ახმეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზოდსა და ჩხაკაურასთან, ასევე გორის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო

605

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოფლებთან: მატანი, ზოდი, ჩხაკაურა და ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ სოფლებში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ასევე ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში, 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.