სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე, ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა სიღნაღში, წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მუნიციპალიტეტებში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება და წინ ბევრი საქმეა.
„მეამაყება და რა თქმა უნდა, ვღელავ, რადგან...
წინა სტატია
2 ოქტომბერს ნინოწმინდის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარედ 33 წლის ვაჰან აროიანი აირჩიეს. საკრებულოს სხდომაზე 26 დეპუტატიდან ვაჰან აროიანს მხარი 23–მა დაუჭირა.
ვაჰან აროიანი დაიბადა 1987 წელს სოფელ ეშტიაში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში, საკრებულოს დეპუტატი იყო სოფელ ეშტიის თემში.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა პოსტი 30 სექტემბერს დატოვა, იგი 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული...
არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირის დაკავების თაობაზე განცხადება გააკეთა.
მინისტრის მოადგილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.
„უწყების თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხისმგებლობით...
გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბოლნისსა და მარნეულში მომხდრი ძალადობის ფაქტზე 4 პირის დაკავების თაობაზე განცხადება გააკეთა.
ბორცვაძის თქმით, შსს მზაობას გამოთქვამს ითანამშრომლოს ყველა დაინტრესებულ უწყებასთან.
„საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო...
ამირან გიორგაძესთან დაკავშირებით ჩატარებულია გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და კიდევ ჩატარდება, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოვლენილ დანაშაულებებზე რეაგირება მათი მხრიდან მყისიერი იქნება.
„როგორც მე განვაცხადე თუ გამოიკვეთება კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი და დადასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ჩვენი რეაგირება იქნება მყისიერი“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
შეგხსენებთ, რომ 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მათ მხარდამჭერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების...
მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ლაშა ქველაძე დააკავეს. ამის შესახებ ქველაძის ადვოკატმა განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაკავება 162-ე პრიმა მუხლით მოხდა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
"გამოძიება არის პოლიტიზირებული, "ქართული ოცნება" ოპონენტების დაკავებას ცდილობს, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე პირები დააკავოს, რომლებმაც ლაშა ქველაძეზე თავდასხმა და ძალადობა განახორციელეს",- აღნიშნა მან.
ლაშა ქველაძე დღეს მარნეულის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. დაკავება სწორედ აღნიშნულის...
ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სპორტული და საბავშვო მოედნები და სკვერები ეწყობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.
„სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს წლის ბოლომდე 25-მდე პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში მოვაწყობთ სხვადასხვა გასართობ ატრაქციებს. ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტს მეორე წელია ვახორციელებთ. ეს დამატებითი საშუალებაა, რომ ქალაქმა ბიუჯეტი მაქსიმალურად ეფექტიანად და სამართლიანად დახარჯოს. ყველაზე კარგად ზუგდიდელებმა იციან,...
ხელვაჩაურში სოფელ ზედა ახალშენში მოსახლეობა სოფელთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ითხოვს.
როგორც ადგილობრივებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვეტილია, რადგან სამი დღის წინ განვითარებული სტიქიის დროს, მიწის მასა ჩამოვიდა, გაწმენდითი სამუშაოები კი ხელვაჩაურის მერიას ამ დრომდე არ დაუწყია.
მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.
"მიწის მასალა კედელზეა მომდგარი. შემეშინდა და ბიძაშვილთან ჩავიყვანე ოჯახი, იქ უარესი სიტუაცია დახვდა. სახლის ფუძე გასკდა. 16 ადამიანი...
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას, განმარტებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მინიმუმ 20 მილიარდ ლარს დახარჯავს.
„სიღნაღში ბევრი რამ გაკეთდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგულისხმობ, თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს წყალი. მიუხედავად იმისა, რომ წყალმომარაგება ახლაც მიმდინარეობს, ყველამ კარგად იცით, რომ სიღნაღს 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა ჯერ კიდევ 2018 წელს. სამწუხაროდ, ეს დრო გაიჭიმა, მაგრამ...
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები ისე უნდა ჩატარდეს, რომ არავის ჰქონდეს კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ხელისუფლებას არჩევნებში არანაირი გართულება არ სჭირდება, რადგან სამართლიანად და გამჭვირვალე პირობებში გაიმარჯვებს.
„ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც, პარალელურად, ახლა არჩევნები უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ...
VII - XII კლასებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებასთან დაკავშირებით სამინისტრო განმარტებას აკეთებს.
უწყების ცნობით, ბრძანება ეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენების შესაძლებლობას.
„როგორც ცნობილია, პირველი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლებში სწავლა პირველიდან მეექვსე კლასებში გაგრძელდა საკლასო ოთახებში, მაგრამ მოსწავლეთა ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მშობლებს მიეცათ არჩევანის საშუალება, დისტანციურ სწავლასა და საკლასო ოთახში სწავლას შორის. ამისთვის, სამინისტროს მიერ...
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ახალი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი ნფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ დაათვალიერა.
„32 კილომეტრიანი წრიული ბილიკის მოსაწყობად 230 000 ლარი ს ინვესტიცია ხორციელდება. პროექტი კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პანორამული ბილიკები ერთმანეთთან სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოს და...
აბაშის მუნიციპალიტეტში, სეფიეთის, წყემის, ძველი აბაშისა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიები გაიხსნება.
აბაშის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ყველა სახის პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღება განახლებულ შენობებში შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით იქნება შესაძლებელი.
აბაშის მუნიციპალიტეტში ჯამში უკვე 11 ამბულატორია აშენდა, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ 4 ამბულატორიის რეაბილიტაცია.
მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 106 707 ლარით ფინანსდება და მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების გეოგრაფიული და...
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში კარდაკარის პრინციპით, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა.
,,ქალაქ ზუგდიდში, მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ. სწორედ ასეთი შეხვედრების დროს იგრძნობა ყველაზე უკეთ ჩვენი მოქალაქეების განწყობა, რაც დიდ სტიმულს აჩენს ჩემში. მათი მოსაზრებებისა და იდეების მოსმენა მეხმარება ზუსტად განვსაზღვრო, როგორი უნდა იყოს ჩემი სამომავლო გეგმა და...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, არის ფიზიკური დაპირისპირების კონკრეტული სამწუხარო ფაქტები და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„წინასაარჩენო კამპანია, საერთო ჯამში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. არის კონკრეტული სამწუხარო ფაქტები, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და მე აქ არ დავიწყებ იმის გარჩევას თუ რომელი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. კატეგორიულად მიუღებელია ყველანაირი ძალადობა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































