ბათუმში მიმდინარე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პასუხი არ აქვს. გოგოლის ქუჩაზე 11 ნომერში გაურკვეველი ფუნქციის კორპუსებს „მეტრო ტერმინალი“ აშენებს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
თორნიკე რიჟვაძეს ვკითხეთ, ხომ არ იკვეთება ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, რაც რეგიონის ხელმძღვანელმა პირმა კატეგორიულად უარყო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია მუნიციპალურმა ინსპექციამ 7 ჯერ დააჯარიმა, ამის მიუხედავად კი დემონტაჟი ამ დრომდე არ განხორციელებულა. საქმე სასამართლო დავის საგანია. ტერიტორიაზე ავტოსადგურის მშენებლობის ნებართვა 2011 წელს გაიცა, თუმცა 10 წლის შემდეგ ადგილზე გაურკვეველი ფუნქციის 7 შენობა დგას.