვაღიარებთ საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, კანონის უზენაესობას, საარჩევნო პროცესის ‒ კანონისა და ეთიკური პრინციპების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობას; ვაღიარებთ სამართლიანობის პრინციპების დაცვის, დემოკრატიული დიალოგისა დაპარტიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას; ვაცნობიერებთ, რომ წინამდებარე ეთიკის პრინციპებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ