არასრულწლოვნები ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის, შესაძლოა, აღარ დაჯარიმდნენ

415

არასრულწლოვნები ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის შესაძლოა, აღარ დაჯარიმდნენ. აღნიშნულს გულისხმობს, მოქალაქეების საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

ეს წინადადება ავტოსატრანსპორტო საშუალებით უბილეთოდ მგზავრობისას არასრულწლოვანი პირების მიმართ რეგულაციების მოწესრიგებას ეხება. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო წინანადებას კომიტეტი კანონპროექტის სახეს მისცემს და შესაბამის ცვლილებაზე დეპუტატები კომიტეტის სხდომებზე იმსჯელებენ.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უბილეთო მგზავრობასთან დაკავშირებით, შესაბამისი პუნქტი შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს: „16 წლამდე ასაკის მგზავრის უბილეთო გადაადგილებამ არ გამოიწვიოს მისი დაჯარიმება. უფლება მიეცეს დაასრულოს მგზავრობა, ხოლო კონტროლის განმახორციელებელ პირს აეკრძალოს მისი სატრანსპორტო საშუალებიდან გაძევება.