ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ის ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს. როგორც ის ამბობს, მისნაირად უნდა მოიქცნენ ის სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც სხვა პარტიებიდან იქნებიან მერიაში წარმოდგენილნი.
"შეუძლებელია, ვიყო გამარჯვების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე და თბილისის მერი. გულწრფელები უნდა ვიყოთ თბილისელების მიმართ. იყო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და, ამავდროულად, დედაქალაქის მერი — შეუძლებელია....
2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტარები ვიოლა ფონ კრამონი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივი განცხადებით აფასებენ და აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებული იყო, ბრალდებები მოსყიდვასა და ზეწოლაზე კი საფუძვლიანად გამოსაძიებელია.
ისინი აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედია პოლარიზაციით ხასიათდებოდა, რაც, ზოგჯერ, სიტყვიერ ან ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა. მათივე თქმით, პერსონალური თავდასხმები ხშირად ჭარბობდა პოლიტიკურ დებატებს, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ართმევდა.
"ადმინისტრაციული რესურსების...
ჩვენ არავისთან კონსულტაციები არ გვქონია, ვაფასებთ ჩვენს საარჩევნო შედეგებს და ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მხარდამჭერები პოლიტიკური წნეხისგან, - ასე უპასუხა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას, გამართა თუ არა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პარტიამ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციები.
გიორგი ვაშაძემ ასევე უპასუხა ნიკა მელიას განცხადებას, რომელიც კოალიციურ მთავრობას შეეხება და განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობას...
2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამასთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც. ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად, ყოველმა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი მყარი უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. ეს არჩევნები და რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დარწმუნებული...
საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი, როგორც გასულ წლებში, ახლაც ხდება მანიპულაციის თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს, არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად და აღნიშნული საკითხით მანიპულირება, მიუღებელია, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, თითოეულ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს როგორც პროფესიული ნიშნით, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა.
„აღნიშნული...
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის 2022 წლის იანვრიდან, სახელფასო დანამატის 100 ლარით ზრდა არის გათვალისწინებული, ამისთვის კი პროექტით 79.4 მლნ ლარია განსაზღვრული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება სწორედ 79.4 მლნ ლარითაა გაზრდილი და 975.0 მლნ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელს 1 637.5 მლნ ლარითაა განსაზღვრული, რაც 2021 წლის...
მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო, - ამის შესახებ სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს.
როგორც ჯინ შაჰინი აღნიშნავს, „ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს,...
ოპოზიციის წარმომადგენლები სამტრედიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
„ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოსა" და „ლელოს“ წევრები საოლქო კომისიასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, დარღვევებით ჩაიარა, როგორც არჩევნებმა, ასევე დარღვევებით მოხდა საოლქო კომისიის მიერ ხმების გადათვლა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, საოლქოს ოქმებში დისბალანსია და მათი ასეულობით ბიულეტენი, სადაც არჩევანი მათი კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული, გაბათილებულია.
აქციის მონაწილეების თქმით, მიღებული შედეგებით, სამტრედიაში მეორე ტური უნდა დანიშნულიყო, ამიტომ ისინი...
ეს არჩევნები და ე.წ.რეფერენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საკუთარ მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის და თბილისელებს არჩევნების მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ....
ვაშაძე: ბრძოლა გრძელდება – მოვუწოდებ მოქალაქეებს, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციონერ კანდიდატებს
ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვაპირებთ, რომ სერიოზული დასკვნები გამოვიტანოთ ამ უთანასწორო არჩევნებიდან, რომელშიც პოლარიზებამ თავისი როლი ითამაშა",-ამის შესახებ "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ პარტია გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს უკეთესი განვითარებისთვის.
"სტრატეგია აღმაშენებელი" გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს უკეთესი განვითარებისა და წინსვლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ 7 მუნიციალიტეტში გვეყოლება საკრებულოში ჩვენი წარმომადგენლები, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა ბრძოლისთვის, სრული...
უბნების გადათვლის შედეგად, შესაძლოა, შედეგები შეიცვალოს, - ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის ჯგუფის“ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან უბნებზე დაფიქსირებულ დისბალანსთან დაკავშირებით განაცხადა.
კითხვაზე, თუკი გადათვლა არ მოხდება, შეიძლება თუ არა არჩევნებში მიღებული შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს, სამნიძე პასუხობს, რომ პროცესს უნდა დაელოდონ, რადგან გადათვლა ხდება.
„როცა ასეთი ტიპის დარღვევებია, ყველა არჩევნების შემდეგ ჩვენ გვაქვს დისბალანსი ოქმებში და ეს არჩევნები გამონაკლისი არ არის. არაერთი...
დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში შევძლებთ, გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნინო ლაცაბიძემ გუნდის წევრებთან ერთად, ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველას არჩევანს პატივს სცემს.
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქალაქში ყოფილიყო მშვიდობა, მშვიდი გარემო,...
გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, ჩაატარა კონკურენტული და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერისა ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის.
„თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს...
თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტენების 40%-ში დისბალანსია - მეტობა არის 26 უბანზე, რაც ნიშნავს, რომ ბიულეტენები უტყუარად არის ჩაყრილი, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ელენე ხოშტარიას თქმით, საკამათოც არ არის, რომ ეს უბნები უნდა გაუქმდეს.
„არჩევნების დასრულების დღიდან, ეს პერიოდი დეტალურად ვსწავლობდით არჩევნების გაყალბების მასშტაბს. ყველა ოპოზიციური პარტია ვართ სრულ კოორდინაციაში. მინდა წარმოგიდგინოთ ის დასკვნები და ფაქტები, რომელიც...
მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებისადმი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მიდგომისათვის და განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო იმ 137 000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა არჩევნებზე ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ჩაყენებული. თუმცა საბოლოოდ ამ ადამიანებმა უარი უთხრეს ამ ორპოლუსიან სიბრტყეს, რომელშიც დღეს საქართველოს საზოგადოებას უწევს ცხოვრება, - ასე მიმართა პარლამენტარმა და პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, გიგი ხოჯევანიშვილმა მოქალაქეებს...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს ავრცელებს, რომელშიც ღარიბაშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, როგორც პრემიერი წერს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.
Droa.ge ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































