გორში რამდენიმე ადგილას გარეგანათების ნათურები გამოიცვალა.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გარეგანათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის გარდა სოფლებშიც მიმდინარეობს.
“საჭიროების შესაბამისად ტარდება სხვადასხვა სახის სამუშაოები, ძველი ნათურები იცვლება ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ან ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი. ამ ეტაპზე სამუშაოები ჩატარდა გორში შაფთოშვილის, ჩხეიძის, ამილახვრის ქუჩებზე და ნაჭარმაგევის დასახლებაში”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.