საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გურჯაანში ტექნოპარკი გახსნა. უწყების ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მათი ინფორმაციით, ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის...
წინასაარჩევნო კამპანიამ ოქტომბერშიც ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მესამე შუალედური ანგარიში ფარავს 1-ლი ოქტომბრიდან  26 ოქტომბრამდე გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ შემთხვევებს,...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 512 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავისი სურვილის შესაბამისად არჩევენ. სახლების უმეტესობას მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც დევნილებს შემოსავლის წყაროც გაჩენაში ეხმარება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. 2020 წელს, მხოლოდ ამ...
წინა სტატია არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტიდან, 29 მათგანმა 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე 35 376 394 ლარის შემოწირულობა მიიღო. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას 17 086 626 ლარი შესწირეს, პარტიას „ლელო საქართველოსათვის“ – 5 075 844 ლარი, ხოლო საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შემავალმა პარტიებმა ჯამურად...
წინა სტატია შემდეგი სტატია მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წლის 1 ოქტომბრამდე დაახლოებით, 47 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს “გ & კ” ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან...
ქალაქ თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 32 თვეში უნდა დაასრულოს. “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის" ცნობით, სამუშაოების დაასრულების შემდეგ თეთრიწყაროში მცხოვრები 2 200 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფი იქნება. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მუშაობას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ქალაქ თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი. დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 24 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. კომპანიამ,...
შემდეგი სტატია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საქართველოს პარლამენტის 2020 წლის პარლამენტის არჩევნების კამპანიის დაფინანსების შუალედურ ანგარიშში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა: არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტიდან (პარტია და ბლოკი) 29 იყო ისეთი, რომელმაც 2020 წლის 1 იანვრიდან  15 ოქტომბრამდე შემოწირულება მიიღო. ამ სუბიექტების მიერ მოზიდული შემოწირულებების ჯამმა 35 376 394 ლარი შეადგინა, აქედან მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ - 17...
სრულად უმოქმედო იყო შს სამინისტრო. ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" "ქართული მარშის” დახმარებით მოქმედებს “, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი ფაქტი შეაფასა, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და "ქართულ მარშს" შორის დაპირისპირება მოხდა. ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურდა დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის მხარდამჭერები არ მოსულიყვნენ. “ ფაქტია, რომ "ქართული ოცნება"...
ქუთაისში დააზიანეს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ბანერები. ქალაქის ცენტრალურ უბანში განთავსებულ საარჩევნო შტაბთან ბანერები წითელი საღებავითაა გადახაზული, მიხატულია წითელი ვარსკვლავები და რუსულადაა მიწერილი - КГБ. „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის გრიგოლ შუშანიას განცხადებით, ოფისთან გამოკრული ბანერები, სავარაუდოდ, ღამით დააზიანეს, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ქალაქში არ იყვნენ: „გამთენიისას დავბრუნდით ქალაქში და დილით ოფისი ვანდალურად...
video
🚩კოვიდ-19 მოვლა სახლის პირობებში. წესები, რომელიც უნდა დავიცვათ, რომ შევამსუბუქოთ დაავადებით გამოწვეული სიმპტომები და არ გავავრცელოთ ინფექცია. ✅ შეგიძლიათ გამოიყენოთ სიცხის დამწევები და ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად, იბუპროფენი, პარაცეტამოლი) ✅ მიიღეთ სითხე, იმოძრავეთ, რაც თრომბოზის პროფილაქტიკის საშუალებაა. ✅ იარეთ ოთახში ან შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიშები ✅ აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები (პერიოდულად ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, ან ბუშტის გაბერვა) ❌ არ გამოიყენოთ თვითნებურად სისხლის გამათხელებლები, მაგალითად "ასპირინი" და ჰორმონები, მაგ: "დექსამეტაზონი' და ანტიბიოტიკები. სისხლის გამათხელებლების...
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია მათ სხვა რეგიონებიდანაც აქვთ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. გარდა ამისა, ის ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა. "ბატონმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, არსებობს წინასწარი მოლაპარაკება, რომ თქვენი ტელევიზია და ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი აქტივისტები ერთობლივად გეგმავდნენ, ერთის მხრივ პროვოკაციების მოწყობას და, მეორეს მხრივ, თქვენ...
„ნაცმოძრაობის“ მიერ ანგაჟირებული 4-5 ჟულიკი გადაადგილებას ვერ შემიზღუდავს. როგორც დიდაჭარა, ასევე მაღალმთიანი აჭარა მოვიარე. თავიდან დავიწყეთ და ბოლომდე, გოდერძის უღელტეხილზე დავასრულეთ“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მას შეძახილებით დახვდნენ და მოუწოდებდნენ სოფელი დაეტოვებინა. რიჟვაძე ამბობს, რომ ორ დღეში მმართველი გუნდი გამარჯვებას იზეიმებს და ეს იქნება მათი პასუხი „ნაციონალური მოძრაობისადმი“. „როდესაც პოლიტიკურ ძალას...
თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებისა და აქციის მონაწილეებისთვის მოედანზე სკამები მათი დისტანცირების მიზნით განათავსეს. აქციაზე მისულები თერმოსკრინინგს გადიან, მათ პირბადეებსაც ურიგებენ და მათი გამოყენებისკენ მოუწოდებენ. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ მხარდამჭერები რეგიონებიდან. მოგვიანებით აქციაზე მისულ მოსახლეობას „გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ.
"ქართული ოცნება" ბოლნისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერებს სამსახურიდან ათავისუფლებს, ამის შესახებ ადგილობრივები უკვე ღიად ალაპარაკდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლნისელების სახლებში უცნობ პირებს და ემიგრანტებს წერენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.  "მე წამოვედი ქართული ოცნებიდან იმის გამო, რომ გამიჩნდა პროტესტის გრძნობა არანაირი მხარდაჭერა და გვერდში დგომა არ მიგრძვნია მათგან და იყო ტყუილი დაპირებები, მე რომ ვერ დამითანხმეს ჩემი მეუღლე დაიბარეს და იგივე...
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, მცხეთის ცენტრში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის შტაბის წარმომადგენლები მათი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ. ამ თემაზე ბესელიამ ვიდეო და ფოტო მასალა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.  "ამ წუთებში მცხეთაში, ცენტრში კერესელიძის შტაბის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენი შტაბის წევრებს , რომლებიც პლაკატს აკრავდნენ", - წერს ბესელია.
საქართველოსა და „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს“ (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში.ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. შეთანხმებებს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის“ (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა მოაწერეს. „პროექტის ფარგლებში, სასესხო შეთანხმებით გამოყოფილი 15 მილიონი ევრო გათვალისწინებულია COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის სოციალური დახმარების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. საგრანტო შეთანხმებით გამოყოფილი გრანტი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ