გორის მერიამ ატენისა და საყავრეს თემში წყლის რეზერვუარების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

412

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ატენისა და საყავრეს თემში სასმელი წყლის ავზების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

ადგილობრივი ხელისუფლება ავზების შეძენას “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 7 250 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ავზების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.