„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ვიდრე გიორგი გახარია 20 ივნისთან და ია კერზაიასთან დაკავშირებით სიმართლეს არ იტყვის, მასთან ადამიანურ ურთიერთობასაც გამორიცხავს.
როგორც ოპოზიციის ნაწილის კანდიდატების შემაჯამებელ შეხვედრაზე ნიკა მელიამ განაცხადა, გიორგი გახარიაზეა დამოკიდებული, თუ რას იფიქრებს მასზე საზოგადოება.
„მე და ბატონ გახარიას შორის ურთიერთობა თუ არა არის გარკვეული მინიმუმ, მედიის წარმომადგენლებში, დიდი სიამოვნებით გამოვხატავდი გაკვირვებას, რადგან მთელმა საქართველომ იცის ჩემი და ბატონ გახარიას ურთიერთობა. ამ ადამიანმა ჩემი...
რა თქმა უნდა, ჩვენ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები აბსოლუტური უმრავლესობით გეუბნებიან, რომ ძალიან მაგარი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში, ისეთი ჯერ რომ არ გვინახავს, პასუხობს დემოკრატიულ, ევროპულ, ამერიკულ სტანდარტს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ ეუთო/ოდირი აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს, დაუჭერს თუ არა მხარს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნას.
ნიკა მელიას განმარტებით, 2020 წლის...
"გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ის „ქართულ ოცნებასთან“ და ყოფილ პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, თანამშრომლობა ტყუილს უნდა გამორიცხავდეს.
„მე ვუშვებ თანამშრომლობას ნებისმიერ პოლიტიკოსთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არ მატყუებს და არ იტყუება ზოგადად. ამის გამო ვარ ამ ადამიანებთან ერთად, ამის გამო მაქვს ურთიერთობა არამხოლოდ ნიკასთან და ელენესთან ერთად, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, ეს იქნება „ევროპული...
"ქართული ოცნების" წალენჯიხის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას საარჩევნო პროგრამა
„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე კითხვები არარელევანტურია.
„ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მთავრობა დააკომპლექტა და 2024 წლამდე კოალიციური მთავრობის შექმნის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ამიტომ კითხვა კოალიციურ მთავრობაზე არარელევანტურია", - განაცხადა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ექსპერტები პოლიტიკურ პარტიებს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და მის თანმდევ პოლიტიკურ პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტების გუნდები, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, თბილისში იმყოფებიან. ისინი ყველა პოლიტიკურ პარტიას როგორც საარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პროცესებში...
ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან ამბიციური, ძალიან მასშტაბური მომავლის პროექტის, ეს არის „ამბასადორი ბათუმი აილენდი,“ რომელსაც მთავრობის სხდომამ გუშინ დაუჭირა მხარი და პრაქტიკულად, შემდგომი წლების განმავლობაში მომსწრე გავხდებით ახალი, მასშტაბური განვითარების, რაც, პრაქტიკულად, ახალი უბნის აშენებას გულისხმობს შავ ზღვაში, ხელოვნურ კუნძულზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბათუმში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნათია თურნავამ პროექტის დაწყება მიულოცა მთელ აჭარას,...
თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელმაც „მედიის დისკრედიტაციასა და ზოგადად შავ კამპანიასთან დაკავშირებით“ დაუსვა კითხვა.
კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია „მთავარი არხის“ ეთერში ის გადაცემები, რომლებიც მას და მის ოჯახს...
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე წყალსადენის ქსელი განახლდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით აქტიურად აგრძელებს მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.
კომპანია სამუშაოების ფარგლებში ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე, ახლით ცვლის წყალსადენის 0,4 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებულ მონაკვეთს. წყალმომარაგების მართვის გაუმჯობესების მიზნით, პროექტში გათვალისწინებულია ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟი. ასევე, მოეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.
„ჯორჯიან...
პარტია „ხალხისთვის“ გადის საკრებულოში, მე ვარ უბრალოდ, მისი ელმავალი, – ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„პარტია შევა საკრებულოში. ჩვენ ყველა კვლევით და წინასწარი მონაცემებით გვაქვს ამის მოლოდინი. შეიძლება, ჩემი სახით, მისი ლიდერი არ იყოს საკრებულოში, მაგრამ პარტია იმისაა, რომ ჩვენ ყველა თვითმმართველობა უნდა დავიკავოთ“, – განაცხადა...
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იწყება.
პროექტის პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართა, რომელმაც საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდა როგორც ხიდის მშენებლობის ასევე, მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების თაობაზე.
კახა კალაძის თქმით, ხიდის მშენებლობა ორი წელი გაგრძელდება და 2023 წლისთვის დასრულდება.
„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი აშენდება საფეხმავლო ხიდის გვერდით. ხიდი დაახლოებით ნახევარკილომეტრიანი და ოთხზოლიანი იქნება. ამ პროექტის ფარგლებში...
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოფელ ქსოვრისში ახლად გახსნილი ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას ახალ გარემოში გაუწევს.
„ამბულატორია აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისთვის ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით და 2800 ბენეფიციარს მოემსახურება. ახალ ამბულატორიაში covid-19 -ის ვირუსის პრევენციის მიზნით, დაიწყო მოსახლეობის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ახალი ამბულატორია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და
გადაუდებელი დახმარების...
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საჩივარი, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო თეთრიწყაროს N26 საარჩევნო ოლქის N23 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი პარტია "ქართული ოცნებიდან", რის შედეგადაც ისინი 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ავრცელებს.
სასამართლომ ასევე, სამართალდამრღვევად ცნო ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრი და მათ მიმართ ადმინისტრაციულ სახდელად გაფრთხილება გამოიყენა.
მათივე ცნობით, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საჩივარი...
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ - გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს. პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.
მათივე ცნობით, დღეს საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა...
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გოგოძე სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ინფორმაცია არასწორია.
მისი თქმით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა, ბენეფიციარების საჭიროებებზე დროულმა რეაგირებამ გამოიწვია.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების ეთერში გასულ სიუჟეტს და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან გაკეთებულ მიზანმიმართულ განცხადებას, სადაც მტკიცებით ფორმაში ხდება სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აღარ ენდობა, რადგან მან შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ხუთ წუთში შეიწყალოს".
კითხვაზე, ელოდებიან თუ არა, რომ სააკაშვილი ციხეში წავა და ზურაბიშვილი მას შეიწყალებს, ნიკა მელია პასუხობს, რომ ქართული ოცნების უნდობლობა ბევრ რამეზე მეტყველებს.
"გაგანდობთ ერთ ინფორმაციას სანდო წყაროდან მოპოვებულს, იმდენად აღარ ენდობიან ამ ქალბატონს, რომ პროკურატურაში ტოპ რამდენიმე პროკურორს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































