„ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის ზაურ დარგალის წინასაარჩევნო შეხვედრებზე მარნეულის მოქმედი მაჟორიტარები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი არ დადიან. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ რუსლან გაჯიევმა თქვა, რომ შეხვედრებზე მისი არდასწრება არ ნიშნავს, რომ ის დარგალის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.
„დიდი ხანია ვთქვი, რომ ამ პროცესებში მონაწილეობა არ მინდა. ალბად, დავიღალე, იმიტომ რომ მე ხუთჯერ...
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველს შეხვდა და მათ საკუთარი ინიციატივა გააცნო.
როგორც ანა დოლიძის პრესსამსახურში აცხადებენ, დოლიძემ საკუთარ ინიციატივაზე მოსახლეობისთან ოქროსუბანში შეხვედრისას ისაუბრა და დიდუბე-ჩუღურეთის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად გადაქცევის 10 ნაბიჯიდან ერთი-ერთად პარკი ყველა უბანს/7 პარკის ინიციატივა დაასახელა.
"თბილისი ევროპაში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაშია. ყველა კვლევით, ჰაერი ყველაზე მეტად წერეთლის გამზირზეა დაბინძურებული. მიზეზი უამრავია და მათ...
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების მძიმე პრობლემაზე საუბრობს.
ლევან თარხნიშვილის თქმით, კასპსა და მის სოფლებში, არის წყალმომარაგების მძიმე პრობლემა, მოსახლეობას მხოლოდ დღეგამოშვებით მიეწოდება წყალი, ხოლო როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება, თანხებს არა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ საკუთარი ფუფუნების საგნებზე ხარჯავს.
"საქართველოს სოფლების და რეგიონების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, უმუშევრობასა და სიღარიბესთან ერთად, სასმელი და სარწყავი...
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას, პარტიის მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ხობის აგრარული ბაზარის მოვაჭრეებმა ტერიტორია დაატოვებინეს. ინფორმაციას kvira.ge ავრცელებს.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი ხალხთან საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ იყვნენ მისულები.
მოვაჭრეების თქმით კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მორალური უფლება, რომ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მოითხოვონ, რადგან ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს არაერთ ადამიანს მოუწია საკუთარი შემოსავლისა და ბიზნესის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებითა...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის საარჩევნო პლაკატები დახიეს. პლაკატები ბოლნისის სოფლელ იმირჰასანში, გოჩულოში, არაგოლში, ზოლ-გუვეჯსა და დარვაზში დახიეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ფეგან ჰუსეინოვი პლაკატების დახევაში სოფელ ფარახლოს და იმირჰასანის რწმუნებულს ნოვრუზ აივაზოვსა და საკრებულოს წევრებს ადანაშაულებს. მისი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართეს.
„გუშინ საღამოს 8 საათის მერე ჩვენ დავიწყეთ...
წინა სტატია
"გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"მე რაც ვთქვი იყო ის, რომ სალომე სამადაშვილმა საკითხი ისე დააყენა, რომ მე სიმართლის საუბარს თავი უნდა დავანებო, თუ მე მინდა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ხმები მივიღო. ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები, ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ...
ბოლნისის სოფელ ტანძიაში არსებულ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სველი წერტილების, სამზარეულოსა და ერთი ჯგუფის მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჯგუფში ასევე გათბობის სიტემის მონტაჟიც განხორციელდება. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 84,000 ლარს შეადგენს.
ტანძიის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი შარშან განხორციელდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში შენობის სახურავი გამოიცვალა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს სკოლამდელ აღზრდას,...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, არჩევნების დასაკვირვებლად საქართველოში ეუთო/ოდირის მისია ჩამოვიდა.
როგორც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტარკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეუთო/ოდირის მისიის ძირითადი გუნდი 13 საერთაშორისო ექსპერტისგან შედგება, რომელთა შორის არიან საარჩევნო, პოლიტიკური, სამართლებრივი და მედიის საკითხების ანალიტიკოსები.
„ეუთო/ოდირის მისია მოწვეულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, რათა დააკვირდეს არჩევნებს, რადგან ეს არის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს და მისია მოთხოვნის...
კორონავირუსის პანდემიის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოქალაქეების კომფორტული გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგის ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ტვ4 წერს.
28 სექტემბრიდან, რატევანი-რაჭისუბნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ნაცვლად 08:00 საათისა მუშაობას 07:45 საათზე დაიწყებენ და 20:30 საათზე დაასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის მგზავრობა კვლავ უფასო რჩება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდეს, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას დაიცვათ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ...
რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერიაში ადასტურებენ.
მერიაში აცხადებენ, რომ პაატა პაპელიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ქალაქ სიღნაღში ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, პარკი მთლიანად განახლდება. დაიდგმება ახალი სკამები და ურნები. დამონტაჟდება განათება. გაზონები ბუნებირვი მულჩით გალამაზდება და გამწვანდება სკვერი. გმირთა მემორიალს კი რესტავრაცია ჩაუტარდება.
პარკის შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსი და მათთვის ადაპტირებული სასმელი წყლის ფანტანი მოეწყობა. პროექტზე 300 ათას ლარამდე დაიხარჯება.
გურჯაანის სოფელ კარდენახის მოსახლეობას უკვე წლებია აწუხებს მოუწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა. სასაფლაომდე და იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა იმდენად დაზიანებულია, რომ გადაადგილება როგორც ფეხით, ასევე ავტომობილებითაც უჭირთ. იგეგმება თუ არა მისი რეაბილიტაცია? - თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
წინა სტატია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახსა და კალაურში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დაიწყო. თემაზე სიუჟეტს გურჯანის ტელევიზია ავრცელებს.
კეთილმოეწყობა სასწავლო კაბინეტები, გამოიცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, იატაკი, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა, მოწესრიგდება სველი წერტილები. სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ამისათვის ფონდის მიერ 7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
სამუშაოები 9 თვეში დასრულდება. საჯარო სკოლების მოსწავლეები ამჟამად სწავლას სხვა სკოლებში განაგრძობენ.
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში დავით ჭუნიაშვილია.
პარტიის რჩეული ამომრჩევლებს გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების სააშკარაოზე გამოტანასა და მოგვარებას ჰპირდება. დავით ჭუნიაშვილი 2010 წლიდან „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია და გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი და „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ერთ–ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ კორონავირუსმა მის პარტიას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალა, რადგან ყველაზე მეტი ინფიცირებული მათ ჰყავთ. ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ელოდება განმეორებით ტესტირების ჩატარებას. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა, იგი, თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.
„სამი დღე მქონდა ტემპერატურა, ახლა კარგად ვარ...
წინა სტატია
ბათუმის სკოლის დირექტორებს განცხადება დააწერინეს, სამ გამოთავისუფლებ ადგილზე კი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს დანიშნავენ, - ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ასმათ დიასამიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, ბათუმის ყველა საჯარო სკოლის დირექტორს ხელშეკრულება გაუგრძელეს, თუმცა სამი დირექტორი გამოარჩიეს.
ასმათ დიასამიძეს ბათუმის სკოლის დირექტორების ცვლილებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.
"ყველა სკოლის დირექტორს ხელშეკრულება გაუგრძელეს, თუმცა სამი სკოლის დირექტორი გამოარჩიეს და რატომ?...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































