ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ მის მიმართ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყებისთვის პროკურატურას მიმართა. საქმე ეხება მის განცხადებებს "კოკაინის მოხმარებაზე". შესაბამისი განცხადება დღეს პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა საგამოძიებო უწყებაში შეიტანეს.
მიხეილ დაუშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ბრალდებები არ დადასტურდება, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით.
"გენერალურ პროკურატურას მივმართეთ, რათა ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება და...
პარტია „საქართველოსთვის" ფოთის ორგანიზაციის წევრები მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მერობის კანდიდატმა გიორგი აბსარიძემ განაცხადა, ქალაქის მასშტაბით ადგილი აქვს როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო პლაკატების დაზიანებას. ისინი ოპონენტებს მოუწოდებენ, წინასაარჩევნო კამპანია სამართლიანად, ღირსეულ და თანაბარ პირობებში აწარმოონ.
,,ბოლო დღეების განმავლობაში აქტიური სახე მიიღო ფოთში პარტია ,,საქართველოსთვის" მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფაქტებმა, რაც კანონდარღვევა და...
"ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძე ახალი ვებგვერდი- Tbilisistvis.ge წარადგინა.
კახა კალაძის თქმით, საიტზე განთავსებულია დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული 4 300-ზე მეტი და 380-მდე მიმდინარე პროექტი.
„აღნიშნული საიტის შექმნის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ყველა იმ პროექტზე, რომელიც თბილისში ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელდა ან განხორციელების პროცესშია. ვებგვერდი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიხილოთ ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტული უბნების მიხედვით,“-აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი...
"ქართული ოცნების" ჩოხატაურის მერობის კანდიდატის, დავით შარაშიძის საარჩევნო პროგრამა
ბათუმის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ.
„ჟიურის წევრები მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არიან დაკომპლექტებული:
მარვინ ლიაო - ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი. ინვესტიციები განხორციელებული აქვს 420-მდე სტარტაპში, როგორიცაა: Embroker, Eaze, Aircall, Manychat, Shippo, RapidAPI,...
"ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის, დავით ბახტაძის საარჩევნო პროგრამა.
დოკუმენტი სრული სახით იხილეთ ბმულზე
დმანისის მუნიციპალიტეტში, ახალი პროფესიული კოლეჯი „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ პირველ სტუდენტებს მიიღებს.
სოფელ სარკინეთში, პროფესიულ კოლეჯში „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი იმყოფებოდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი ტიპის პროფესიული სასწავლებლები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას სოფლის მეურნეობით და აგრარულ სფეროში ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას.
„დმანისის მუნიციპალიტეტში გახსნილი ახალი პროფესიული სასწავლებელი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა,...
წინა სტატია
მთავარ აქცენტებში“ გასულ ექკლუზიურ ინტერვიუს, რომელშიც კალაძეების კლანის საქმიანობა გაიშიფრა, "ოცნების" მერობის კანდიდატის აგრესიული პასუხი მოჰყვა. კალაძე ამჯერადაც სიძულვილის ენას მიმართავს:
„ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი სიბინძურე. სუფთა "სანტა ბარბარა" მოაწყო გუშინ, სამარცხვინოები ხართ, პირდაპირ გეტყვი. მე მესმის, არჩევნებია, ყველაფერს კადრულობთ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც, სავარაუდოდ, თავს დაიწვავს“, - თქვა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მთავარი არხის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ორდენიძეების ოჯახთან დაკავშირებით "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "სამარცხვინო ტყუილი" უწოდა, მაგრამ საქმეში არსებულ მიმოწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს არ უპასუხა.
"ეს არის მორიგი სამარცხვინო ე.წ. ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული ტელევიზიის ეთერში გავრცელდა. რაღაც ტყუილს გაავრცელებთ და მერე გვიწევს ამაზე კომენტარების კეთება, სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ამ ტელევიზიის ლიდერებმა, საკუთარ პარტიულ ლიდერებს მიხედონ", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
კარლო კალაძის თაღლითური სქემის ერთ-ერთი მონაწილე ბრალდებებს უარყოფს. ბესო ფიფია კალაძეებისა და ორდენიძეების ოჯახებთან ნაცნობობას ადასტურებს, მაგრამ ამტკიცებს,რომ ნიკა გვარამიას მთავარ აქცენტებში გასული მისი და გარდაცვლილი ნანა მოდებაძის სატელეფონო საუბარი, სადაც ის ფულს ითხოვს, გაყალბებულია. ფიფია ამტკიცებს, რომ ორდენიძეების ოჯახმა "შოუ დადგა" და მათ ამაში ფული აიღეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ფიფია ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს ის...
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი სამეგრელოში. სენაკსა და ზუგდიდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ არჩევნებში ხმების მიღების სანაცვლოდ 8 მრავალშვილიან ოჯახს ბინები უკანონოდ, ჩუმად გადაუფორმა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ოჯახები წლებია იმ ფართების დაკანონებას ითხოვენ, სადაც ცხოვრობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ახლა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე ოჯახს შეუთვალეს, რომ 2 ოქტომბერს, მხარდაჭერის შემთხვევაში საკუთრებაში გადასცემდნენ საცხოვრებლებს და ასეც მოხდა, ხოლო მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი,...
ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? არასწორ კითხვას სვამთ. არ არის საინტერესო, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, მივა თუ არა გამოკითხვაზე, თუკი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების გამო გიორგი გახარია მას და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს უჩივლებს.
მისივე თქმით, „ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი“.
„ვფიქრობ, რომ ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. არ არის საინტერესო...
კახა კალაძეს, კრიმინალებზე და ე.წ. ძველ ბიჭებზე არჩევნებისთვის 5 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე საუბრობს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, თანხის ნახევარი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ნახევარიც არჩევნების წინა დღეს რიგდება. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერი პატიმრებს სასჯელის შემცირებას, საპროცესო შეთანხმებას ან სულაც თავისუფლებას ჰპირდება. ჯამში დედაქალაქის მასშტაბით 300-მდე მსჯავრდებულზეა საუბარი.
მივმართავთ პროკურატურას, გამოაქვეყნოს "ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანზე სხვადასხვა დროს აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა რეზო ხარაზმა პროკურატურასთან განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს მერობის კანდიდატად კორუმპირებული და სავარაუდოდ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი მერობის კანდიდატი ჰყავს.
"დღეს ჩვენ საქართველოს პროკურატურას მივმართეთ, რომ გამოაქვეყნოს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანზე სხვადასხვა დროს აღძრული სისხლის სამართლის...
ოპოზიცია ორდენიძეების ოჯახის საქმეზე გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ თბილისის მერის მამის, კარლო კალაძისა და საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ბესო ფიფიას დაკითხვა აუცილებელია, თუმცა, სამართლიანობის აღდგენის იმედი არ აქვთ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ ეს საქმე მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერის, კახი კალაძის გამო "თაროზე შემოდო", თუმცა, მისივე თქმით, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.
"სად...
ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას არ გააკეთებს, რადგან ამისთვის ძალა არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
კახა კალაძემ დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გივი ჩხარტიშვილთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა შეეხებოდა ნიკა მელიას განცხადებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი გაიმარჯვებს და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
„უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ორ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































