გიორგი კაპანაძე: კახა კალაძეს კრიმინალებზე და ე.წ. ძველ ბიჭებზე არჩევნებისთვის 5 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი

750

კახა კალაძეს,  კრიმინალებზე და ე.წ. ძველ ბიჭებზე არჩევნებისთვის 5 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კაპანაძე საუბრობს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, თანხის ნახევარი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ნახევარიც არჩევნების წინა დღეს რიგდება. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერი პატიმრებს სასჯელის შემცირებას, საპროცესო შეთანხმებას ან სულაც თავისუფლებას ჰპირდება. ჯამში დედაქალაქის მასშტაბით 300-მდე მსჯავრდებულზეა საუბარი.