გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს

256

გორში წმინდაწყლის დასახლებაში ყოფილი საავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერიამ აღნიშნული ფართი აუქციონის ფორმით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში გაასხვისა. ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომლის ნაწილიც ჩამონგრეული იყო შპს ფროფერთიმ 716 100 ლარად იყიდა.

შენობის სრულ დემონტაჟს ახალ მფლობელს აუქციონის პირობები ავალდებულებდა. გარდა ამისა, მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მეპატრონე ვალდებულია 4 წლის ვადაში მიწის ნაკვეთი გააშენიანოს და აშენებული ობიექტი ექსპლოატაციაში მიიღოს.