ვიქტორ წილოსანი: ტრანსპორტის ჩანაცვლების პროცესი უკვე დავასრულეთ

374

“ჩვენ ტრანსპორტის ჩანაცვლების პროცესი უკვე დავასრულეთ. ყველა ახალი ავტობუსი, რომელიც დაემატება, ამით ქსელზე დამატება მოხდება და არა ჩანაცვლება”, – ამის შესახებ “საქმიან დილაში” თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დრო გაზრდილია, თუმცა, არა იმიტომ, რომ ქსელში ავტობუსების ნაკლებობაა, არამედ ამის მიზეზი ქალაქში არსებული საცობებია.

“ჩვენ მგზავრთა გადაყვანის მოცულობა 30%-ით უკვე გაზრდილი გვაქვს. თუმცა, მოლოდინის დროები მომხმარებლისთვის არ შემსუბუქდა, რაც საცობებითაა განპირობებული. ქალაქს 10 ძირითადი დერეფანი ექნება, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს, რაც მგზავრთა მოლოდინის რეჟიმის შემცირებას შეუწყობს ხელს,” – განმარტა წილოსანმა.

ცნობისთვის: დედაქალაქში თებერვალში 145 ერთეული ავტობუსი შემოვა, ხოლო მომავალ წელს მერია 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.