ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი: ლაითურის საჯარო სკოლის წინ, ბავშვთა გადასასვლელ საგზაო ნიშნულზეც ჩიგოგიძეა

663
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესო ქათამაძე, საკუთარ ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:
“დაბა ლაითურის საჯარო სკოლის წინ, ბავშვთა გადასასვლელ საგზაო ნიშნულზეც ჩიგოგიძეა.  ადგილები აღარ ყოფნით, ბოლოს ისე იზამენ “საპირფარეშოებზეც” დააკრავენ,”- წერს ქათამაძე.
ვასილ ჩიგოგიძე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ოზურგეთი, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში.