თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში "ნაციონალური მოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატის ბანერი და პლაკატები დააზიანეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  აღნიშნულ ინფორმაციას მერობის კანდიდატი თავად ავრცელებს. მისი თქმით, საარჩევნო მასალებს შავი საღებავი აქვს დასხმული. გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ დაზიანებული წინასაარჩევნო მასალა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინ არის განთავსებული. ბანერების და საარჩევნო მასალების დაზიანების ფაქტებზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური და მმართველი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
ჩუმლაყი-ყიტაანის მაჟორიტარ დეპუტატად „პატრიოტთა ალიანსიდან“ ივანე ყოჩაშვილი იყრის კენჭს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  იგი ამბობს, რომ წლების განმავლობაში ორივე სოფელში არაერთი პრობლემა დაგროვდა. მხარდაჭერის შემთხვევაში კი თავდაპირველად მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას გეგმავს. მისი ინფორმაციით, ჩუმლაყსა და ახაშენში კერძო ტაქსებით გადაადგილება ძვირია, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს. ასევე გეგმავს, შექმნას სამუშაო ადგილები, რაც გაჭირვებულ მოსახლეობას სოციალურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს.
წინა სტატია ქვეყანაში არსებული სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უდიდესი მფლობელი კვლავ სახელმწიფოა. ეკონომიკის სამინისტრო ამ დრომდე ვერც ამ მიწების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვას ახერხებს და არც იმათ გადასცემს, ვისაც რეალურად უნდა ეკუთვნოდეს - მუნიციპალიტეტებს. droa.ge-მ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ჰა მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში. მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ მხოლოდ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში 5 284 ჰა არასასოფლო და...
ბანერების და საარჩევნო მასალების დაზიანების ფაქტები, სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრა საქართველოს მასშტაბით, მხარდამჭერებზე ზეწოლა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ეს ის საკითხებია, რაზედაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ. მათი თქმით, აღნიშნული ფაქტები ხშირად წინასაარჩევნო პერიოდში ფიქსირდება. ამ თემაზე სტატიას კახეთის ხმა წერს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მმართველ პარტიას აგიტაციაში ხელშეშლის მცდელობაში, მათ მხარდანჭერებს ბანერების დაზიანებაში, ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერების დაშინებაში, მათზე ზეწოლასა...
არასრულწლოვნები ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის შესაძლოა, აღარ დაჯარიმდნენ. აღნიშნულს გულისხმობს, მოქალაქეების საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. ეს წინადადება ავტოსატრანსპორტო საშუალებით უბილეთოდ მგზავრობისას არასრულწლოვანი პირების მიმართ რეგულაციების მოწესრიგებას ეხება. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო წინანადებას კომიტეტი კანონპროექტის სახეს მისცემს და შესაბამის ცვლილებაზე დეპუტატები კომიტეტის სხდომებზე იმსჯელებენ. საკანონმდებლო წინადადების თანახმად კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უბილეთო...
"ქართული ოცნების" თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის საარჩევნო პროგრამა
2 ოქტომბრის  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარეხ დათიაშვილი დაასახელა, „ქართულმა ოცნებამ“კი გოჩა ქიმაძე. რა პრობლემებს ხედავენ მუნიციპალიტეტში კანდიდატები და გამარჯვების შემთხვევაში, რომელი საკითხის მოგვარებაზე დაიწყებენ ზრუნვას, ამის გასარკვევად „სამხრეთის კარიბჭე“ ორივე მათგანს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაგვთანხმდა. „ენმ“–ს კანდიდატმა, მარეხ დათიაშვილმა ჩვენთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ერთკვირიანი ლოდინის მიუხედავად, არც ჩვენ მიერ...
"ქართული ოცნების" კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის საარჩევნო პროგრამა
თავდასხმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე - აბაშაში, სოფელ მარანში, თეა წულუკიანის ჩასაწერად მისულ ჟურნალისტ ემა გოგოხიას და არხის ოპერატორს "ქართული ოცნების" შტაბის წევრები, დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. თეა წულუკიანი აბაშის კულტურის სახლში ვიზიტის შემდეგ, "ოცნების" დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის სახლში საქეიფოდ მიდიოდა, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მას ჩასაწერად სწორედ იქ გაჰყვა. გზაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მანქანიდან გადმოვიდნენ და სიტყვერი დაპირისპირება დაიწყეს, რომელიც შემდეგ...
წინა სტატია სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, არც ჩემი გადასაწყვეტია, ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რთულია იმის...
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატები კი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამ თემაზე სტატიას კახეთის ხმა წერს. კახეთის 8 საარჩევნო ოლქში მერობის 21 კანდიდატია წარდგენილი, საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი – 305 პირი. როგორც მათი ბიოგრაფიებიდან და საქმიანობებიდან ირკვევა, კანდიდატების უმეტესობა, მეტწილად, ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული. მათგან გარკვეული ნაწილი, წინა თუ ახლანდელი ხელისუფლების პირობებში,...
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ბრიფინგი გაიმართა. გიორგი კირთაძის განცხადებით, გოგოლის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროებში ჩინური ჯგუფები შევიდნენ. მისივე თქმით, იგეგმება სასტუმროების საცხოვრებელ სახლებად გადაკეთება, მათ შორის რამდენიმეში ისინი უკვე ცხოვრობენ. "თუკი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს რატო არ საჯაროვდება. თორნიკე რიჟვაძე და არჩილ ჩიქოვანი უძლურები არიან მიუახლოვდნენ გოგოლის #1-ში აშენებულ კორპუსებს", - აცხადებს გიორგი კირთაძე. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, ობიექტზე...
თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონკურსი მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამისთვის -„შემოქმედებითი თბილისი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ტარდება. „კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა. კონკურსის მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება, დიზაინი და რეწვა, ასევე, ვიზუალური ხელოვნება (ინსტალაცია, მხატვრობა,...
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 37 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მერობის სამ კანდიდატს შორის მოუწევს, პროპორციული სია 8 პარტიას აქვს დარეგისტრირებული, მაჟორიტარობის კანდიდატები კი 5 პარტიას ჰყავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ქალაქ ნინოწმინდაში N1, N2, N3 და N37 უბანების ამომრჩეველი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სამ პირს შორის შეარჩევს. N1 – „მესამე ძალა–სტარატეგია აღმაშენებელი“ – მამიკონ სააკიან; N5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თაკუჰი ვარტანიან; N25 – „გახარია–საქართველოსთვის“ – ირინა კარსლიან; N41 – „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ვაგინაკ არზუმანიან. გორელოვკის მაჟორიტარულ...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 570 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ. მათივე ცნობით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, 5000 დევნილი ოჯახი განსახლდება. „სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ. დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად...
"ქართული ოცნების" ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის საარჩევნო პროგრამა. დოკუმენტი სრული სახით იხილეთ ბმულზე

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ