ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამას აგრძელებს. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მათივე ინიციატივით მეთორმეტე კლასელებს ოთხ სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადება დაუფინანსდებათ. ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე პროექტის მეორე ეტაპის მონაწილეებს და მათ მშობლებს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის მარტიდან დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი მეთორმეტე კლასელებისთვის, „დაინტერესება დიდი იყო. პროგრამის მონაწილეთა უმრავლესობამ, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ....
გორში რამდენიმე ადგილას გარეგანათების ნათურები გამოიცვალა. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გარეგანათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის გარდა სოფლებშიც მიმდინარეობს. “საჭიროების შესაბამისად ტარდება სხვადასხვა სახის სამუშაოები, ძველი ნათურები იცვლება ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ან ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი. ამ ეტაპზე სამუშაოები ჩატარდა გორში შაფთოშვილის, ჩხეიძის, ამილახვრის ქუჩებზე და ნაჭარმაგევის დასახლებაში”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირის ოფისის წინ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. კობახიძე ოფისის წინ ჟურნალისტების კითხვებს სცემდა პასუხს, რა დროსაც მასთან მელია მივიდა: "შენ მართლა გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტი". ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ხვდებიან. როგორც კობახიძე ამბობს, შეხვედრა მხოლოდ არჩევნებს ეხებოდა. ოფისთან მისული იყო ნიკა მელიაც, რადგან...
"მიმდინარე სასწავლო წელი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში რეალურ სივრცეში გადაინაცვლებს" - NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ მაჩვენებლები ოქტომბრის დასაწყისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. "გეთანხმებით - რისკი იმის, რომ ვირუსი სკოლის გარეშეც გადასდონ ერთმანეთს, არსებობს, თუმცა რისკები განსხვავებულია როცა ბავშვი ეზოში, ღია სივრცეში თამაშობს და როცა ბევრ თანაკლასელს ხვდება ერთ ოთახში. იმედი გვაქვს, რომ ავადობა იკლებს ქვეყანაში იმ დროისთვის, რაც გათვლილი გვქონდა და...
გორში წმინდაწყლის დასახლებაში ყოფილი საავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერიამ აღნიშნული ფართი აუქციონის ფორმით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში გაასხვისა. ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომლის ნაწილიც ჩამონგრეული იყო შპს ფროფერთიმ 716 100 ლარად იყიდა. შენობის სრულ დემონტაჟს ახალ მფლობელს აუქციონის პირობები ავალდებულებდა. გარდა ამისა, მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მეპატრონე ვალდებულია 4 წლის ვადაში მიწის ნაკვეთი გააშენიანოს და აშენებული ობიექტი...
ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მეტი წახალისება მივცეთ. განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიება, რომელიც ქვეყანაში უნდა დაინერგოს, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში 1 200 სოფლის ექიმია, მათი როლი კი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმდინარეობაში განსაკუთრებით დიდია. „უფრო მეტად გააქტიურდება პირველადი ჯანდაცვა. სოფლებსა და მუნიციპალიტეტბში სოფლის ექიმები კიდევ უფრო ახლოს მივლენ ადამიანებთან. გამსვლელი ბრიგადებიც მოიმატებს, უფრო გააქტიურდება...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძეს თქმით, დაწესდება თუ არა არჩევნების შემდეგ ახალი შეზღუდვები ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი სიტუაცია იქნება ქვეყანაში პირველ რიგში აცრების თვალსაზრისით. Bm.ge-თან საუბრისას იმნაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა მდგომარეობის დამძიმება შესაძლოა არჩევნების შემდგომ პერიოდში დაიწყოს. „გასული არჩევნების ჩატარება უსაფრთხოების თვალსაზრისით აღიარებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან,...
თბილისის მერიამ ახალქალაქის და ახალციხის მუნიციპალიტეტებს, 3–3 მეორადი ავტობუსი გადასცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. რომელი მიმართულებით იმოძრავებენ ავტობუსები და ჩაანაცვლებენ თუ არა საქალაქო ტრანსპორტს  უცნობია, ახალციხის მერიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ, ახალქალაქში კი გვეუბნებიან, რომ ავტობუსები იმ მიმართულებით იმოძრავებენ, სადაც ასფალტია დაგებული. „ორი დღეა რაც ჩამოიყვანეს, ძველი ავტობუსებია, რომელიც თბილისის მერიამ უფასოდ გადმოგვცა. უნდა ავიყვანოთ მუნიციპალიტეტის ბალანსზე, რადგან აქ არც...
ხმაური იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერი 6 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის, პლენარულ სხდომაზე გატანის თაობაზე მსჯელობდნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი არასაპატიო გაცდენებია. საუბარია არჩევნების შემდგომ პერიოდზე, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა და უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებაც ჰქონდათ დაწერილი. სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი მმართველი პარტიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ბაგრატიონის თქმით, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ძალის...
ცესკოს ინფორმაციით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სამცხე–ჯავახეთში 219 უბანი გაიხსნა,  შშმ პირთათვის ადაპტირებულია 66 უბანი, მათ შორის 38 პანდუსიანია. N36 ბორჯომის საარჩევნო ოლქში, 31 უბნიდან შშმ პირთათვის ადაპტიტრებული (პანდუსიანი) მხოლოდ სამია: #4 საარჩევნო უბანი – ბორჯომის N3 საჯარო სკოლა (რუსთაველის ქ.#97); #13 საარჩევნო უბანი –  წაღვერის საჯარო სკოლა (წაღვერი, აღმაშენებლის ქ.#25); #18 საარჩევნო უბანი – ტაძრისის საჯარო სკოლა. N37 ახალციხის საარჩევნო ოლქში 36...
პარტია ''ლელო საქართველოსთვის'' ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ძალადობრივ ნარკოპოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში დაკავებულია ათობით ახალგაზრდა, რის სანაცვლოდაც ითხოვენ ხმებს და წინასწარ საპროცესო გარიგებებზე უთანხმდებიან. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ''ლელოს'' სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძე კონკრეტულ პირების დასახელებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ აღნიშნულ ადამიანებს არ სურთ საჯაროობა. როგორც პარტიაში აცხადებენ პრობლემის შესახებ დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები საუბრობენ. ''ლელო'' მოუწოდებს პროკურატურას აღნიშნული...
“საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, დიდი დიღმის ყველა მცხოვრების უკმაყოფილებას ვიღებ” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. “საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდი დიღმის ნაწილში სხვა რაიონებთან შედარებით, ვითარება უფრო რთულადაა. ყველა იმ უკმაყოფილებას ვიღებ, რომელიც იქ მცხოვრები მომხმარებლისგან არსებობს. ყველა ექსპერტის დასტურით ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები იმ კონკრეტული ტერიტორიებიდან მაცხოვრებლების გამოყვანას...
“ჩვენ ტრანსპორტის ჩანაცვლების პროცესი უკვე დავასრულეთ. ყველა ახალი ავტობუსი, რომელიც დაემატება, ამით ქსელზე დამატება მოხდება და არა ჩანაცვლება", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დრო გაზრდილია, თუმცა, არა იმიტომ, რომ ქსელში ავტობუსების ნაკლებობაა, არამედ ამის მიზეზი ქალაქში არსებული საცობებია. “ჩვენ მგზავრთა გადაყვანის მოცულობა 30%-ით უკვე...
„კლუბებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ, რათა მომავალში მუშაობა შეძლონ“, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისი ეკონომიკური პოლიტიკის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ღამის ეკონომიკის განვითარებას შეეხებოდა. მისი შეფასებით, გასული 4 წლის განმავლობაში თბილისის მერია ღამის ეკონომიკის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და პანდემიის პერიოდში ამ მიმართულებით კერძო სექტორს დიდი დახმარება აღმოუჩინა. „ასევე მნიშვნელოვანი დახმარებები გავუწიეთ საკლუბო სცენებს, რომლებიც ძალიან...
გლდანის რაიონში, კერძოდ, მუხიანის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. N104 ბაგა-ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა. საბავშვო ბაღი რვაჯგუფიანია და 230 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში დასაქმებულია 50-მდე ადამიანი. როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, N104 ბაგა-ბაღი აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, რაგბის მინი სტადიონი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები, სათამაშო...
თბილისის მერი კახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ განცხადებებს არ ენდობა, ვინაიდან აღნიშნულ ორგანიზაციას იმიჯი ძალიან შეელახა. კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ორგანიზაციის ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც საუბარია „სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით მუქარასა და ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებაზე“. კალაძის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. „ფაქტები უნდა დაიდოს. „ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელსაც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ