მელია: თუ ქალაქის მერი გავხდები, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დავტოვებ

409

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ის ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს. როგორც ის ამბობს, მისნაირად უნდა მოიქცნენ ის სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც სხვა პარტიებიდან იქნებიან მერიაში წარმოდგენილნი.

“შეუძლებელია, ვიყო გამარჯვების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე და თბილისის მერი. გულწრფელები უნდა ვიყოთ თბილისელების მიმართ. იყო ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და, ამავდროულად, დედაქალაქის მერი — შეუძლებელია. რაც არ უნდა მოწადინებული ვიყო, პირველ რიგში, ვიყო დედაქალაქის მერი, პარტიული ინტერესები წამძლევს”, — განაცხადა მელიამ TV პირველის ეთერში.

მან, ასევე, თქვა, რომ უახლოეს დღეებში აპირებენ დედაქალაქის მთავრობა დაასახელონ, რომელიც კოალიციური იქნება. მელიას თქმით, კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დაწყებული აქვთ და საზოგადოების წინაშე ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით წარდგებიან.