გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია იქმნება, რომელსაც გორის მერის მოადგილე, პაატა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული იდეის განხორციელება გახდა შესაძლებელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრს ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ელენე რუსეცკის განმარტებით, ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი მსგავსი საკითხების მოგვარების პროცესში მუნიციპალურ დონეზე ერთვება.
გორამდე უწყებათაშორისი კომისია...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ატენისა და საყავრეს თემში სასმელი წყლის ავზების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
ადგილობრივი ხელისუფლება ავზების შეძენას "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 7 250 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ავზების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
გელათის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩენილი ქვევრები და კედლის ნაწილები ნადგურდება.
ამის ამსახველი ფოტოების ლაშა ბერეკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დადო. ინფორმაციას ქუთაისის პოსტი ავრცელებს.
"გელათის ტერიტორიაზე უნიკალური ქვევრები ნადგურდება. ჯერ შეფუთვამდე იშლებოდა, ახლახანს შეუფუთავთ, მაგრამ იმედია იციან, რომ ამის ასე დატოვე არ შეიძლება.შესაძლოა, დაინესტოს და ჩამოიშალოს. მე-18 საუკუნის არის და დიდი ღირებულება არ აქვსო ასე უთქვამთ", - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ბესო ქათამაძე, საკუთარ ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:
"დაბა ლაითურის საჯარო სკოლის წინ, ბავშვთა გადასასვლელ საგზაო ნიშნულზეც ჩიგოგიძეა. ადგილები აღარ ყოფნით, ბოლოს ისე იზამენ "საპირფარეშოებზეც" დააკრავენ,"- წერს ქათამაძე.
ვასილ ჩიგოგიძე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ოზურგეთი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი ახალაშენებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განაახლეს.
როგორც მინისტრმა განაცხადა მიხელ ჩხენკელმა სკოლის დათვალიერებისას განაცხადა, დიდი გამოწვევების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ახალი სკოლა აშენდა და 800-მდე სკოლაში ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.
„დღეს მოვინახულეთ კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სკოლა და ბავშვებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ. აქ სასწავლო...
პარტია "ქართულმა მარშმა" ვაკეში, ლელოს ოფისთან აქცია გამართა და შენობის ბლოკირება სცადა. აქციის მონაწილეებს მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგო პლაკატები ეჭირათ.
მათი თქმით, „მევახშეთა პარტია, რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვითაა დაკავებული, არჩევნებიდან უნდა მოიხსნას“.
"მევახშე!" - სკანდირებდნენ ისინი.
„მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ხაზარაძისნაირი მევახშეები არ იყვნენ ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს პარლამენტში. ამ ადამიანებმა და მისმა ბანკმა მარტო 2019 წელს 78 მილიონი ლარის მოძრავი და უძრავი ქონება...
წინა სტატია
დღეს გამართულ ცესკოს სხდომაზე ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ბერდია ლომაძეს გაფრთხილება მისცეს. სხდომა უკვე დასრულდა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
ცნობისათვის: დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბერდია ლომაძის საკითხს განიხილა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინცინდენტს განიხილავს.
"ცეესკოში" ბერდია ლომაძესა და დავით მჟავანაძეს მოუსმინეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი დადგენილებით მიიღო.
ცესკო-ს განმარტებით, დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური...
აჭარაში, ყოველი მეოთხე ბავშვი, საბავშვო ბაღში არ დადის. 5 წლამდე ასაკის მოზარდების 46% -ს არ აქვს სამი ან მეტი - წიგნი, 38%-ს - კი 2-ზე მეტი სათამაშო. კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდს ეკუთვნის. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
კვლევა ასევე მოიცავდა მოდულს, რომელიც იკვლევდა ბავშვებში ტყვიის შემცველობას. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში გამოიკვეთა. ცნობისთვის, მრავალინდიკატორული, კლასტერული კვლევა მასშტაბურია და იგი ყოველ 10...
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს „გირჩი“.
რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანების სიის პირველმა ნომერმა დღეს საკონსტიტუციო სარჩელი დაარეგისტრირა.
„გირჩის“ წევრი ლალი ანთიძე ნარკოშემოწმებას არაკონსტიტუციურად და მორალურ შეურაცხყოფად მიიჩნევს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ხელისუფლებას მოუწოდა რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ისნის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი.
ვაშაძის თქმით, ისანში მცხოვრებ დევნილებს უმძიმეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება და საჭიროა მათთვის საცხოვრებელი ფართების იურიდიულად გაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებს მიმართავენ.
„უმძიმესი ვითარებაა ისანში, სადაც წლებია დევნილებს არ უკანონებენ ფართებს. მე მინდა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ეს ადამიანები ათწლეულებია უკვე უმძიმეს...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო. სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N1-თან მდებარე ამორტიზებული ბაგა-ბაღის შენობის ფლიგელს კონტრაქტორი კომპანია ოქტომბრის ბოლომდე დაშლის, რის შემდეგაც, ამავე ტერიტორიაზე დაკონსერვებული მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძეთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.
„მოსახლეობა აღნიშნულ დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობას...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალაშენებულ საჯარო სკოლაში განაახლეს. ახალ სკოლის მშენებლობის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ღირებულებამ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდა.
დასრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითრების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით ტაბიძემ დაათვალიერა.
60 ბავშვზე გათვლილი სკოლა...
აფხაზეთში მოქმედი ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც იზღუდება გარკვეული ღონისძიებები, მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დასაცავად. ნათქვამია დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, 5 ოქტომბრიდან აფხაზეთში იკრძალება მასობრივი, სპორტული, გასართობი, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებები შენობაში, გარდა კულტურული დაწესებულებების საქმიანობისა, რომლებიც ხორციელდება ამ ბრძანების მე-6 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
იკრძალება საქორწილო, თუ სხვა სახის...
საია 2020 წლის 29 იანვარს, რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ რამდენიმე სოციალურ მუშაკს იცავს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორაციით, სასამართლოში მიმდინარე დავის დასრულებამდე, მოპასუხე ვეღარ შეძლებს მათ ადგილას ახალი თანამშრომლები განუსაზღვრელი ვადით დანიშნოს, რადგან სასამართლომ მოპასუხე სააგენტოს დავის გადაწყვეტამდე აუკრძალა შესაბამისი ვაკანტური პოზიციების ახალი კადრებით შევსება.
როგორც საია-ში აცხადებენ, ამ გადაწყვეტილებით სოციალურ მუშაკებს ეძლევათ გარანტია, რომ შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში,...
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონის პროექტის მიღება, რომელიც ბიუროს 24-ე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა, საქართველოს «საარჩევნო კოდექსში“ ბოლო დროს შესული ცვლილებებითაა განპირობებული.
„კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































