ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა მისამართზე სავარჯიშო მოედნების მოწყობას აგრძელებს.
ფოთის მერიის ცნობით, თითოეულ ლოკაციაზე კაუჩუკის მოედანზე 10 ერთეული სავარჯიშო ტრენაჟორი მონტაჟდება.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. შესაბამისად, ფიტნესზონებს და სპორტულ სივრცეებს აქტიურად ვაწყობთ. მოხარული ვართ, რომ მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად იყენებს ჩვენ მიერ მოწყობილ სივრცეებს. საერთო ჯამში კი, მიმდინარე...
"ქართული ოცნების’’ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი თვითიზოლაციაშია. მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, გულო გეგეჭკორს, კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მთელი შტაბი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
"დაახლოებით 7-8 კაცი ვართ თვითიზოლაციაში. არანაირი სიმპტომი არ აღგვენიშნება, მაგრამ მაინც ვრჩებით სახლში, მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ამ ეტაპზე წინასაარჩევნო შეხვედრები შეჩერებული გვაქვს," - ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.
"მე-7 დღეა, რაც კოვიდ...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩოხატაურის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, მათმა თანამშრომელმა თავი შეუძლოდ შაბათ-კვირას იგრძნო და ორშაბათს სამსახურში აღრ მისულა. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
"საფინანსო სამსახურის უფროსს დაუდასტურდა ვირუსი, შაბათ-კვირას იგრძნო ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ორშაბათს სამსახურში აღარ მოსულა. მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, მუშაობა ონლაინ მიმდინარეობს. დაწყებულია კონტაქტების მოძიება, ყველა გაიტესტება. მერიაში...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას პლაკატების და ბილბორდების დაზიანებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი გია აბულაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალები დაზიანებულია ხულოს რამდენიმე სოფელში, დაბა შუახევსა და სოფლებში, ასევე ქედაში. ბილბორდები კი ჩამოხიეს 6 ლოკაციაზე.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოუწოდებს ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს რეაგირება მოახდინონ ფაქტებზე. ასევე სადამკვირვებლო ორგანოებმა გააქტიურონ მონიტორინგი ამ მიმართულებით.
წინა სტატია
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი პაციენტები ამომრჩევლის მაქსიმუმ ნახევარ პროცენტს შეადგენენ და მათი ხმების გაყალბება არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა. ამის შესახებ კობახიძემ პარტიის შტაბში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"თქვენ წარმოიდგინეთ, პარტიამ მიიღოს ზომები იმისათვის, რომ ნახევარ პროცენტში რაღაცა იმაიმუნოს და რაღაც გააყალბოს. ეს არის სრული აბსურდი. ყველაფერში ცდილობენ რაღაცების...
შემდეგი სტატია
"ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს.
დონაძის თქმით, იმ სოფლებში, სადაც "ოცნების" კადიდატი ირაკლი ჩიქოვანი ატარებს შეხვედრებს, რამდენიმე დღეში ზუგდიდის მერი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს.
დონაძე აღნიშნავსს, რომ მერიის მიერ დადებული კონტრაქტები პირდაპირ მიჰყვება ჩიქოვანის საარჩევნო შეხვედრების გრაფიკს. დონაძის თქმით, ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა, ნანა ნარსიამ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული ხუთი წესი დაიცვან. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.
„რამდენჯერმე მოვუწოდე პოლიტიკოსებს მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან ახლა, ძალიან შორს ვარ. ქვეყანა არის წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში. მესმის, ამ დროს აუცილებელია წინასაარჩევნო აგიტაცია, შეხვედრები და ა.შ. მაგრამ ყველასთვის, როგორც თქვენთვის, ჩემთვის, აუცილებელია...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ეს არის გაყალბების ახალი სქემა, რომელიც შეიმუშავა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელისუფლებასთან ერთად, - ასე აფასებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბუჯანაძე ცესკოს დადგენილებას კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით.
როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს, ერთი მხრივ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანისთვის ხმის მიცემის საკონსტიტუციო უფლება, თუმცა, „უუნარო ხელისუფლების პირობებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ კანონი შეცვალოს კანონქვემდებარე აქტებით და კანონქვემდებარე...
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია. მიზეზად პარტიაში იმას ასახელებენ, რომ მას ინფიცირებულ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ჰქონდა კონტაქტი.
"მდინარაძე არის იზოლაციაში იმიტომ, რომ მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი ნინო წილოსანთან. სხვას უშუალო კონტაქტი ამ დეპუტატებთან არ უფიქსირდება, აქედან გამომდინარე იზოლაციაში არის გადასული მხოლოდ მამუკა მდინარაძე", - განაცხადა "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
ის ფონზე, როცა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ,...
ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა მოქალაქე ზაზა გულიაშვილს, ანუ საკუთარ თავს, თავისივე ბრძანებით ბინა აჩუქა, - ამის შესახებ სიუჟეტი გადაცემა "შაბათის ფორმულამ" მოამზადა.
https://www.facebook.com/TVFormula/videos/372451883889854
სოფელ ფარცხმასა და სამებაში ამომრჩევლებს შეხვდა გურიაში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მანუჩარ კვირკველია თანმხლებ პირებთან ერთად ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
დაათვალიერეს სამების მე-5 საარჩევნო უბნის შენობა, რომელსაც არც კარი და არც ფანჯრები აქვს. კვირკველიას შტაბის უფროსმა მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს დაინტერესდეს ამ საკითხით და არჩევნებამდე უზრუნველყონ ეს უბანი შესაბამისი პირობები.
წინა სტატია
ირაკლი კობახიძე სპეციალურ ბრიფინგზე, გუშინ კახა ოქრიაშვილის შტაბთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. თქვა, რომ ეს პროვოკაცია ოპოზიციისგან მომდინარეობს.
"გუშინ იყო საკმაოდ სერიოზული ინციდენტი, თავდასხმა იყო "ქართული ოცნების" მხარდამჭერზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ამ უმსგავსობას მოჰყვა კიდევ უფრო დიდი უმსგავსობა, სამწუხაროდ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ჩვენს შტაბთან არიან დაკავშირებული, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ვგმობთ," - ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, აუცილებელია, სამართალდამცავების მხრიდან...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ცალკეული ინციდენტები" ჩრდილს ვერ მიაყენებს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს.
"რაც მთავარია, პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ინციდენტზე და სხვა სამართალდარღვევაზე, რომელმაც საარჩევნო გარემოს პრობლემა შეიძლება შეუქმნას. სწორედ სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირების ხარჯზე გახდა და მომავალშიც უნდა გახდეს შესაძლებელი ინციდენტების მაქსიმალური პრევენცია", - განაცხადა კობახიძემ.
ბოლო პერიოდში მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები...
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო კარანტინის გარეშე, PCR ტესტის საფუძველზე ქვეყანაში შემოსვლას, სავარაუდოდ, ხვალიდან შეძლებენ. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, ამის შემდეგ მოქალაქეები თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ.
„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ PCR ნეგატიური ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში, ეს იქნება საკმარისი. ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან...
წინა სტატია
ბოლნისის პოლიციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გამოკითხეს. ასევე გვიან ღამემდე უტარდებოდა ექსპერტიზა ავტომობილს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ადვოკატის, ზურაბ თოდუას განმარტებით, სამართლიანი გამოძიების პირობებში საქმე სსკ-ის 19-108-ე მუხლით...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებაზე, სადაც საჭირო იქნება, შეზღუდვები ისევ დაწესდეს.
როგორც მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეზღუდვები წერტილოვნად დაწესდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება.
„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































