ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ჩხერის ხიდი, რეაბილიტაციის მოლოდინშია. მოსახლეობა ყვება, რომ თაღოვან ხიდს ლეგენდები, თამარ მეფის ეპოქას უკავშირებენ, მისით კი აბრეშუმის გზით რომის იმპერიისკენ მიმავალი მოვაჭრეები დადიოდნენ. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მათივე თქმით, ხიდი რამდენიმე წლის წინ, ლოდის დაცემის შედეგად დაზიანდა. თუ ხიდს არ გაამაგრებენ, ადგილობრივები მისი ჩამოშლის საშიშროებაზე საუბრობენ.
შემდეგი სტატია სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას, - აღნიშნულში ხედავს გამოსავალს “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. როგორც უგულავა ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ურჩხულთან ბრძოლაში სააკაშვილიც ურჩხულს დაემსგავსა. „ბუნებრივად ისმის კითხვა ახლა რა ხდება? წავაგებთ? არა რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული. 7 წელია...
კარგი იქნება, როგორც ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება ბატონი ამირანის განცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ლიდერებიც შეუერთდნენ ამ მოწოდებას და თავიანთ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს მოუწოდონ რეგულაციების დაცვისკენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. „გვსურს, გამოვეხმაუროთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა გამოიჩინონ მაღალი...
წინა სტატია შემდეგი სტატია არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესს ხელი შეუწყონ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებს ავრცელებენ. "საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა, გალის რაიონში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვისთვის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ დე-ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფებოდა, დროშის დაწვას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს,...
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, კეთილმოწყობილია ეზოთი და სათამაშო მოედნებით. სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 60 ბავშვზე. საბავშვო ბაღის გახსნა ადგილობრივებს მიულოცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ხახუბიამ, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენელმა გიგა კობიაშვილმა, ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა გიორგი გამსახურდიამ და...
ისანში, მოსკოვის გამზირის 23 ნომერში არსებულ 29-ე საარჩევნო უბანზე "ქართულმა ოცნებამ" მისი მაჟორიტარის პლაკატი საარჩევნო უბანზე გააკრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სტარტეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია საარჩევნო კოდექსი და ზედ საარჩევნო უბანზე განათავსა პლაკატი. "ისნის რაიონში 29-ე საარჩევნო უბანთან, ნათლად ვხედავთ, თუ როგორ არღვევს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექს. მათ...
აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმსა და ქობულეთში არსებული ნაგავსაყრელები დაიხურება. მათი განმარტებით, პროექტი აჭარაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, აჭარაში ეკოლოგიური, სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას და ალტერნატიული ენერგიის მიღებას უზრუნველყოფს. მიმდინარე სამუშაოები ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, პროექტი დასკვნით ეტაპზეა, რაც ნიშნავს...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მალე სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელების ე.წ. რანდომული ანუ შერჩევითი ტესტირება დაიწყება, ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მალე დავიწყებთ მასწავლებლების ე.წ. რანდომულ ტესტირებას. თქვენ იცით, რომ თუ ერთი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა სკოლის სრული იზოლირება არ ხდება. კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე, მასთან შემხებლობაში მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები გადადიან...
"ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბნის სოფელ ყარაჯალარში მათი პარტიის წევრს, ოქტაი სკანდაროვს 11 ოქტომბერს, გვიან ღამით, დაესხნენ თავს და სცემეს, თუმცა, მოგვიანებით, გარდაბნის პოლიციიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა, რომელიც მანამდე "ოცნების" აქტივისტებს ადანაშაულებდა, ფაქტი უარყო და თქვა, რომ "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და მის ცემასთან მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არაფერი აკავშირებთ. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პოლიციაში დაკითხვაზე შესვლამდე ოქტაი...
ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ 17 ოქტომბერს დიდ მსვლელობას გამართავს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ. როგორც სერგი კაპანაძე აცხადებს, შეკრებას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რაც მოიცავს დისტანციას და პირბადეების ტარებას. „საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, პრაქტიკულად 3 კვირაზე ნაკლები დარჩა არჩევნებამდე, „ევროპული საქართველო“ კი აგრძელებს აქტიურ კამპანიას საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში. ჩვენ დღეს გვსურს გამოვაცხადოთ, რომ 17 ოქტომბერს, შაბათ დღეს,...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 6.3 კმ-იანი (კმ 0-კმ 6,3) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და ადგილობრივ გზებთან მოეწყო მიერთებები. ასევე, განხორციელდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები - გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, ენმ-ს წევრებსა და სოფლის წარმომადგენელს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ შეხვედრა ბაჩო ხუციშვილმა ჩაშალა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  ბაჩო ხუციშვილი კასპის მერის წარმომადგენელია ხოვლეში. ის საარჩევნო შეხვედრის ტერიტორიაზე საკუთრი ავტომანქანით მივიდა. "ნაცინალური მოძრაობის" კასპის მერობის კანდიდატის, ნუგზარ ნონიაშვილის თქმით, ბაჩანა ხუციშვილი იმ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრა იგეგმებოდა, ერთი საათით...
არჩევნები ახლოვდება და შეიძლება ბევრი სისულელე მოვისმინოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი გვირაბის პროექტი არ არის განხორციელებული,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოტანიკურ ბაღში განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება გვირაბები და არც გასაქცევად აქვს საქმე. "დღეს კიდევ ერთი ძალიან მაგარი პროექტი მიიღო საჩუქრად მუნიციპალიტეტმა, ეს არის წავკისის წყლის ხეობაში განხორციელებული სამუშაოები, სადაც კეთილმოეწყო დაახლოებით 3 კილომეტრი სიგრძის სასეირნო...
იმ შემთხვევაში, თუ კოვიდინფექცია ბაღში დაფიქსირდება, ჩვენ გვაქვს პროტოკოლი და დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთად ვღებულობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გვანცენაძემ აღნიშნა, რომ თუ ბავშვს ტემპერატურა დაუფიქსირდება, ე.წ. საიზოლაციო ოთახში გადაიყვანენ. „თუ ბავშვს დაუფიქსირდა ტემპერატურა, ის გადაგვყავს ე.წ. საიზოლაციო ოთახში, სადაც კვლავ ეზომება ტემპერატურა. ამის შემდეგ უკვე გონივრულ ვადაში ვთხოვთ მშობლებს, გამოცხადდნენ...
"ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ  ბრიფინგი გამართა და დემოკრატიაზე ისაუბრა, რაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალურობას სულ უფრო მეტად იძენს. როგორც ხაზარაძემ ბრიფინგის მსვლელობისას აღნიშნა, “ქართული ოცნება” ისევ უარს ამბობს დებატებზე და ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას. “ლელო” კი იმ ენაზე საუბრობს, რა ენაც მოსახლეობას ესმის - უშუალო და საქმიანი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსში, 2019 წელს, საქართველო ათი პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა....
დედოფლისწყაროში „საქმიანი ეზო“ მოეწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალი კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ დედოფლისწყაროში,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ