დმანისის სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა. დაჭრილია 2 პირი. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი კავშირშია ოპოზიციური კანდიდატის მხარდამჭერებთან.
მოქმედი მერი გიორგი ტატუაშვილი და კახა ოქრიაშვილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, რა დროსაც, მათი თქმით, სუსის მიერ მობილიზებულმა პირებმა დანით დაჭრეს ოპოზიციის 2 მხარდამჭერი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.