პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს მხარდაჭერას უცხადებს.
პარტიის წევრის ბადრი გრიგალაშვილის განცხადებით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა, არჩევნების მეორე ტური მაინც იმართება.
როგორც გრიგალაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიცია მეორე ტურზე კონცენტრირდება და ამასთან, ძალაში რჩება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა.
„ეს არჩევნები შეუძლებელია სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარებულ არჩევნებად ჩაითვალოს. ამას ადასტურებს მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები,...
საკრებულოებში სისტემური პარტნიორობის და ალიანსის ჩამოყალიბებას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ ვაპირებთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
დოლიძის განმარტებით, პარტიის პოლიტიკური პოზიციაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნა გამორიცხულია.
„მთავარი ფუნდამენტი, რასაც ცალკეულ შემთხვევებში ჩვენი გადაწყვეტილებები დაეფუძნება, ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იქნება. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ადგილობრივი...
პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება, მასსა და „ქართულ ოცნებას“ შორის იყო შეთანხმებული.
როგორც ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, შეთქმულებაში ექსპრეზიდენტის დადანაშაულება აბსურდია.
„აბსურდია, ბოდვას საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს?! - ეს იგივე ვერსიაა თქვა, ივანიშვილი უცხოპლანეტელი ხომ არ არის და გვატყუებს, რომ ადამიანია. რა მოიტანა სააკაშვილის ამა თუ იმ...
„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ის თბილისში კოალიციური მთავრობის კონფიგურაციის წინააღმდეგი არ არის, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები არ ყოფილა.
სერგო ჩიხლაძის თქმით, ახლა მთავარია საერთო ძალებით შედეგზე გასვლა.
„თბილისში კოალიციურ მთავრობაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ ყოფილა, ეს კონსულტაციები ჩვენთან არ დაწყებულა. წინმსწრებად ჩვენ რა თქმა უნდა, ამაზე მზაობა არ გვქონია. კონსულტაციები და გარკვეული მოლაპარაკებები იქნება და მერე დაზუსტებით, სხვა...
ოპოზიციის მხრიდან მცდელობა, რომ დისბალანსი ავტომატურად წარმოჩენილი იქნას როგორც ბიულეტენების ჩაყრის მტკიცებულება, ეს არის ამომრჩევლისთვის თვალში ნაცრის შეყრა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დისბალანსის მიზეზის გარკვევის საშუალება მათ შორის ავტომატური გადათვლაა, რაც კანონით არის გათვალისწინებული და შემთხვევითი შერჩევის პრინციპს გულისხმობს. რაც შეეხება კონკრეტული უბნების გადათვლას, როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როცა მიზეზი აუხსნელია...
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მის შესახებ ყალბი ახალი ამბები ვრცელდება.
როგორც გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია, რომელიც “ქართული ოცნების” სხვადასხვა დაჯგუფებებიდან მოდის.
„სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგაც არ წყდება Fაკე ნეწს- ების გავრცელება. მე ხელთ მაქვს ის ყალბი ახალი ამბები, რომლებიც ჩემი ფოტოსურათით ვრცელდება, თითქოს მე ეს განცხადებები გავაკეთე. ვფიქრობ,...
"ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა, - არჩილ ჩიქოვანი ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, საარჩევნო კამპანიას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.
"სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება.
ორი დღეა ვიმყოფები თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად.
ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას. წინ მეორე ტურია, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებ თქვენთან...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 130 ოჯახს სახლს შეუსყიდის, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, გამოყოფილი თანხა გაიზარდა.
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. მნიშვნელოვანია, რომ წელს, სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გავზარდეთ....
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონში, მუნიციპალიტეტების სამაჟორიტარო ოლქებში და პროპორციულ ნაწილში, ძირითად შემთხვევებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, თუმცა არის მუნიციპალიტეტები და ოლქები, სადაც საკრებულოებში წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებსაც ეყოლებათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მუნიციპალიტეტეში 12-ვე სამაჟორიტარო ოლქში “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა, პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლების ხმების 64,74% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მარნეულის წარმომადგენლობით ორგანოში მმართველი...
წინა სტატია
5 ოქტომბერს ლაშა ქველაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ქველაძეს ბრალად „ქართული ოცნების“ სადახლოს მაჟორიტარ კანდიდატ როვშან ისკანდაროვზე თავდასხმა ედება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარემ სხდომაზე ქველაძის დარბაზიდანვე განთავისუფლება მოითხოვა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ქველაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 4 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
„რა თქმა უნდა ეს ჩემთვის...
გორში, გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 6 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. შესაბამისი საჩივრით პარტიის წარმომადგენლებმა გორის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს. მათი განმარტებით, საჩივრების საფუძველი ოქმებში არსებული დისბალანსია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“80% დისბალანსია აკლია ბიულეტინები, ეს არის სომხური კარუსელის წინაპირობა. 6 უბანი გავასაჩივრეთ სადაც მოსულზე მეტია მიღებული ხმები” , – აცხადებს პარტიის წარმომადგენელი მამუკა ფანიაშვილი.
პარტია უბნების ხელახლა გადათვლას შემდეგი...
ხმაური იყო დღეს სამტრედიაში. 54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
შეკრება დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ადგილზე ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მხარდამჭერები გამოჩნდნენ.
ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, როგორც ოპოზიციის, ასევე, იქ მობილიზებული მედიის მისამართით.
ოპოზიციის თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ისინი საოლქოსგან, რამდენიმე უბანზე, ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ.
ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ ტოტალიზატორში მოგებული პორშე გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.
“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, მერმა გაყიდული პორშედან მიღებული ფულით თბილისში საცხოვრებელი სახლი შეიძინა. თუმცა, ჯერ კიდევ 2019 წელს, მოგების შემდეგ ამბობდა, რომ მანქანის გაყიდვის შემდეგ კრედიტი უნდა დაეფარა და ახლობლებს, მეგობრებსა და გაჭირვებულებს დახმარებოდა.
ცნობისთვის, ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ პორშეს მარკის ავტომობილი 2019 წელს, ერთ-ერთი ტოტალიზატორის...
ქალაქის სახალხო დღესასწაული წელსაც არ აღინიშნება. გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, გასული წლის მსგავსად დღესასწაულის აღნიშვნას ხელი ამჯერადაც პანდემიამ შეუშალა.
თავზარაშვილის თქმით, საჭირო თანხები ბიუჯეტში გაითვალისწინებულია, თუმცა ამინდებიდან გამომდინარე, რამდენად მოასწრებს ახალი მერი შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, უცნობია. ლადო ხინჩეგაშვილს მერის თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ შეეძლება.
“წელს არ იქნება, გაგვექცა ეს დღესასწაული. ამ სიცივეში ახლა ვიღას...
“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსანის, იოსებ მაკრახიძის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან მხოლოდ ერთ თვეში 1 მლნ 173 ათასი ლარი მიიღო. ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გორის ყოფილი მაჟორიტარი ტენდერებს მმართველი გუნდისთვის გაღებული შემოწირულობის პარალელურად იგებს.
“მხოლოდ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, “ქართულმა ოცნებამ”, შემოწირულობის სახით, ფიზიკური პირებისგან 7, 350,505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460,500 ლარი მიიღო.
“კომპანიებმა, რომლებმაც მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჯამში...
2021 წლის საკრებულოში 36 დეპუტატიდან 8 ქალი იქნება. აქედან მაჟორიტარი მხოლოდ ერთია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“ქართულმა ოცნებამ” პარტიული სიით შეიყვანა:
ლიანა ოქროპირიძე;
თამარ მურალოვა;
ლეილა მამულაშვილი;
ნანი ოქროპირიძე;
ასმათ ტალახაძე(მაჟორიტარი)
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობის პარტიულ სიაში ყოველი მეორეა ქალი, ჯამში მათ საკრებულოში 3 ქალი ეყოლებათ:
ანი ბალიაშვილი;
ნანა ლოთიშვილი;
ნაზი დიდებელი.
რაც შეეხება პარტია “საქართველოსთვის” მათ გორის საკრებულოში ქალი დეპუტატი, მხოლოდ ერთი,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































