15:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში შესულია 175 საჩივარი, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იოსელიანმა განმარტა, საჩივრების უმეტესობა ეხება პროცედურულ დარღვევებს და მოთხოვნილია კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
ცნობისთვის, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 მილიონ 160 413 ამომრჩეველია.