“ეს იყო მექანიკური შეცდომა, უცებ მანქანიდან რომ გადმოხვალ და პირბადეს გაიკეთებ. რა თქმა უნდა, ეს დარღვევა არის. ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და როგორც ვხვდები, ჯარიმის გადახდაც მომიწევს. დილით, პირველი ამომრჩეველი ვიყავი და პირბადე მანქანაში რაც იყო, გავიკეთე. სამწუხაროა რომ ასეთი რაღაც დამემართა. ფაქტია, რომ დარღვევა არის, ამას არ სჭირდება ორი აზრი და მეც მომიწევს პასუხის გაცემა”, - განაცხადა პარლამენტის...
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე დარღვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. "რამდენიმე უბანზე რეგისტრატორები ამომრჩევლებს არ ურტყამენ როგორც ბეჭედს, ასევე არ აფიქსირებენ ხელმოწერას, რაც ბიულეტენის ბათილობაზე მიანიშნებს. აბაშაში, სენაკში, ზუგდიდში, უბნებზე ფიქსირდება ავტომობილებში ფულის გადაცემის ფაქტები, მთელი რეგიონის მასშტაბით, უბნის უმეტეს ნაწილზე ფიქსირდება "ბირჟები", რომლებიც ხშირ შემთხვევაში არღევევენ კანონით დადგენილ დისტანციას, არ ხდება შესაბამისი სამართლებრივი...
15:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში შესულია 175 საჩივარი, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც იოსელიანმა განმარტა, საჩივრების უმეტესობა ეხება პროცედურულ დარღვევებს და მოთხოვნილია კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ცნობისთვის, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 მილიონ 160 413 ამომრჩეველია.
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთში გიორგი ნონიაშვილი საარჩევნო უბანზე დარღვევის ფაქტების შესახებ საუბრობს. საუბარია ჩუღურეთის 24-ე უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებზე. „ჩუღურეთის 24-ე უბანზე უპრეცედენტო დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა, უბანთან ახლოს მოძრაობდა სუს-ის საშვიანი მანქანა, რომელიც დამკვირვებლების დანახვაზე გაიქცა, ასევე აღსანიშნავია კრიმინალების თავშეყრის ადგილი, სადაც ვინმე „მერცხალას“ სახელს ახსენებდნენ და ამომრჩევლების მიმართ შანტაჟის და მუქარის შემცველი რეპლიკებით გამოირჩეოდნენ, დამკვირვებლების მოსვლამდე კი მოვიდა შეტყობინება ფულის...
დარღვევების მთელი თაიგული გვაქვს, თუმცა, არცერთი დარღვევა არ რჩება რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ „ლელოს" გენერალურმა მდივანმა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობისას განხორციელდა ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები და ამომრჩევლის მოსყიდვა. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ყველაზე ეფექტური იარაღი გაყალბების და მანიპულაციების წინააღმდეგ ამომრჩევლის აქტივობაა, ამიტომ მან, ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. "სამწუხაროდ, პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველგან გვაქვს...
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა ამ დროისათვის დაწერეს 14 საჩივარი და 22 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნების პროცესის პირველად შეფასებას კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს. საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად, დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით. კომისიის წევრების და თავმჯდომარეების მიერ დაშვებულ ტექნიკური ხასიათის შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და...
ხმაური და დაპირისპირება იყო გორში მე-2 საარჩევნო უბანთან, სადაც დილიდან "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან მობილიზებულები. ისინი იმ ავტომობილებში იმყოფებიან, რომლებიც უბნიდან დაახლოებით 20 მეტრშია გაჩერებული. ინფორმაციას მტავარი არხი ავრცელებს. ამ ადამიანებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. აგიტატორებს მათ დასურათებული სიებიც წაართვეს. დილიდან სუფრებია გაშლილი საარჩევნო უბნების ნაწილთან, მობილიზება აქვთ "ძველ ბიჭებსა" და კოორდინატორებსაც. ცოტა ხნის წინ მე-4 საარჩევნო უბანზე აგიტატორები...
მარნეულის #22-ე საარჩევნო ოლქის # 48-ე უბანის გახსნამდე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელს კენჭისყრის კაბინები შემობრუნებული დახვდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, დამკვირვებელმა რამდენჯერმე მოითხოვა კაბინების დადგმა ისე, რომ ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობა არ დარღვეულიყო. „კომისიის წევრები ბოლოს მიხვდნენ, როგორ უნდა დაედგათ კაბინები და უბნის გახსნამდე პრობლემა მოგვარდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის პრობლემაზე. ამავე უბანზე იყო განათების პრობლემა, რის გამოც...
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში, #23-ე საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე მუდმივი არეულობაა, რაც ხალხმრავლობითაც არის გამოწვეული. როგორც ორგანიზაციის მერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხმის მიცემის პროცესი ხშირად ფერხდება და ჩნდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ეჭვის საფუძველი. მათი განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პარტიის სამკერდე ნიშნის მქონე წარმომადგენლები ცდილობდნენ, „დახმარება გაეწიათ“ ხმის მიცემის კაბინაში შესული ხანდაზმული ამომრჩევლებისთვის. „ამ საარჩევნო უბანზე...
ზუგდიდის №4 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ,,ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საარჩევნო უბანზე დაიწყო და უბნის გარეთ გაგრძელდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რადგან უბნის თავმჯდომარის მოადგილე შეუძლოდ გახდა. ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ანა წითლიძის ინფორმაციით, დაპირისპირება ე.წ. კარუსელის აღკვეთის მცდელობას მოჰყვა. მისი განმარტებით, საარჩევნო უბანზე შევიდა ამომრჩეველი, რომელსაც სახელი და გვარი დაავიწყდა და „პირადობის მოწმობას დაუწყო ყურება”. „კარუსელის“...
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის დროს, ამ ეტაპისთვის დაფიქსირებული ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ქალაქ ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში N48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქვემო ქართლის...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, 15 საათის მდგომარეობით, დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა 51 საჩივარი და შენიშვნა დაწერეს. "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შემუშავებული რეგულაციების ფარგლებში საია განსაკუთრებულად აკვირდება უბნის პერიმეტრზე არსებულ სიტუაციას, კერძოდ, 100-მეტრიან პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლის მიმართულებით წესების დაცვას. ამ დროისთვისაც აქტიურად გრძელდება პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლი. გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით 14 შემთხვევაში დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იყო 33.18% შეადგინა.  ეს 1 160 413 ადამიანია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს ამომრჩეველთა აქტივობამ 36.45% შეადგინა; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 29.84%; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 34.79%; საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საა​რჩევნო უბნები 08:00 საათიდან გახსნილია. თუმცა, ზოგიერთი უბანი დაგვიანებით გაიხსნა.
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზიანებულია სამაუწყებლო კომპანიის კუთვნილი ტექნიკა. "პირველების" კამერამ გადაიღო მოძალადე. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი იდენთიფიცირება არ გაუჭირდება.
პარტია ლელოს ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, წალენჯიხაში დაიხურა საჩინოს საარჩევნო უბანი, სადაც ჯაფარიძის მტკიცებით, დიდი ალბათობით მათი პარტია ლიდერობდა. "ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია წალენჯიხიდან, საჩინოს საარჩევნო უბანზე, სადაც დიდი ალბათობით იმარჯვებს ლელოს კანდიდატი, მოხდა უბნის დახურვა, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, დაუშვებელი და მოვითხოვთ რეაგირებას. საჩივრები იწერება ყველგან სადაც იქნა დაფიქსირებული დარღვევები" , – თქვა ბადრი ჯაფარიძემ ჯაფარიძემ სხვა საარჩევნო დარღვევებზეც ისაუბრა. კერძოდ, ჯაფარიძე ამბობს,...
წინა სტატია ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე უბანზე შევსებული ოქმი განადგურდება და კომისიას ახალი ოქმი გადაეცემა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც იოსელიანმა განმარტა, ოქმის ნაწილობრივ შევსება კენჭისყრის დასრულებამდე გადაცდომას წარმოადგენს. „ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის, პარტიების დანიშნული წარმომადგენლები აწერენ ხელს. ოქმის ფოტო გავრცელდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ