დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველს შეხვდა და მათ საკუთარი ინიციატივა გააცნო.
როგორც ანა დოლიძის პრესსამსახურში აცხადებენ, დოლიძემ საკუთარ ინიციატივაზე მოსახლეობისთან ოქროსუბანში შეხვედრისას ისაუბრა და დიდუბე-ჩუღურეთის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად გადაქცევის 10 ნაბიჯიდან ერთი-ერთად პარკი ყველა უბანს/7 პარკის ინიციატივა დაასახელა.
“თბილისი ევროპაში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაშია. ყველა კვლევით, ჰაერი ყველაზე მეტად წერეთლის გამზირზეა დაბინძურებული. მიზეზი უამრავია და მათ შორის, ერთ-ერთი პირველი პრობლემაა მწვანე სივრცის დეფიციტი. თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ/მ მწვანე სივრცეა, მაშინ, როდესაც ევროპის ქალაქებში საშუალოდ 35 კვ.მ-ია. სწორედ ამიტომ, მარცხენა სანაპიროზე, დიდუბე-ჩუღურეთში, 7 ტერიტორია მოვხაზე, სადაც შეიძლებად დღევანდელ პირობებში გაიხსნას პარკი. ეს ადგილებია: არსენალის პარკი; პრეზიდენტის სასახლის პარკი; ოქროსუბნის პარკი; ივერთუბნის პარკი; კუკიის პარკი, სვანეთის უბნის პარკი, დიღმის ტყე-პარკი. მოძრაობა „ხალხისთვის“ მოსახლეობასთან ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ადგილას ფოცხვერაშვილის N12-ში იყოს მწვანე სივრცე და ყველას ვინც გარშემო ცხოვრობს გაუუმჯობესდეს სიცოცხლის ხარისხი,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.