თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება გრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კონკურსი მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამისთვის -„შემოქმედებითი თბილისი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ტარდება.
„კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა. კონკურსის მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება, დიზაინი და რეწვა, ასევე, ვიზუალური ხელოვნება (ინსტალაცია, მხატვრობა, ფოტოგრაფია და სხვა).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერაა აუცილებელი.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: culture.tbilisi.gov.ge.
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.