საარჩევნო უბანი გურიაში, რომელსაც არც კარი აქვს და არც ფანჯარა – მანუჩარ კვირკველია ამომრჩეველს შეხვდა

990

სოფელ ფარცხმასა და სამებაში ამომრჩევლებს შეხვდა გურიაში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მანუჩარ კვირკველია თანმხლებ პირებთან ერთად ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. 

დაათვალიერეს სამების მე-5 საარჩევნო უბნის შენობა, რომელსაც არც კარი და არც ფანჯრები აქვს. კვირკველიას შტაბის უფროსმა მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს დაინტერესდეს ამ საკითხით და არჩევნებამდე უზრუნველყონ ეს უბანი შესაბამისი პირობები.