წინა სტატია შემდეგი სტატია პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, დმანისის მერობის შეთანხმებული კანდიდატის გიორგი ტატუაშვილისა და მისი ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, "ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციის აქტივისტები სოფელ განთიადში დაჭრეს. "სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე...
შემდეგი სტატია დმანისის სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა. დაჭრილია 2 პირი. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი კავშირშია ოპოზიციური კანდიდატის მხარდამჭერებთან. მოქმედი მერი გიორგი ტატუაშვილი და კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, რა დროსაც, მათი თქმით, სუსის მიერ მობილიზებულმა პირებმა დანით დაჭრეს ოპოზიციის 2 მხარდამჭერი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"ქართული ოცნება" ხარაგაულში არჩევნების გასაყალბებლად ემზადება", - ინფორმაციას პარტია ,,საქართველოსთვის" ხარაგაულის მერობის კანდიდატი ავრცელებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. ვარლამ თავზარაშვილის განცხადებით, რაიონში მოსახლების დაშინება და ზეწოლა მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, პოსტი დატოვა #48 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა. თავზარაშვილის ინფორმაციით, კომისიის მდივანს  მაყვალა სულაქველიძეს თანამდებობის დატოვება, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა და კომისიის თავმჯდომარემ აიძულეს. მისივე ინფორმაციით, ხარაგაულში მოსახლეობას სოციალური დახმარების შეწყვეტითაც ემუქრებიან, ცენტრალურ მაგისტრალზე...
video
2014 წელს მინიჭებული თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 3 წელიწადში ზუგდიდმა დანარჩენ 6 ქალაქთან ერთდ დაკარგა. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ძალაში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის დღეს შევიდა. შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას მაშინ უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამ თემაზე სიუჟეტს ოდიშინიუსი ავრცელებს. თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაკარგვის შემდეგ უნდა ჩამოყალიბებულიყო დეცენტრალიზაციის სტრატეგიული, ერთიანი ხედვა, რომელიც ნიშნავს თვითმმართველობის განვითარების...
გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რადიო ჰერეთთან  ოპოზიციური პარტიების სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, ფაქტი ხელისუფლების წაქეზებით და მხარდაჭერით განხორციელდა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს. საკრებულოს წევრი ევა ლომთაძე აცხადებს, რომ ამომრჩეველი მათთან კომუნიკაციისას დიდ სიფრთხილეს იჩენს. ლომთაძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობას საკუთარი პოლიტიკური პოზიციის ხმამაღლა გამოხატვის ეშინია. „თვალებით გვანიშნებენ, რომ ზოგიერთი...
ურთის გადასახვევთან, ოთხი სოფლის - ცაიშის, ურთის, ხეცერას და აბასთუმის დამაკავშირებელი გზა, მოსახლეობის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ განათებულა. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით ერთ კილომეტრამდე მონაკვეთზე გადაადგილება ღამის საათებში სახიფათოა და ვერც ბავშვები გამოჰყავთ სასეირნოდ შებინდებისას. ამს შესახებ ლაივპრესი წერს. ზუგდიდის მცხოვრები, მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია, რომელიც ოჯახთან ერთად ცაიშში ისვენებს, ამბობს, რომ მოსახლეობამ მერიას არაერთხელ მიმართა პრობლემის გადაჭრის თხოვნით,...
„ბორჯომში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტაბაწყურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვიდია ირიციანმა კანდიდატურა მოხსნა, პარტიაში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ, ყოფილი კანდიდატი კი კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და პროპორციული სიის პირველი ნომრის, ბაკურ გელაშვილის თქმით, ვიდია ირიციანი სავარაუდო ზეწოლის მსხვერპლია, რის გამოც იგი იძულებული გახდა კანდიდატურა მოეხსნა. „როგორც ინფორმაცია მაქვს სავარაუდო ზეწოლის ფაქტები იყო ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ, მაქვს ინფორმაცია, რომ თავად მიაცილეს ოლქამდე სადაც „ქართული...
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ბორჯომის საარჩევნო ოლქში, პროპორციული სიით 14 პარტიაა დარეგისტრირებული. გთავაზობთ პარტიების მიერ წარდგენილი სიების პირველ ათეულებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. N1 „მესამე ძალა“ გიორგი გიუაშვილი მაკა ჩადუნელი სოფიო ტატანაშვილი ნინო მაჭავარიანი თამარ გოგეშვილი მიხეილ გიუაშვილი მარიამ კაპანაძე დიანა ინასარიძე გიორგი ნოზაძე ხატია წიქარიშვილი „მესამე ძალას“ ბორჯომში 26 წევრიანი პროპორციული სია აქვს წარდგენილი. N2 „ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ბაქარ შირაძე თამილა ფერაძე გრიგორ ებრალიძე მამუკა ფერაძე კანდიდატურა მოხსნა კანდიდატურა მოხსნა ოთარი ზუბაშვილი გიორგი ღონღაძე გულნარა ჩოფლიანი კანდიდატურა...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში კომპანია „სოკარის" მიერ ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამის შესახებ სპექტრი წერს. საბავშვო ბაღი ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ". ბაღი გათვლილია 100 ბავშვზე. გარდა 4 საკლასო ოთახისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს. შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე...
video
„პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. ბათუმის მერობისთვის, ბონდო გუგულაძე იბრძვის. პარტიის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანა მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას და ამაში ბრალი ხელისუფლებას მიუძღვის. აქ ფიქრობენ, რომ ქვეყანაში კოალურციური მთავრობების ჩამოყალიბება ადგილობრივი თვითმმართველობებიდან უნდა დაიწყოს.
video
ბათუმში მიმდინარე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პასუხი არ აქვს. გოგოლის ქუჩაზე 11 ნომერში  გაურკვეველი ფუნქციის კორპუსებს „მეტრო ტერმინალი“ აშენებს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. თორნიკე რიჟვაძეს ვკითხეთ, ხომ არ იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ინტერესები,  რაც რეგიონის ხელმძღვანელმა პირმა  კატეგორიულად უარყო.  ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია მუნიციპალურმა ინსპექციამ 7 ჯერ დააჯარიმა, ამის მიუხედავად კი დემონტაჟი ამ დრომდე არ განხორციელებულა. საქმე სასამართლო დავის...
video
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიცია ხულოში ხელისუფლებისა და სახელისუფლებო პარტიების მხრიდან მათი კანდიდატების დაშინებაზე, ძალადობასა და შანტაჟზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს ორგანზაციისა და საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, რომელიც ხულოს მოქმედი საკრებულოს წევრიცაა, აცხადებს, რომ  „ქართული ოცნება“ რთულ წინასაარჩევნო ფონს, წაგების შიშით ქმნის. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით, დაშინებისა და ზეწოლის ობიექტი რამდენიმე დღის წინ დიოკნისი - რიყეთის მაჟორიტარი კანდიდატი გახდა. თავად...
უფლისციხეში სასმელი წყლის პრობლემა აღარ იარსებებს - სასმელი წყლის პროექტი უკვე დაწყებულია, პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების ღირებულება 734 500 ლარს შეადგეს და 2022 წლის ზაფხულში დასრულდება. „პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილი, რეზერვუარი საქლორატოროთი, წყალსადენის მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი. დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. ათეული წლებია სოფლის მოსახლეობა ინდივიდუალური ჭებით სარგებლობს. პროექტის დასრულების შემდეგ 250 - მდე...
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის გაზრდა არა ტრანსპორტის რაოდენობის შემცირებას, არამედ, საცობებს უკავშირდება. როგორც წილოსანი აცხადებს, თბილისში ტრანსპორტის რაოდენობა 4 წლის წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით ერთნახევარჯერაა გაზრდილი. „ტრანსპორტის რაოდენობა შემცირებული არ არის, თუ შევხედავთ 4 წლის წინ არსებულ მდგომარეობას, დაახლოებით, ერთნახევარჯერ არის გაზრდილი ავტოპარკის რაოდენობა და სკამების რაოდენობა, ანუ რამდენი მგზავრის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2.6 მილიონ ლარს სცდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ დაათვალიერეს. „ქიზიყის ქუჩაზე არსებული გზა დაზიანებული იყო და ქალაქის მოსახლეობას მასზე გადაადგილება...
“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა, აკაკი ბობოხიძემ, გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის პარტიული სიის ათეული წარადგინეს. “ევროპულმა საქართველომ” დაამკვიდრა სტანდარტი, რომ სიას ამომრჩეველი ადგენს და არა პარტიის ხელმძღვანელები. ჩვენს გუნდს წარმატებას ვუსურვებ იმ საქმეში, რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება ჰქვია“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ სიის ათეულის წარდგენისას. მისივე თქმით, 2 ოქტომბერს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. „2 ოქტომბერს ვაკეთებთ ასეთ არჩევანს - ვტოვებთ ქვეყანას...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ